ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ღიმილა
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2013


ფანჯრიდან მხოლოდ ფიფქები მოჩანს

ორივე ვდუმდით..
პირველად თოვდა იმ წელს ქალაქში,
გრძნობდი, რომ გთხოვდნენ,
ფიფქები გთხოვდნენ, ფანჯრებთან შველას,
ვერც მე ვუშველე, არც შენ შეგწევდა ძალა,
ორივეს გვძულდა იმ წუთში ზეცა.

კვლავ დუმილს ვირჩევთ,
სიტყვები მაინც, აქამდე რაც ვთქვით
თოვლივით დადნა, რადგან განწყობაც ისეთია,
დეკემბრის ღამე,
ფანჯრიდან მხოლოდ ფიფქები მოჩანს,
ძნელია ამ დროს ილაპარაკო..

ვგრძნობდი, რომ მალე წახვიდოდი,
არაფერს ამბობ, შენს დუმილს ვუსმენ,
მერე კი ქუჩას გაუყევი მძიმე ნაბიჯით,
აღარ დაბრუნდი, არც შენ და თოვლიც
არ მოსულა იმ ზამთრის შემდეგ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები