ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2013


ვეფხისტყაოსანი

ეს არასოდეს მოხდება
არა, არა, არა,
განა როდისმე მოკვდება,
ის იცოცხლებს მარად.

უდიადეს წიგნად ვცანით
უძვირფასეს წიგნად,
ჩვენი ვეფხისტყაოსანი
უკვდავებად იქცა.

საუკუნემ ჩაიარა
ბევრმა, დაიწერა
რაც ის, ერმა აღიარა,
დრომ დაჯაბნა ვერა.

ერთგულება მოყვასის და
ნაღდი წრფელი გრძნობა
წელთ-სვლამ ვერაფრით დაბინდა,
ვერ შეძლო დამცრობა.

უდიადეს წიგნად ვცანით
უძვირფასეს წიგნად,
ჩვენი ვეფხისტყაოსანი
უკვდავებად იქცა.

2012

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები