ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: იუმორისტული
9 ივლისი, 2013


ჩემი მეოცე დაბადების დღე

დაბადების დღეები ძალიან მიყვარს,  მით უმეტეს ოცის როცა ხდები,სიყვარული უკვე სიგიჟეს უტოლდება.გადავწყვიტე...რა,  ვინ გაცლის,  რომ არ აღნიშნო...ჩვენში მოსულია თავზე დადგომა და უკანასკნელი კარტოფილის შეჭმა.მოკლედ,გადავწყვიტე და უნდა აღვნიშნო...
ერთი სამი -ოთხი ბიჭი და ჩემი გოგოები ვიქნებით,ალბათ სულ ათიოდე....მივდექი მოვდექი,გავამზადე,გამოვაცხვე და უკვე საღამოა ,სტუმრებს ველი....
მოვიდნენ ზაზა და გოგი...ოცი მიხაკი მომართვეს(დაუკრეფიათ ზაზას სათბურში და მოსდევს თურმე ბებიამისი,სად მიგაქვთ ამდენი ყვავილები,  მაგის ფულით ერთი კვირა  შევინახავდი  ოჯახსო)
მოვიდა რამაზი და მუთა,გამოუვლიათ ბაზარში და ოცი ვარდი უყიდიათ,  გადაუხდიათ  ძალიან ბევრ ლარები  და ვერ არიან ხასიათზე....(გამოტყდნენ კვირის ბოლოს,ფული რომ შემოაკლდათ.)
ვხედავ,კახა და ქეთია მოდის და იმათაც ოცი  ვარდი....მოკლედ  ყვავილებში ჩაფლული,მხოლოდ თავი მიჩანს ვიწრო ოთახში (სამი დღე თავი  მიცვალებული მეგონა,  როცა  გავიღვიძებდი ...გაბუხჩული ვარ ვარდებსა და მიხაკებში....)
მოვიდა ვახო და ზანდა...სახეზე ისეთი ღიმილი აქვთ, ვიცი რაღაცას მიწყობენ...მომიტანეს საჩუქარი.გინდა,თუ არ გინდა გახსენი და ნახეო....ოინების მატრაბაზია ორივე და მეც ვცდილობ, თავი გადავირჩინო.
----გახსენი და გახსენი...არ მაცლიან არაფერს.
---გავხსენი...
სად იშოვეს იმხელა ნიფხავი..
ზანდა  თვითონ  ორმოცი კილოა.არადა  კახას შეუგზავნია მაღაზიაში და ყველაზე დიდი ქალის საცვალი იყიდეო,დაუბარებია...გამყიდველს ერთი კი აუთვალიერჩაუთვალიერებია და ვისაა,რომ აღადავებთო.კინაღამ გამოუყრია მაღაზიიდან.
(როგორ გავახარე ჩემი დის დედამთილი,ამხელა ნიფხავი რომ ვაჩუქე...ვერსად შოულობდა თავის ზომას,საბრალო...)
ვისაც გავახსენდები და ვინც მოვათქო და კი მოვიყარეთ თავი ოცმა ადამიანმა...მივიწიეთ,მოვიწიეთ,როგორც იყო დავლაგდით...
სტუმრებს  შორის არის მანანა,ჩემი ჯგუფელი,ზაზას სიმპათია და თან ახლავს შეყვარებული და ერთიც აჭარელი ბიჭი, შეყვარებულს წამოყოლია,ვინ იცის და რამეო....
ჰაერში ისეთი მუხტია,ასანთი რომ გაკრა,აუცილებლად აფეთქდება...ამას ყველა გრძნობს,მაგრამ არ იმჩნევს....
ზაზამ დალია მშვიდობის სადღეგრძელო...მერე ჩემი...მერე კიდო მშვიდობის,მერე კიდო მშვიდობის,მაგრამ სადაა მშვიდობა...
ღვინო სისხლში მიდის და თანდათან დუღს...ჩემი გარეთ გასვლა ერთი წამით,სუფრას შემოვამატო და....შემოვბრუნდი და რას ვხედავ....ჰაერში ხანჯლებივით ტრიალებს დანები და ჩანგლები...
ატყდა ჩხუბი,მაგრამ ვინ ვის უტყამს ....ჩხუბის აღწერას არც ვაპირებ,რა ძნელი წარმოსადგენია  ოცი წლის,  ოციოდე სტუდენტის ,თანაც ნასვამის ,შეხელდახელება....რვა კვარდატულ ოთახში...მერე სივრცე რომ არ ეყოთ,გარეთ გაცვივდნენ ეზოში და დღემდე მიკვირს ,სად ნახეს იმდენი ქვა,  რომ არცერთი ფანჯარა არ დატოვეს მთელი,ყველა ჩაამტვრიეს...
მოკლედ,ცემეს მანანას შეყვარებულს და მის აჭარელ ძმაკაცს ...ის ბიჭი რამდენიმე თვეს შორიდან მივლიდა,დაშინებული და მხოლოდ თავს მიქნევდა,გამარჯობის  ნაცვლად....
--------მინები?  სამი დღე სვამდა მინებს მეზობლების გატეხილ ფანჯრებში ბიძაჩემი...
ეჰ, ის ახლაც განიცდის ჩემი ასაკის მომატებას და  ნამდვილად ვიცი,  ეს განცდა, ასოციაციურად, ჩემ მეოცე დაბადების დღეს უკავშირდება.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები