(დედის ნაამბობიდან)
1937 წელი... იმალება ძებნაში მყოფი, ოჯახს მოწყვეტილი დედა. გვიან ღამით, მალვით თუ მივა და დახედავს მძინარე შვილებს. ერიდება ამ მოხუცი ადამიანისაც, რომელიც დედასავით ამოუდგა გვერდში გაჭირვების ჟამს და შეიფარა მისი უპატრონოდ და უმწეოდ დარჩენილი შვილები.
დღეს რაღაც იმედის ნაპერწკალი გაუღვივდა მარიკას. ახლობელმა ნათესავმა შეატყობინა საბავშვო ბაღის გამგის დანაბარები: ბავშვები ჩამოიყვანე ბათუმში, ბაღში მივიღებო. “რა ადამიანი ყოფილა ბაღის გამგე, სად გაიხსენა მეგობრის შვილები! ნუთუ მას არ ეშინია?! კვირაში 6 დღე ბავშვები ბაღში თუ მიიბარეს... მაგრამ ღამით? კვირა დღით? ეჰ, ეს კაცია, იქნებ ადვილად დათანხმდა, მაგრამ ცოლმა კი დართო ამის ნება? აბა ისე, შეუთანხმებლად ბავშვების წაყვანას როგორ გაბედავდა?! რომ გაუგონ და დააპატიმრონ ჩემი გულისთვის?” - ასეთი ფიქრები უტრიალებდა თავში უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილ, მაგრამ სულიერად ძლიერ დედას და თან ბავშვების ნივთებს ჩანთაში ალაგებდა. “ყველაფერი გარეცხილია, გაუთოებულიც... ღმერთო, გადამახდევინე ეს სიკეთე!”
ჩანთას ღვედები გაუკეთა და ზურგზე წამოიკიდა. უფროსი გოგონა გააღვიძა, მძინარე ბიჭი მკერდზე მიიკრა და ქუჩაში გამოვიდა.
“ხომ არ მომატყუებს, მოვა ჩვენს წასაყვანად? შემპირდა და რა ვიცი! აბა, ქობულეთიდან ბათუმამდე ფეხით ხომ ვერ ჩავალ?!”
მანქანა გაჩერდა. - ჩქარა ჩაჯექი! - დაუძახა ახალგაზრდა მძღოლმა და თან დასძინა: - მაპატიე, ხომ იცი რა დროა, უკან წამოსაყვანად ვერ დაგელოდები, არ გეწყინოს! - რას ამბობთ, როგორ მეწყინება, ერთი ეს ბავშვები ბათუმში ჩამაყვანინეთ და! ...
ქობულეთიდან ბათუმამდე უსაშველოდ გაიჭიმა გზა...
"მანქანა რომ დაზიანდეს და ვერ ჩავიდეთ დროზე? ან რომ შეშინდნენ და არ მიიღონ? ეჰ, ისეთი დრო დადგა, ვერც გავამტყუნებ! ბავშვის დარიგებაც კი ვერ მოვასწარი! თუმცა, როგორ უნდა დავარიგო ჩემი თინიკო, ჯერ 4 წლისაც კი არ არის... მაგრამ ჭკვიანია, უკვე აუღო ალღო თავის მდგომარეობას, ძმასაც უვლის, ათამაშებს! ღმერთო მიშველე! დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ, შენ გადააფარე მზრუნველი კალთა ჩემს შვილებს!” აი, ბათუმიც... მანქანა ერთ ქუჩაზე გაჩერდა. ქალმა სასწრაფოდ გადმოიყვანა ბავშვები და იქვე ჭიშკრის წინ, სკამზე დასვა. “სინათლე ანთია, კარგია, რომ არ სძინავთ!” დედამ ჭიშკარი გამოაღო. პატარა ფინია ყეფით გამოქანდა მისკენ. მასპინძელს უხმო აკანკალებული ხმით... მეორედ... მესამედ... ფანჯარაში დაინახა, როგორ წამოვიდა წინკარისკენ მასპინძელი ... - მარიკა ვარ! - დაიძახა და... სინათლე ჩაქრა. ჯერ ერთი სარკმელი ჩაბნელდა, შემდეგ მეორე... კიდევ დაიძახა, ამჯერად უფრო ხმამაღლა... არავინ გამოპასუხებია...
- რა ვუყო ახლა ამ ბავშვებს?! - სასოწარკვეთილმა ჩაილაპარაკა. გული აუკანკალდა, თავბრუ დაეხვა. სკამზე ჩამოჯდა, საზურგეს მაგრად მიეყრდნო და ბავშვებს დახედა. მათ ტკბილად ეძინათ...
…… - დედიკო, დედა! მერე, გვიან ღამით, როგორ ჩამოგვიყვანე ისევ ქობულეთში? - წვალებით... - მაინც?! - არ მახსოვს....
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. წაკითხული მქონდა ეს. დედის გული რა არის მაინც. დრო მართლა ვერ კურნავს ყველაფერს :( წაკითხული მქონდა ეს. დედის გული რა არის მაინც. დრო მართლა ვერ კურნავს ყველაფერს :(
13. ვიზიარებ თქვენს მწუხარებას შვილის გარდაცვალების გამო ძალიან კარგი და თბილი ადამიანი დავკარგეთ ხალისიანი და ბევრი კარგი წამოწყების მოთავე რამდენი შეკრების ორგანიზებას აკეთებდა ურაკპარაკზე რამდენს ასწავლიდა გამართული ქართულით წერას რამდენს ეხმარებოდა ტექსტების კორექტირება-რედაქტირებაში და რამდენი თბილი და კარგი ნაწერი დაგვიტოვა
ნათელში იყოს მისი სული
ვიზიარებ თქვენს მწუხარებას შვილის გარდაცვალების გამო ძალიან კარგი და თბილი ადამიანი დავკარგეთ ხალისიანი და ბევრი კარგი წამოწყების მოთავე რამდენი შეკრების ორგანიზებას აკეთებდა ურაკპარაკზე რამდენს ასწავლიდა გამართული ქართულით წერას რამდენს ეხმარებოდა ტექსტების კორექტირება-რედაქტირებაში და რამდენი თბილი და კარგი ნაწერი დაგვიტოვა
ნათელში იყოს მისი სული
12. ძალიან მომეწონა, დარწმუნებული ვარ რეალური ამბავია, დაწერეთ წიგნი "ჩემი ბიოგრაფია" სად არიან თქვენი დედმამიშვილები? ძალიან მომეწონა, დარწმუნებული ვარ რეალური ამბავია, დაწერეთ წიგნი "ჩემი ბიოგრაფია" სად არიან თქვენი დედმამიშვილები?
11. დედიკო,დედა!მერე გვიან ღამით როგორ ჩამოგვიყვანე ისევ ქობულეთში? -წვალებით... -მაინც?! -არ მახსოვს... (დავითრგუნე...კარგი იყო) დედიკო,დედა!მერე გვიან ღამით როგორ ჩამოგვიყვანე ისევ ქობულეთში? -წვალებით... -მაინც?! -არ მახსოვს... (დავითრგუნე...კარგი იყო)
10. ესეც მომწონს............... ესეც მომწონს...............
9. ესეც მომწონს............... ესეც მომწონს...............
8. მწარე რეალობა..ვერ გაექცევი. ღალატზე ცუდი არაფერია,ნურასოდეს დაიჯერებ დაპირებას,ვიდრეშენც არ შეპირდები. მწარე რეალობა..ვერ გაექცევი. ღალატზე ცუდი არაფერია,ნურასოდეს დაიჯერებ დაპირებას,ვიდრეშენც არ შეპირდები.
7. ძალიან გულში ჩამწვდომი!!! კარგი ჩემგან!!! 5 ძალიან გულში ჩამწვდომი!!! კარგი ჩემგან!!! 5
6. დედიკო, დედა! მერე გვიან ღამით როგორ ჩამოგვიყვანე ისევ ქობულეთში? - წვალებით... - მაინც?! - არ მახსოვს.
მეტკინა......... 5..... დედიკო, დედა! მერე გვიან ღამით როგორ ჩამოგვიყვანე ისევ ქობულეთში? - წვალებით... - მაინც?! - არ მახსოვს.
მეტკინა......... 5.....
5. გული მეტკინა...5 გული მეტკინა...5
4. დედიკო, დედა! მერე გვიან ღამით როგორ ჩამოგვიყვანე ისევ ქობულეთში? - წვალებით... - მაინც?! - არ მახსოვს
გულში რაღაც ჩამწყდა ქალბატონო თინა, არ ვიცი რა ვთქვა!...
5 თქვენ და აღდგომის მადლი შეგეწიოთ! დედიკო, დედა! მერე გვიან ღამით როგორ ჩამოგვიყვანე ისევ ქობულეთში? - წვალებით... - მაინც?! - არ მახსოვს
გულში რაღაც ჩამწყდა ქალბატონო თინა, არ ვიცი რა ვთქვა!...
5 თქვენ და აღდგომის მადლი შეგეწიოთ!
3. ეეჰ რა დრო იყო ვისაც არა აქვს გამოვლილი, მისთვის არ არის ადვილი გასაგები. აქაც რაღაც მაკლდება
8 ქულა ეეჰ რა დრო იყო ვისაც არა აქვს გამოვლილი, მისთვის არ არის ადვილი გასაგები. აქაც რაღაც მაკლდება
8 ქულა
1. ჩემი კომენტარი პირველია! არ მაქვს უფლება, არ შევაფასო ნაწარმოები - იმ დროის გათვალისწინებით, როცა ეს ამბავი მოხდა!. ნაწარმოები რეალურ ფაქტებზეა აგებული. 5 ჩემი კომენტარი პირველია! არ მაქვს უფლება, არ შევაფასო ნაწარმოები - იმ დროის გათვალისწინებით, როცა ეს ამბავი მოხდა!. ნაწარმოები რეალურ ფაქტებზეა აგებული. 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|