| ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 25 ივლისი, 2013 |
რამდენიმე წლის წინ იმერეთში უჩვეულო გასვენება გაიმართა.გარდაცვლილ ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცს , ორი ცოლი ეჯდა ჭირისუფლად.ერთი,უფრო ასაკოვანი და სასიამოვნო შესახედაობის ქალი,შავებში ჩაცმული,თვალზე ცრემლშემშრალი, საკმაოდ ემოციურად იჯდა ჭირისუფლად,მეუღლისათვის განკუთვნილ ადგილას და სამძიმარს იღებდა.მეორე,გაცილებით ახალგაზრდა,ორი სავარძლის გამოტოვებით ,უფრო ფეხებისკენ იჯდა და ხმამაღლა ტიროდა, თვალებს და თმებს იხოკავდა და ცრემლად იღვრებოდა. სამძიმარზე მისული ადამიანები ზოგი პირველს უთანაგრძნობდა,ზოგი მეორეს და უმეტესობა კი მხოლოდ სეირის საცქერლად იყვნენ შეკრებილი. ქალბატონი თამარი, გარდაცვლილის ერთადერთი და კანონიერი მეუღლე, თვითონ არ ტიროდა,მაგრამ ხშირად ჩაილაპარაკებდა ხოლმე: _თუ ეტირება.მაგან იტიროს,მე ოცდახუთი წელია ვტირი და უკვე ცრემლი გამიშრაო...
25 წლით ადრე
წარმოსადეგი, ლამაზი,ახალგაზრდა მამაკაცი იყო დავითი,სამი შვილის მამა, ასე ოცდაათამდე წლის. თვითონ შვილების მოსიყვარულე იყო და თბილი ოჯახი ჰქონდა. უფროსი ვაჟი და გოგონა 8 და 6 წლის იქნებოდნენ,როცა მეუღლემ ნაბოლარა ქალიშვილიც გაუჩინა. მამაკაცი სახლიდან მოშორებით, მაღაზიაში მუშაობდა და სახლში ხშირად ვერ მოდიოდა.განსაკუთრებით ზამთარში ,ამ დროს საწყობში ათევდა ღამეს.თუ რამდენიმე დღით შეაგვიანდებოდა,ისეთი დატვირთული შემოვიდოდა ეზოში, თამარს ქმრის მონატრებისგან და მზრუნველობისგან თვალზე ცრემლიც კი მოადგებოდა ხოლმე.თვითონაც ყოჩაღი ქალი იყო.შვილებიც უყვარდა და ოჯახიც.პროფესიით ფილოლოგი იყო და სკოლაში მუშაობდა.უფროსი ბავშვები სკოლაში დადიოდნენ და ნაბოლარა ჯერ ისევ აკვანში იყო... პატარას ხან დედამთილს და ხან ბავშვებს უტოვებდა. კარგი ოჯახი ჰქონდათ და მეზობლებიც პატივს სცემდნენ დავითსაც და თამარსაც. ერთ დღეს დავითს მაღაზიასა და საწყობში დამლაგებელი გოგონა მოუყვანეს.გოგონა 14-15 წლის იქნებოდა.დედინაცვალს სკოლიდან გამოეყვანა და ახლობლებმა სამუშაო უშოვნეს ,თავისი ფული მაინც ექნებაო.გოგოს ნაზი ერქვა.შეუხედავი და სრულიად პატარა,როგორც ბავშვი.რამდენიმე თვის განმავლობაში ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა,მაგრამ მერე მოხდა ის,რაც არ უნდა მომხდარიყო.ძნელი ასახსნელია,რა განცდა ან გრძნობა გაუჩნდა იმ ღამით დავითს...მაგრამ როცა გოგოს სისხლდენა დაეწყო,ორი დღე მალავდა საწყობში,ბოლოს კი ექიმი მოუყვანა და გოგონა სიკვდილს გადაარჩინა. ნაზის ოჯახის წევრებს ეს ამბავი არ გამოპარვიათ , დავითს მიუხტნენ და კარგადაც გამოლანძღეს,მერე დაემუქრნენ გიჩივლებთ, და როგორც გინდა ისე უპატრონეო. გოგო კი სახლიდან გამოაგდეს . თამარისათვის ეს ამბავი გაუგებარი დარჩა.ამბავი იმდენად არ გახმაურებულა,რომ მის ყურამდეც მისულიყო...
დავითი და ნაზიკო საყვარლები გახდნენ.... ერთ დღესაც კაცი ოჯახში ,მეუღლეს გვერდით მიუჯდა და შვილებზე და მათ ნათლობაზე წამოიწყო საუბარი. მეუღლეს გაუმხილა, ნაზიკო კარგი გოგოა,მაგას ბავშვი მოვანათვლინოთო.თამარი მეუღლეს პატივს სცემდა და წინააღმდეგი არ წასულა.მეორე დღეს ნათლიად შემზადებული ნაზიკო სახლშიც მოიყვანა და ოჯახს გააცნო.თან რამდენიმე დღით დარჩენაც შესთავაზა. თამარმა, როგორც სტუმრისთვის ჩვეოდა, აბაზანა გაუმზადა ,მერე კი ტანსაცმელი თავისი ხელით გაურეცხა, ცოდოა,მთლად ბავშვიაო.ამ გაუგებრობაში კიდევ დიდხანს იქნებოდა, ერთხელაც ნაზისთვის განკუთვნილი ოთახიდან სიცილი და ხმაური არ შემოსმოდა...კარი გააღო და თავისი თვალით ნახა მეუღლის ღალატი... ძლიერი ქალი იყო,მაგრამ ამის გაკეთება მაინც გაუჭირდა...ორივე,გოგოც და ქმარიც სახლიდან გაყარა,მერე დაჯდა და ცხარე ცრემლით იტირა. კაცს ტანსაცმელი კი მეზობლის მანქანით გაუგზავნა.
უჭირდა სამი შვილის მარტო გაზრდა თამარს,მაგრამ თავს არ იზოგავდა,დედამთილი და მაზლებიც ეხმარებოდნენ,თუმცა როცა ბავშვები ავადმყოფობდნენ , მაშინ სასოწარკვეთას მიეცემოდა ხოლმე. დავითმა კი ნაზისთან ერთად ბინა იქირავა და ცხოვრებაც თითქოს დაწყნარდა. ამასობაში ნაზი დაფეხმძიმდა. ბავშვი დავითმა არ მოინდომა და ნაცნობ ექიმს მიმართა.სხვა ქალაქში წაიყვანა და 15 წლის გოგოს აბორტი გააკეთებინა. მერე ექიმს მოურიგდა და გოგონა მასთან დატოვა , ექიმის დამხმარედ...თვითონ კი ოჯახში დაბრუნება გადაწყვიტა. დიდად წინააღმდეგი გახდა მეუღლის დაბრუნებაზე თამარი,ეს შეუძლებლად მიაჩნდა,მამაკაცი პირობას დებდა,რომ ეს მეტად არ განმეორდებოდა და რომ მხოლოდ სისუსტე იყო და სხვა არაფერი,რომ მეუღლე ისევ ისე უყვარდა,როგორც წლების წინ და რომ პატიებას ითხოვდა.... დავითისადმი სიყვარულმა მაინც თავისი გაიტანა, შვილებს მამა არ დაუკარგა და „ვითომ“ ოჯახი ისევ შეაკოწიწა. დავითისა და თამარის ოჯახური ცხოვრება და სიამტკბილობა მაინც აირია.კაცი უმიზეზოდ დათვრებოდა და ოჯახს აწიოკებდა.სანაქებო ოჯახი აგრესიის და ჩხუბის ადგილად გადაიქცა. მოძალადე და ჩხუბისთავი მამა შვილებს და ცოლს გარეთ გაყრიდა ხოლმე,თვითონ კი დილამდე სვამდა. ერთ დღესაც,როცა სამსახურში ჩვეულებრივად წავიდა, მას მაღაზიაში ნაზიკო მიადგა ,რადგან იქედან გამოპარულიყო, სადაც დატოვეს..დავითმა თავი ვეღარ შეიკავა და ისევ დაუბრუნდა ეშმაკისეულ ცდუნებას.ბინა იქირავა და ერთი კვირა სახლში არ დაბრუნებულა. სახლში დაბრუნებულს კი ცოლი დახვდა გამეხებული და ქმარს შემოსვლისთანავე მიახალა: ---აქ მოსვლას როგორ ბედავ,ბოლოს და ბოლოს კაცი ხარ და აირჩიე, ან ის და ან ჩვენო. ლაპარაკს უსიამოვნება მოყვა,უსიამოვნებას კი ჩხუბი.თამარმა მცირეწლოვან მარის ხელი დაავლო,უფროსი ბავშვები კი ქმარმა არ დაანება და თავის მშობლებთან წავიდა ...ოჯახი მიატოვა. ყველაფერი გაუგეს დედამ,ძმამ და რძალმა.დაუყვავეს, მოეფერნენ, დაამშვიდეს აღელვებული ქალი და ქმართან დარჩენილ შვილებზე ფიქრი დაიწყეს.იცოდნენ ბავშვებს მამას ძალით ვერ წაართმევდნენ და ვიდრე სასამართლო არ გაიმართებოდა, სხვა გზა უნდა ეძებნათ. ბევრჯერ სცადეს ბავშვების მოტაცება, მაგრამ დავითი ბავშვებს მარტო ერთი წამითაც არ ტოვებდა..რამდენჯერაც ჩაივლიდნენ მანქანით ბავშვების წასაყვანად ჭიშკართან მისულები , ისევ უკან ბრუნდებოდნენ. ხედავდნენ, როგორ რეცხავდა , ბანდა, აჭმევდა შვილებს...სარეცხს ფენდა და ქვეშაგებს ამზეურებდა ხოლმე. ბოლოს,რადგან სახლიდან ვერ შეძლეს,სკოლასთან ჩაუსაფრდნენ ბავშვებს და მათაც დიდ ხვეწნა არ დაჭირვებიათ, მონატრებულ დედას სიხარულით ჩაეხუტნენ და გაყვნენ ... ბავშვები მოიტაცეს.
(გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. საწყალი ქალები? მაპატიებს იმედია წინა კომენტარის ავტორი, მაგრამ ვერ დავეთანხმები. შესაძლოა ასაკი არ მიწყობს ხელს ამ თემაზე, რომ ვიმსჯელო, მაგრამ ქალები არ არიან მხოლოდ ღალატის "მსხვერპლნი." კაცებიც არიან ხშირად მსგავსს სიტუაციაში. ფაქტი მხოლოდ ღალატია და არა მოღალატე ცოლები ან მოღალატე ქმრები.. ერთგულ თანამგზავრს გისურვებთ) წარმატებები საწყალი ქალები? მაპატიებს იმედია წინა კომენტარის ავტორი, მაგრამ ვერ დავეთანხმები. შესაძლოა ასაკი არ მიწყობს ხელს ამ თემაზე, რომ ვიმსჯელო, მაგრამ ქალები არ არიან მხოლოდ ღალატის "მსხვერპლნი." კაცებიც არიან ხშირად მსგავსს სიტუაციაში. ფაქტი მხოლოდ ღალატია და არა მოღალატე ცოლები ან მოღალატე ქმრები.. ერთგულ თანამგზავრს გისურვებთ) წარმატებები
13. საინტერესო ისტორიაა კარგად მოთხრობილი. საჭყალი ქალები... მაინც ჩვენ ვაპატიოთ უნდა :( საინტერესო ისტორიაა კარგად მოთხრობილი. საჭყალი ქალები... მაინც ჩვენ ვაპატიოთ უნდა :(
12. მე კი შენ გელოდები და ნუ დამტანჯე !!! მე კი შენ გელოდები და ნუ დამტანჯე !!!
