ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
23 ივლისი, 2013


მამულო...

ცვალებადია სამყარო,
ბუნებაც ცვალებადია,
მტერს სურს ერთმანეთს გაგვყაროს
მე და აფხაზი გადია.
მაგრამ ტიალი მამულო
ჩვენთან ვერაფერს გახდება,
გწამდეს - ცრემლებით ნამულო
ჩვენი ოცნებაც ახდება.
მე შენს თავს ღმერთი მიცოცხლებს,
დღენი არ დაგვიმოკლდების,
სიცოცხლით შენთვის ვიცოცხლებ,
სიკვდილით შენთვის მოვკვდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები