ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რებეკა
ჟანრი: პოეზია
22 ივლისი, 2013


. . .

რა ვქნა უშენობაშეჩვეულმა,
თუ ვერ მოვიშუშე იარები,
მინდა უფრო მეტად მოგეახლო,
მაგრამ მიმრავლდება იარდები
შენთან მოსასვლელი... და წვიმისგან
გუბეებადქცეულ ლაბირინთებს,
საყვინთ ზარხუფებით გადავივლი,
რომ მოვუახლოვდე მაგ ბილიკებს
რითაც გაგიკვალავს გზა სავალი...
ასე გაწუწული, ნასიცხარი,
გადაგვარებული, თავდახრილი,
ყურში ჩამზუზუნებს მარტის ქარი:
--,,აქ რამ მოგიყვანა? გაეცალე,
როგორ ბედავ მასთან მიახლებას”.
მერე დავუჯერე... და ცხოვრებამ
კედელს თავბრუსხვევით მიმახეთქა.
ვუსმენ ბოღმიანად უპირსახოს
ჩემი ქილიკით რომ გართულია,
ახლა დეკემბერი მხრებზე მათოვს...
იცი, უშენობა რა რთულია?
რა ვქნა უშენობაშეჩვეულმა,
თუ ვერ მოვიშუშე იარები,
მინდა უფრო მეტად მოგეახლო
აღარ გამიმრავლო იარდები....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები