ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2013


***


***
ბულბულის სიცოცხლე_
ღმერთის ფიქრი
გალობად ქცეული.

***
ქალის გულში დაუსრულებელი
დაგხვდება გაზაფხული
და გზაკვალარეული
მიხვალ უკვდავების წყაროსთან.

***
ღრუბელი არ გამქრალა_
სილურჯის სიღრმეებში
შევიდა მოსალოცად.

***
წყაროს წყალს ეწაფები
მიწას ფიქრი ულამაზდება
და ხარობს ღრუბელი.

***
თენებისას მზესთან შესახვედრად
ტყიდან ჩრდილი გამოდის
და გალობა მოჰყვება კვალდაკვალ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები