ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2014


* * *

დედამიწა უფლის გულია.
გაზაფხულობით ივიწყებს-ხოლმე
ჩვენს სიმძიმეს
და სიყვარული ყვავილებად
ხორცშეისხმება.

              ***
ახალშობილი ზაფხულის მზე
გულს გვიხარებს უმანკოებით,
შუა სავალზე ის ბობოქარ მეამბოხედ
გადაიქცევა,
ხოლო ჩასვლის ხანს
იდუმალი ნათელი, მისი
სევდითა და ეჭვებით გვავსებს:
ვიხილავთ ისევ?

        ***
შემოდგომობით
წითელ-ყვითელ ვარსკვლავებად
იქცევიან ჭადრის
ფოთლები
და ყველაზე საამური (შრიალის) ენით
ლამაზად კვდომის ხელოვნებას
გვაზიარებენ.

      ***

პირველ თოვლივით სუფთა გული
გვიბოძა ღმერთმა, როცა შეგვქმნა.
მისი კლიტენიც ჩაგვაბარა.
ჩვენ ვერ შევძელით
საჭირო დროს კარის ჩარაზვა
და ჭუჭყიან ნაფეხურებს
ვერ გადავურჩით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები