ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
19 სექტემბერი, 2013


შალომ...

შალომ იერუშალაიმ,
ღმერთი მუდამ გწყალობს,
ისრაელის ქართველობავ,
ქრისტეს მიწა-წყალო.
ჩვენს შორის ხომ არასოდეს
არ ყოფილა მტრობა,
ოცდაექვსსაუკუნოვან
ვუმღერ მეგობრობას.
ხან ვკითხულობ აჯიაშვილს,
ხან ჯანაშვილს ვუსმენ,
ხან ჩემს მიწას ვეფერები,
უბეს ცრემლით ვუვსებ.
სხვა რა გითხრა ამის მეტი -
დიდებულო ერო,
შალომ იერუშალაიმ,
შალომ ისრაელო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები