ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბობი ბრაუნი
ჟანრი: პოეზია
10 ივლისი, 2013


თათოს

  სიყვარულით თათოს
  მე ისევ მარტო ვარ თათო, მენატრები, როგორ მინდა ჩაგეხუტო, მოგეფერო, რაიმე მითხრა, რაც დავრჩი მარტო საშინელ სიმარტოვეს ვგრძნობ, ჩემთვის გაფერმკრთალდა ყველაფერი, არაფერი აღარ მიხარია, ჩემში სიყვარული მოკვდა, მთელი ღამეები შენზე ვფიქრობ, სხეული მიხმება, სული მტკივა, გული მიჩქარდება.ყველაფერში უკან და უკან მივდივარ, სიცოცხლის ხალისს ვკარგავ, უხალისოდ, უსიყვარულოდ ვცხოვრობ. სიკვდილისკენ მივდივარ ყოველდღე შენი გამოსამშვიდობებელი მესიჯის შემდეგ, მე მენატრები, შენი სიმშვიდე, სინაზე, გულწრფელობა მენატრება და ვიცი რომ ძალიან გაწყენინე, ვწუხვარ, მაგრამ მიყვარხარ, ჩემი სხეული მკვდარია, აღარ მინდა სიცოცხლე, აღარ მინდა ეს ცხოვრება, საშინელ დეპრესიას ვგრძნობ, ტკივილი ისევ მაწვება თავზე, თითქოს ტვინის უჯრედებს ხვრიტავს, მე მენატრება ის დრო როდესაც გაგიცანი, როცა გაცილებდი და წვიმაში ვიდექი მარშუტკის მოლოდინში, ჩემს გარშემო არავინ არ ჩანს ვინც მეყვარება, ვისაც დავუწერ ლექსებს და თმებს დავუკოცნი, მე საშინლად მარტო ვარ, აღარავისი მესმის, ცოტათი მესმის ქრისტესი, როცა ჯვარცმისას სიმარტოვეს გრძნობდა. მე ხშირად მიწევს ხოლმე გავლა იქ, სადაც გითხარი რო მიყვარდი სპექტაკლის შემდეგ, მე მენატრება შენი თმის სუნი, შენი პატარა ლამაზი თითები, შენი ჩახუტება მენატრება, ისევ მიყვარხარ, რადგან სხვა ვერავინ შევიყვარე, რადგან არავინ ჩანდა, არც ჩანს და რაც დრო გადის სულ უფრო დიდ სიმარტოვეს ვგრძნობ. მე სულ ავირიე ბოლო თვეებში, ზოგჯერ მინდა გავგიჟდე და ყველანაირ პასუხისმგებლობას გავექცე. მიყვარხარ ჩემო უსაყვარლესო გოგო, ჩემო ძვირფასო, გთხოვ ნახე და წაიკითხე, რომ მიყვარხარ, რომ მე შენს გარეშე არ შემიძლია და ვრჩები უიმედო, ოცნებების ფონზე საშინლად გამხმარი სხეულით სიკვდილისკენ მივდივარ, მე ეხლა ვერაფერი მშველის, ვუსმენ გია თოიძის დეპრესიულ ჰანგებს და მინდა მხოლოდ შენზე ვწერო ლექსები, გიყიდო ვარდები ან კესანები...
  ვწევარ ლოგინზე, გუშინ ღამის 5 საათზე დავწექი, ვუსმენდი სიმღერებს. გახსოვს როგორ გვიყვარდა ნიკა მაჩაიძის მშვიდი და წყნარი სიმღერები? გახსოვს როგორ გვიყვარდა უჩა ჩაჩხიანის სიმრერა ესეთი სიტყვებით: ,,წავიყვან დედას და წავიყვან შვილს და გავცდები ყველას ვინც ხელს მიშლის''.
    სამწუხაროდ პირიქით მოხდა და მხოლოდ ჩემი ბრალია ალბათ. ამაზე ეხლა ვეღარ ვფიქრობ, უხეშად რომ ვთქვა პატრონი აღარ მყავს, რადგან ჩემი პატრონი ღმერთი იყო, შენმა წასვლამ კი ყველაფრის ხალისი დამაკარგვინა.ეხლა რომ ვწერ ვთავისუფლდები, რადგან შეიძლება სულ მარტო დავრჩე ყველა მეგობრისგან, მინდა რაღაც მიხაროდეს, მე არაფერი მიხარია,ჩემი გული  და სხეული მკვდარია, შენ ალბათ ისევ გადადიხარ შენს დაქალთან ხუთ საათზე, როგორ მინდა ჩაგეხუტოთ შენ და ნიკუშას, ნიკუშას მოვეფერო ღიპზე, შენ კი თმებზე, თვალებზე. მენატრები ძალიან, მიყვარხარ, რა ვქნა ასეა, არადა ვცადე ასე არ ყოფილიყო,  მტკივა სხეული,  გული მტკივა, შენი სითბო და შენი სიმშვიდე მინდა ვიგრძნო. მე ვკვდები, ვკვდები, ვერაფერს ვეღარ ვგრძნობ, მინდა ისევ დავდიოდეთ თეატრში და თავისუფლების მეტროსთან გელოდებოდე, მაგრამ სახლში ვარ და...
ჩემი ოთახის ფანჯარასთან გელოდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები