ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
17 იანვარი, 2014


გოგონა ( მინიატურა)

    ლამაზი გოგონაა...გაკვეთილზე  რამდენჯერ  გამშტერებია მისკენ  თვალი და მის
ლამაზ სახესთან ერთად,  დალაქავებული და გადახუნებული კოფთის ნაცვლად , ტანზე
და ულამაზეს  მკერდზე შემოტმასნილი ის კოფთები და  ზედატანები წარმომიდგენია,
უამრავი რომ  კიდია ჩემს კარადაში, ზოგი ჩემი და ზოგიც ჩემი შვილის მიერ დაწუნებული
და ხელგაუყრელი...

თვალი არ გამისწორებია, ისე  ვაჩუქე...
თუმცა დარწმუნებული არაფერში ვიყავი...
დარცხვენილღიმილიანმა გამომართვა...
ერთი კვირის თავზე მის ტანზე ნაცნობ კოფთას მოვკარი თვალი , საშინლად უხდებოდა,
ლამაზი მკერდის სისავსეს ამხელდა და  მისით კეკლუცობდა.
მისკენ გახედვის შემრცხვა და დანაშაულზეწასწრებულივით გავიძურწე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები