| ავტორი: ბუდულა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 22 ივლისი, 2013 |
ერთი წლის ვარ.... ზუსტად ერთი წლის წინ,დილით ისევე ჩვეულებრივად გავიღვიძე,როგორც ვიღვიძებდი ხოლმე. დედაჩემი ახალი
გარდაცვლილი იყო და ძალიან განვიცდიდი. დედაჩემის ორმოცზე კი დიმამ ხელი მოიტეხა და გული ორმაგად
მტკივა... მოკლედ საკმაოდ მაღალი ემოციური ფონი მაქვს....
კომპიუტერთან დავჯექი და წერა დავიწყე. რა ვიცი, ვწერ რაღაცას...უცებ მომინდა რომ სხვასაც წაეკითხა ჩემი
ნაწერი. გამახსენდა,ჩემი ახლობელი, გიო, ურაკპარაკზე აქვეყნებდა ლექსებს. ვცადე და დავრეგისტრირდი,
უცებ სახელი ვერ მოვიფიქრე და მეუღლეს ვკითხე, რაიმე სიტყვა მითხარი მეთქი.
ბუდულაო..
დავწერე ბუდულა და შევედი საიტზე.
ვერც იმ დღეს და ვერც ერთი კვირა ნაწერი ვერ გამოვაქვეყნე....დავწერდი, წავშლიდი...მესამე დღემდე კიდევ
ვიცდიდი და ბოლოს,როგორც იყო,გამოვაქვეყნე....
პირველი კომენტარი საკმაოდ უცნაური დამხვდა. მეწყინა. არ შევიმჩნიე და გავაგრძელე არსებობა...
დღეს ,უკვე იმ დღიდან ერთი წელი გავიდა.ვინმე, ცრუმორწმუნე მეტყვის,ერთი წლის თავს არ აღნიშნავენო. აბა,
სანამ ორი წლისთავი გამიხდება,რამდენი წელი გავა,ვინ იცის და მანამდე რა მოითმენს...
პირველად ვიღაცამ წერილი შემომიფრიალა.სამი დღე ვერაფერი გავუგე და ბოლოს მივხვდი რომ უნდა გამეხსნა. ვნახე,კახა იყო.მეც ვუპასუხე.დავმეგობრდით და დღემდე ვმეგობრობთ,ძმასავით მყავს და თვითონაც ,ხან ძმას
მეძახის და ხან ხულიგანს...
ხულიგანს მოფერებით...
კახამ თიკო გამაცნო,ფრთათეთრი პეპელა...უსაყვარლესი გოგონა, ნაია....
შემდეგ ია გამაცნო, ჯიათელი, მისი უძვირფასესი დაიკო და ახლა უკვე ჩემი მეგობარი...
შემდეგ თამარი,(ზოგს მე თვითონ ვეგონე თამარ ბუკია.სიმართლე გითხრათ,ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა,თუნდაც მსგავსება)
მერე დავითი, კვიტატიანი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის თვითონ მასწრებს მოკითხვას და მეგობრობაშიც უღალატოა .
ნინუცა, იგივე უნდინა,ჩემი საყვარელი კოკროჭინა გოგონა.
სანდრიკა, ქუთაისელებშიც კი გამორჩეული და ჩემთვის მისაბაძი პროზაიკოსი...
არმენი,კაცი ლეგენდა...
საბა აფხაზი , საყვარელი ბიჭი და მეგობარი ( ამერიკიდან მიძღვნის ხოლმე სალამს....)
არტემიდა,არტიტუშკი....საოცარი ენერგეტიკის მქონე ადამიანი...
მაკა გელაშვილი,ჩემი სულიერების გზამკვლევი და რჩევების მომცემი, ძვირფასი როგორც და ...
გიორგი, პილიგრიმი, ნაღდი გურული, მოხეტიალე რაინდი...
კიდევ მყავს ნიკა,უსაყვარლესი ადამიანი,"თეთრი თოლია",(ანუ თეთრი ბატი) ჩემი შთაგონების წყარო...
უსიამოვნებები,ისეთები,როგორც ჩვევია ამ საიტს,ჩვენც შეგვხვდა....ახალს ცუდად იღებენ....პირველად გამოვცადე
საკუთარ თავზე,რომ არავის ვჭირდებოდი...
დღემდე ვფიქრობ,რომ ჩემი უპირველესი საქმე ახალი ადამიანის წახალისებაა და მგონი გამომდის...
დღეს უკვე, ურაკპარაკი ჩემი მეორე ოჯახია.ქართულ თუ უცხოურ იმდენ საიტზე ვარ დარეგისტრირებული,ვინ დათვლის,
ზოგის ნიკი და პაროლი დამავიწყდა კიდევაც. აქაურობას კი ვერ ველევი.
ჩემი ოჯახი ტყუილად არ მიხსენებია. აქ არიან ახალგაზრდები,რომლებიც შვილებივით მიყვარს, მყავს ძმა და დები...
მოკლედ, მეორე ცხოვრება მაქვს, ოღონდ ვირტუალური. რეალურისგან განსხვავებით,აქ უფრო ადვილია ურთიერთობა
და მეც მიხარია,რომ ვარსებობ.
მე მგონი სრული ბედნიერებისათვის სხვა არაფერია საჭირო.
მოკლედ ,ერთი წლის ვარ და კიდევ მინდა,რომ ბევრის გავხდე...
ეს ჩემი მესამოცე გამოქვეყნებაა და მიხარია, რომ ასეთი დამთხვევაა. რადგან ჩემი გულიც წუთში ზუსტად სამოცჯერ ძგერს...
წერის სურვილი თუ გამიქრება,იმედია კითხვის სურვილი დამრჩება და ...
ვიყოთ ერთად....
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
42. მიხარია საიტის გამოცოცხლება და ყველას გილოცავთ!! მიხარია საიტის გამოცოცხლება და ყველას გილოცავთ!!
41. საწუხაროა, მაგრამ რას ვიზამთ. ახლა მთავარია ჩვენ მაინც ვიყოთ კარგად: საწუხაროა, მაგრამ რას ვიზამთ. ახლა მთავარია ჩვენ მაინც ვიყოთ კარგად:
40. ხო, აი 1 წლის დღეს გამხდარხარ, პირადშიც მოგწერე წერილში... :) დღეს გურამ რჩეულიშვილის გარდაცვალების დღეა. ხო, აი 1 წლის დღეს გამხდარხარ, პირადშიც მოგწერე წერილში... :) დღეს გურამ რჩეულიშვილის გარდაცვალების დღეა.
39. უი, დღეს გავმხდარვარ ერთი წლის:DDD ასაკი მომიკლია უი, დღეს გავმხდარვარ ერთი წლის:DDD ასაკი მომიკლია
38. შენ უკვე ოთხი წლის ყოფილხარ:D მე კიდევ სულ მთლად ბავშვი ვარ, ახალფეხადგმული,ერთი წლის:D შენ უკვე ოთხი წლის ყოფილხარ:D მე კიდევ სულ მთლად ბავშვი ვარ, ახალფეხადგმული,ერთი წლის:D
37. მივხვდი... ;) ისე ურაკპარაკი ჩემთვისაც მეორე ოჯახია... 2009 წლის 1 მაისიდან ვარ ამ საიტის წევრი და ბევრი მეგობარი შემძინა უკვე. <3 მივხვდი... ;) ისე ურაკპარაკი ჩემთვისაც მეორე ოჯახია... 2009 წლის 1 მაისიდან ვარ ამ საიტის წევრი და ბევრი მეგობარი შემძინა უკვე. <3
36. როცა დავწერე,ერთმანეთს არ ვიცნობდით მაშინ, ოთარ:D როცა დავწერე,ერთმანეთს არ ვიცნობდით მაშინ, ოთარ:D
35. ოთარა გამოგრჩენია. :)))))))))))))))))))))) ოთარა გამოგრჩენია. :))))))))))))))))))))))
34. მადლობა ლიჩელი, გაიხარე მადლობა ლიჩელი, გაიხარე
33. მიიღეთ ჩემი დიდი სიმპატიები! მიიღეთ ჩემი დიდი სიმპატიები!
32. მადლობა კოკროჭინა:D მადლობა კოკროჭინა:D
31. ჩემი მარიამოოო :* გიილოოცაავ! ჩემი მარიამოოო :* გიილოოცაავ!
30. აქ ორჯერ მომიწია მოლოცვა :) თბილო ადამიანო ,გილოცავ! აქ ორჯერ მომიწია მოლოცვა :) თბილო ადამიანო ,გილოცავ!
29. გაიხარე დავით. სულ ერთად ვიყოთ მრავალი წელი:DDD გაიხარე დავით. სულ ერთად ვიყოთ მრავალი წელი:DDD
28. სულ შენ როგორ უნდა იყო მთავაზე? :D გუშინდელი დღსავით მახსოვს, შენი პირველი გათავფურცლება მარი, როგორ გგულშემატკივრობდი :))
ეს მერამდენე და კიდევ ბევრი მომელოცოს, შენ თუ გაახალისებ ურაკს, თორემ მე მოვიკოჭლებ უკვე, პატენტი ოფიციალურად გადმოგეცა :D
სულ შენ როგორ უნდა იყო მთავაზე? :D გუშინდელი დღსავით მახსოვს, შენი პირველი გათავფურცლება მარი, როგორ გგულშემატკივრობდი :))
ეს მერამდენე და კიდევ ბევრი მომელოცოს, შენ თუ გაახალისებ ურაკს, თორემ მე მოვიკოჭლებ უკვე, პატენტი ოფიციალურად გადმოგეცა :D
27. "მაკა გელაშვილი,ჩემი სულიერების გზამკვლევი და რჩევების მომცემი, ძვირფასი როგორც და ..."
მარი, რა თბილი სიტყვებია!!!!!!!! <3 გული გალღვა :) ძალიან მომეწონა შენი ყოველი სიტყვა, გულწრფელობით რომ არის ნათქვამი... მრავალი წელი ყოფილიყავი ამ საიტზე დაულევი სიხარული მოგვანიჭე შენი ლამაზი შემოქმედებით :) ჩემთვისაც უძვირფასესი გახდი და აქ რომ შემოვდივარ, პირველად შენზე ვიწყებ ფიქრს :) 5 და ლაიქი უშურველად :) <3
"მაკა გელაშვილი,ჩემი სულიერების გზამკვლევი და რჩევების მომცემი, ძვირფასი როგორც და ..."
მარი, რა თბილი სიტყვებია!!!!!!!! <3 გული გალღვა :) ძალიან მომეწონა შენი ყოველი სიტყვა, გულწრფელობით რომ არის ნათქვამი... მრავალი წელი ყოფილიყავი ამ საიტზე დაულევი სიხარული მოგვანიჭე შენი ლამაზი შემოქმედებით :) ჩემთვისაც უძვირფასესი გახდი და აქ რომ შემოვდივარ, პირველად შენზე ვიწყებ ფიქრს :) 5 და ლაიქი უშურველად :) <3
26. რომ არ დაგავიწყდეს, შემოგიარე... სად არის ახალი? რომ არ დაგავიწყდეს, შემოგიარე... სად არის ახალი?
25. ვა,როგორ გამახარე:DD პირველი მესიჯი პირველი კოცნასავით დასამახსოვრებელია:DDDD და ბიჭი არ ვარ:DDD
ვა,როგორ გამახარე:DD პირველი მესიჯი პირველი კოცნასავით დასამახსოვრებელია:DDDD და ბიჭი არ ვარ:DDD
24. და რატომღაც ბიჭი მეგონა :) აკი ყოფილა კიდეც მეუღლის იდეა :) და რატომღაც ბიჭი მეგონა :) აკი ყოფილა კიდეც მეუღლის იდეა :)
23. მე პირველი პმ მესიჯი ბუდულასგან მომივიდა :) მე პირველი პმ მესიჯი ბუდულასგან მომივიდა :)
22. აბა,კარგად წაიკითხეთ ,ქალბატონო ია:D იმედია ამ ეშმაკობას არ მიწყენთ... წარმატებები თქვენ ... კეთილი სურვილებით მარი- ბუდულა აბა,კარგად წაიკითხეთ ,ქალბატონო ია:D იმედია ამ ეშმაკობას არ მიწყენთ... წარმატებები თქვენ ... კეთილი სურვილებით მარი- ბუდულა
21. გაიხარე ჩემო ბუდულა, ძალიან თბილი და მგრძნობიარე ხართ... (ისე შენს მეგობრებში ჩემს თავსაც ვიპოვიდი მეგონა)--- ძალიან გაფასებთ და მეიმედებით. გაიხარე ჩემო ბუდულა, ძალიან თბილი და მგრძნობიარე ხართ... (ისე შენს მეგობრებში ჩემს თავსაც ვიპოვიდი მეგონა)--- ძალიან გაფასებთ და მეიმედებით.
20. კახა,დამაძალებდაწერას? და მერე ძალადობის მუხლები რომ ამოქმედდება,ნახე შენ:DDD კახა,დამაძალებდაწერას? და მერე ძალადობის მუხლები რომ ამოქმედდება,ნახე შენ:DDD
19. მარიიი შე ხულიგანო შენა:))) წერის სურვილი თუ გაგიქრება მე აქ არა ვარ? დაგაძალებ ხომ იცი გამომიივა. აი თიკოც ყოფილა აქ . მოითხვა შე დაკარგულო შენა:))) მარიიი შე ხულიგანო შენა:))) წერის სურვილი თუ გაგიქრება მე აქ არა ვარ? დაგაძალებ ხომ იცი გამომიივა. აი თიკოც ყოფილა აქ . მოითხვა შე დაკარგულო შენა:)))
18. ,,წერის სურვილი თუ გამიქრება,იმედია კითხვის სურვილი დამრჩება და .. ვიყოთ ერთად....'' ძალიან თბილი ნაწერია.. კარგი ხართ თქვენი სითბოთი.. პატივისცემით. ერთგული მკითხველი. ,,წერის სურვილი თუ გამიქრება,იმედია კითხვის სურვილი დამრჩება და .. ვიყოთ ერთად....`` ძალიან თბილი ნაწერია.. კარგი ხართ თქვენი სითბოთი.. პატივისცემით. ერთგული მკითხველი.
17. ,,წერის სურვილი თუ გამიქრება,იმედია კითხვის სურვილი დამრჩება და .. ვიყოთ ერთად....'' ძალიან თბილი ნაწერია.. კარგი ხართ თქვენი სითბოთი.. პატივისცემით. ერთგული მკითხველი. ,,წერის სურვილი თუ გამიქრება,იმედია კითხვის სურვილი დამრჩება და .. ვიყოთ ერთად....`` ძალიან თბილი ნაწერია.. კარგი ხართ თქვენი სითბოთი.. პატივისცემით. ერთგული მკითხველი.
16. ვიცი ბუდულა, ვიცი. მე კი 7 თვის, სულ ბაია. :) ვიცი ბუდულა, ვიცი. მე კი 7 თვის, სულ ბაია. :)
15. ლუტეცია,ჩემო კარგო..ამ საიტმა კი გამოიცვალა თაობები,მაგრამ მე? მე ხომ მხოლოდ ერთი წლის ვარ...მთლად თოთო:DD ლუტეცია,ჩემო კარგო..ამ საიტმა კი გამოიცვალა თაობები,მაგრამ მე? მე ხომ მხოლოდ ერთი წლის ვარ...მთლად თოთო:DD
14. მოვედი რომ მოგილოცო.:) დიდი გოგო გაიზარდე, :) მიყვარხარ.:) მოვედი რომ მოგილოცო.:) დიდი გოგო გაიზარდე, :) მიყვარხარ.:)
13. მეც ძალიან შევეჩვიე აქაურობას, გული მწყდება, რომ სულ რამდენიმე თვის წინ გავიგე ამ საიტის არსებობის შესახებ, არადა, თურმე თაობები გამოუცვლია, ფაქტიურად. გილოცავ და შემოქმედებით წინსვლას გისურვებ. :* მეც ძალიან შევეჩვიე აქაურობას, გული მწყდება, რომ სულ რამდენიმე თვის წინ გავიგე ამ საიტის არსებობის შესახებ, არადა, თურმე თაობები გამოუცვლია, ფაქტიურად. გილოცავ და შემოქმედებით წინსვლას გისურვებ. :*
12. მადლობა მედეა,ამ მულტფილმმა ღრმა ბავშვობაში გადამიყვანა. როგორც მივხვდი, თქვენც გამოგიცდიათ ჩემი უსიამოვნების მსგავსი რამ :D მადლობა მედეა,ამ მულტფილმმა ღრმა ბავშვობაში გადამიყვანა. როგორც მივხვდი, თქვენც გამოგიცდიათ ჩემი უსიამოვნების მსგავსი რამ :D
11. http://www.youtube.com/watch?v=blypORq3HMc (ზოგს მე თვითონ ვეგონე თამარ ბუკია. ზოგს კი მე-ბუდულა:) ყოველთვის გკითხულობ... http://www.youtube.com/watch?v=blypORq3HMc (ზოგს მე თვითონ ვეგონე თამარ ბუკია. ზოგს კი მე-ბუდულა:) ყოველთვის გკითხულობ...
10. გილოცავთ :)
გილოცავთ :)
9. დღესაც დაგასწარი :))))))
კარგია, ასეთი ნაწერები ახალისებს აქაურობას, დიდი მადლობა :)) დღესაც დაგასწარი :))))))
კარგია, ასეთი ნაწერები ახალისებს აქაურობას, დიდი მადლობა :))
8. ვაიმე მარიამ აქ ყოველი სიტყვა მართალია, გულიდან წამოსული... არვიცი, მიჭირს რაიმეს თქმა... ვაიმე მარიამ აქ ყოველი სიტყვა მართალია, გულიდან წამოსული... არვიცი, მიჭირს რაიმეს თქმა...
7. ბუდულა იუბილარო! გილოცავ ერთი წლის ურაკპარკობას!
"მოკლედ ერთი წლის ვარ კიდევ მინდა, რომ ბევრის გავხდე"- 100 წლისთავზეც მოგილოცავ .
"ეს ჩემი მესამოცე გამოქვეყნებაა და მიხარია, "
სამოცივე წავიკითხე, სამოცივე კომენტარი დამიწერია და მიხარია!
ბუდულა იუბილარო! გილოცავ ერთი წლის ურაკპარკობას!
"მოკლედ ერთი წლის ვარ კიდევ მინდა, რომ ბევრის გავხდე"- 100 წლისთავზეც მოგილოცავ .
"ეს ჩემი მესამოცე გამოქვეყნებაა და მიხარია, "
სამოცივე წავიკითხე, სამოცივე კომენტარი დამიწერია და მიხარია!
6. ღმერთმა გაგიზარდოთ.:) ფოტოს, მარჯვნივ, თითებს თუ წაუშლით, უფრო ლამაზი ფოტო გამოვა.:) ღმერთმა გაგიზარდოთ.:) ფოტოს, მარჯვნივ, თითებს თუ წაუშლით, უფრო ლამაზი ფოტო გამოვა.:)
5. ფოტო? ამ ფოტოზე ჩემი ქალიშვილია გამოსახული:) მადლობა ვინ წაიკითხა ან წაიკითხავს...რა მნიშვნელობა აქვს,ვინც მიცნობს ან არ მიცნობს... ფოტო? ამ ფოტოზე ჩემი ქალიშვილია გამოსახული:) მადლობა ვინ წაიკითხა ან წაიკითხავს...რა მნიშვნელობა აქვს,ვინც მიცნობს ან არ მიცნობს...
4. მოკლედ ერთი წლის ვარ და კიდევ მინდა,რომ ბევრის გავხდე...
გილოცავთ და კიდევ ასი წელი წელი კეთილად გამყოფოთ ღმერთმა! :) ( ლამაზი ფოტოა. უხდება კონტრაჟური).
მოკლედ ერთი წლის ვარ და კიდევ მინდა,რომ ბევრის გავხდე...
გილოცავთ და კიდევ ასი წელი წელი კეთილად გამყოფოთ ღმერთმა! :) ( ლამაზი ფოტოა. უხდება კონტრაჟური).
3. ამ ერთი წლისამ,სამოცი რამე დაწერე და შენ რომ გაიზრდები რას იზამ ნეტა:დ მარ,ძალიან მიყვარხარ.მართლა,მართლა. შენნაირი თბილი ადამიანები არ არსებობენ.მხოლოდ ერთი ხარ. სულ ასე იყავი და "წერის სურვილი თუ გამიქრება,იმედია კითხვის სურვილი დამრჩება და ... ვიყოთ ერთად...." ვიყოთ ერთად:)) მშვიდობა,სიყვარული,საუკეთესო სურვილები ამ ერთი წლისამ,სამოცი რამე დაწერე და შენ რომ გაიზრდები რას იზამ ნეტა:დ მარ,ძალიან მიყვარხარ.მართლა,მართლა. შენნაირი თბილი ადამიანები არ არსებობენ.მხოლოდ ერთი ხარ. სულ ასე იყავი და "წერის სურვილი თუ გამიქრება,იმედია კითხვის სურვილი დამრჩება და ... ვიყოთ ერთად...." ვიყოთ ერთად:)) მშვიდობა,სიყვარული,საუკეთესო სურვილები
2. ლამაზი, სათუთი, საყვარელი, ჩემიი მარიამოო ^_^ სიტყვები არ მყოფნის, რომ მოგეფერო :* :* გაიხარე, კარგო, უფალი გფარავდეს! ბედნიერება და სიხარული შენ, საყვარელ ადამიანებთან ერთად )**
პ.ს. "ჰაფფი ბერსდეი" :)) ლამაზი, სათუთი, საყვარელი, ჩემიი მარიამოო ^_^ სიტყვები არ მყოფნის, რომ მოგეფერო :* :* გაიხარე, კარგო, უფალი გფარავდეს! ბედნიერება და სიხარული შენ, საყვარელ ადამიანებთან ერთად )**
პ.ს. "ჰაფფი ბერსდეი" :))
1. ვინც არ მიხსენებია,იმედია არ მიწყენს.... ვინც არ მიხსენებია,იმედია არ მიწყენს....
|
|
მონაცემები არ არის |
|
|