11. ველოდები გაგრძელებას. ველოდები გაგრძელებას.
10. მადლობა ყურადღებისათვის:D მეათასე კომენტარის ავტორს , ალბათ ,პრიზი ეკუთვნის : DDD მე რა გაჩუქო? მადლობა ყურადღებისათვის:D მეათასე კომენტარის ავტორს , ალბათ ,პრიზი ეკუთვნის : DDD მე რა გაჩუქო?
9. ახლა შემთხვევით თვალი მოვკარი რომ 999 კომენტარი გქონია ნაწარმოებებზე და მომინდა სწორედ მე დამედო შენი მეათასე კომენტარი და მეთქვა რომ ძალიან მიყვარხარ და გაფასებ მარი, როგორც შემოქმედს და როგორც ადამიანს... ახლა შემთხვევით თვალი მოვკარი რომ 999 კომენტარი გქონია ნაწარმოებებზე და მომინდა სწორედ მე დამედო შენი მეათასე კომენტარი და მეთქვა რომ ძალიან მიყვარხარ და გაფასებ მარი, როგორც შემოქმედს და როგორც ადამიანს...
8. გულწრფელად რომ გითხრა, ეს შენს უწინდელ ნაწარმოებებს ბევრად აღემატება მარი. აბა შენ იცი, სულმოუთქმელად დაველოდები გაგრძელებას. გული მიგრძნობს რომ მართლა კარგ პროზასთან მაქვს საქმე, ამ მოთხრობის სახით... გულწრფელად რომ გითხრა, ეს შენს უწინდელ ნაწარმოებებს ბევრად აღემატება მარი. აბა შენ იცი, სულმოუთქმელად დაველოდები გაგრძელებას. გული მიგრძნობს რომ მართლა კარგ პროზასთან მაქვს საქმე, ამ მოთხრობის სახით...
7. მე კი მგონია,სანამ ვუყვარვართ,არ გაითამამებენ თავს,მით უფრო თუ ჩვენ ყველა საკითხში გავუგებთ.მათ ყოველთვის ექნებათ ჩვენი დაკარგვის შიში და არა მარტო შიში,დიდი პატივისცემაც და უახლოესი მეგობრობაც,რაც ყველაზე მტავარია,ჩემი აზრით..ვფიქრობ,რომ ერთმანეთი არ უნდა დავისაკუთროთ..მივცეთ თავისუფლება ერთმანეთს.ასე უფრო ბედნიერებაა ცხოვრება..უანგარო და ვალდებულებების გარეშე სიყვარული ბევრად უფრო ამაგლებულიცაა და მტკიცეც.. მე კი მგონია,სანამ ვუყვარვართ,არ გაითამამებენ თავს,მით უფრო თუ ჩვენ ყველა საკითხში გავუგებთ.მათ ყოველთვის ექნებათ ჩვენი დაკარგვის შიში და არა მარტო შიში,დიდი პატივისცემაც და უახლოესი მეგობრობაც,რაც ყველაზე მტავარია,ჩემი აზრით..ვფიქრობ,რომ ერთმანეთი არ უნდა დავისაკუთროთ..მივცეთ თავისუფლება ერთმანეთს.ასე უფრო ბედნიერებაა ცხოვრება..უანგარო და ვალდებულებების გარეშე სიყვარული ბევრად უფრო ამაგლებულიცაა და მტკიცეც..
6. მადლობა, თამთა. თუმცა ვერ დაგეთანხმები,რომ ყველაფერი უნდა ვაპატიოთ... ქალების ეგ აზრი " მათ" მხოლოდ ათამამებს:D:DDD მადლობა, თამთა. თუმცა ვერ დაგეთანხმები,რომ ყველაფერი უნდა ვაპატიოთ... ქალების ეგ აზრი " მათ" მხოლოდ ათამამებს:D:DDD
5. მეომეწონა.სულმოუთქმელად ველი გაგრძელებას.. ოჰ ეს კაცები თავისი ღალატებით,რა სუსტები არიან..და მაინც, ყოველთვის უნდა ვაპატიოთ ქალებმა და უნდა გავუგოთ მათ.ეს ხომ უბრალოდ სისუსტეა მათი..პირველი ცოლი ისეთივე დაუვიწყარი და ერთადერთია კაცისთვის,როგორც პირველი მამაკაცი ქალისთვის..ჩემი აზრით,ყველა ქალს უნდა შეეძლოს,ასეთ დროს ქმრის სისუსტის გაგება და ამისგან ტრაგედია არ უნდა შექმნას,ყველა ხომ ადამიანები ვართ და ყველას ადამიანური სუსტეები გვაქვს.ჰოდა,ესეც ადამიანური სისუსტეა ერთ-ერთი. მეომეწონა.სულმოუთქმელად ველი გაგრძელებას.. ოჰ ეს კაცები თავისი ღალატებით,რა სუსტები არიან..და მაინც, ყოველთვის უნდა ვაპატიოთ ქალებმა და უნდა გავუგოთ მათ.ეს ხომ უბრალოდ სისუსტეა მათი..პირველი ცოლი ისეთივე დაუვიწყარი და ერთადერთია კაცისთვის,როგორც პირველი მამაკაცი ქალისთვის..ჩემი აზრით,ყველა ქალს უნდა შეეძლოს,ასეთ დროს ქმრის სისუსტის გაგება და ამისგან ტრაგედია არ უნდა შექმნას,ყველა ხომ ადამიანები ვართ და ყველას ადამიანური სუსტეები გვაქვს.ჰოდა,ესეც ადამიანური სისუსტეა ერთ-ერთი.
4. მიყვარს ასე დალაგებულად, რომ გვიყვები ხოლმე ისტორიებს.. ეს მართლაც განსხვავებულია დანარჩენი ნაწერებისგან.. დამაინტრიგ-დამაინტერესე შენ მეე, დაველოდები გაგრძელებას! დაგაპლიუსე)**
პ.ს. რომ არ ვთქვა არ გამოვა)) უუჰ, როგორ გავბრაზდი დავითზე.. მიცვალებულზე ცუდს არ ამბობენ, ამიტომ თავს შევიკავებ დანარჩენის თქმისგან) მიყვარს ასე დალაგებულად, რომ გვიყვები ხოლმე ისტორიებს.. ეს მართლაც განსხვავებულია დანარჩენი ნაწერებისგან.. დამაინტრიგ-დამაინტერესე შენ მეე, დაველოდები გაგრძელებას! დაგაპლიუსე)**
პ.ს. რომ არ ვთქვა არ გამოვა)) უუჰ, როგორ გავბრაზდი დავითზე.. მიცვალებულზე ცუდს არ ამბობენ, ამიტომ თავს შევიკავებ დანარჩენის თქმისგან)
3. მადლობა მეგობრებო.მეორე ნაწილსაც დიდი მონდომებით ვწერ:DD მადლობა მეგობრებო.მეორე ნაწილსაც დიდი მონდომებით ვწერ:DD
2. მარიამ ვაკვირდები ახლა ამ შენს ნაწარმოებს და ყველაფერი მაკმაყოფილებს... არცგადამეტებულია, არც უღიმღამო... ფანტაზიასაც გასაქანს აძლევ მაქსიმალურად... მოკლედ დაველოდები გაგრძელებას სულმოუთქმელად... :) + მარიამ ვაკვირდები ახლა ამ შენს ნაწარმოებს და ყველაფერი მაკმაყოფილებს... არცგადამეტებულია, არც უღიმღამო... ფანტაზიასაც გასაქანს აძლევ მაქსიმალურად... მოკლედ დაველოდები გაგრძელებას სულმოუთქმელად... :) +
1. ყოჩარ მარი! დამაინტერესა. ყოჩარ მარი! დამაინტერესა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|