ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
12 ნოემბერი, 2008


. . .


დღეები, როგორც მახრჩობელები,
როგორც გველები, სისინით დიან,
გამარჯვებული მიმზერს იუდა,
მე წაგებული ქართველი მქვია.

გულში სევდაა ბოღმად გაჩრილი,
ყველა ჭრილობა შემომრჩა ღია,
წარსულს შლიან და აწყმოს დაღავენ,
მე უსამშობლო ქართველი მქვია.

ქვეყანა შერჩათ საძიძგნად ძერებს,
ძმები ძმების სისხლს სიცილით ღვრიან,
ცხუმიც მომჭრეს და ხელიც მომკვეთეს,
მე გაყიდული ქართველი მქვია.

ჩაღამებული თბილისის ქუჩებს
ვუმზერ ჩემ თვალწინ აწივლდა ტყვია,
ჩემს ცას ხვრეტენ და ჩემს მზეს მპარავენ,
მე განწირული ქართველი მქვია.

ცოდვის კალოა ახლა ქვეყანა,
ბოღმის და შურის, ტანჯვის და სევდის,
და მენანება ისე სამშობლო,
თითქოსდა საფლავს დავყურებ დედის...
                                                    1989 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები