ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
8 დეკემბერი, 2019


ნატვრა

ნეტავ შემეძლოს,
რომ წასვლის შემდეგ,
მანამდე უცნობ, მდუმარე ჰანგებს
ჩავეწნა და სუროსავით შემოვეხლართო.
ასე ვეკიდო ჰაერში,
ვიდრე,
ვინმე, ვირტუოზს შემთხვევით
არ შემოვხვდებოდე
და ვიოლინოს,
ან კლარნეტის,
ან როიალის
საამურ ხმად ამაჟღერებდეს.

ნეტავ შემეძლოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები