 | ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 23 ივლისი, 2013 |
ვაგზლის მოედანზე ვიდექი და სხვა რაზე უნდა მეფიქრა, თუ არა პტოლემეოსის გეოცენტრიულ სისტემაზე , ანუ რა ბრუნავს რის გარშემო.ეს ჯერ სიცხეს დავაბრალე, მერე ჰორმონებს, მერე ისევ სიცხეს...აშკარა იყო, ჩემს თავს არ ვადანაშაულებდი რატომ მოვედი აქ.....თან სირცხვილი მტანჯავდა...რადგან ...... საძაგლობის აპოგეას ვუმზერდი!.. ის ქალი იყო, კახპად წოდებული, უბრალო , ქალაქურ ენაზე კი ბოზი....ის უზარმაზარი იყო, როგორც ხეოფსის პირამიდა, უსინდისოდ იჯდა, სიგარეტს აბოლებდა და მორებივით ლაჯებს შუა მე , (და სხვებიც) გარკვევით ვხედავდით მის საცვალს, საცვლის უკან კი სათაფლიის მღვიმესავით ღრმა და განიერი მღვიმე იმალებოდა...იმდენად დიდი რომ ალბათ სპელოლოგების მთელი ჯგუფი თავისუფლად მოთავსდებოდა შიგ, თავისი აღჭურვილობით. ...სიცხე მატულობდა, რაღაც ხმები მესმოდა...ააა! ეს ხომ მხიარული სპელოლოგები არიან! ისინი ჟრიამულით ეშვებიან ქვევით..ინსტიქტი სულ ქვევით და ქვევით უბიძგებს მათ..ისინი ყვირიან, მიდი, კიდევ...კიდევ...მერე ხმა მოგუდულად ისმის..სიღრმე....სიღრმე..ღრმად, კიდევ უფრო ღრმად. თავი გავაქნიე , თვალები დავხუჭე, ზმანება გაქრა, ხმებიც და მის მაგივრად სტანდარტული , ამ ადგილისთვის დამახასიათებელი ჭაჭყანი და მანქანების ხმა გავიგონე. მივხვდი რომ მარტო ფანტაზია არა კმარა, გამბედაობაც საჭიროა რომ პირამიდის ძირამდე მივიდე და რაღაც ჩავიბურტყუნო...ეგვიპტურ ენაზე....მაგალითად "რა-ღირს. " ან "პი -რა-მინ-და" მაგრამ ვერ ვბედავდი და ეს უფრო მახელებდა!.., ჯერ ის გავიხსენე, ავღანეთში რომ ვიბრძოდი, ავღანური ბანანები გამახსენდა, მოჯახედები....რემბო....მერე ჩინეთის საზღვარი...ოოო, იქაც ასევე ცხელოდა....მერე ის გავიხსენე, 5 დღე რომ არაფერი მეჭამა მატარებელში....მერე ბოლოს გემზე რომ ვიყავი, პანამასთან და ჩაიძირა...ასეთი სტრესების მერე რიღასი უნდა მეშინოდეს?..შევუტიე, შევუძახე ჩემს თავს და მისკენ დავიძარი, თან თვალს ვერ ვაშორებდი მის მღვიმეს...ერთი პრიალა , შავი , ოდნავ გამჭვირვალე ნაჭერი რომ უფარავდა...ვუახლოვდებოდი და ისიც თითქოს მიახლოვდებოდა, აი შემამჩნია კახპამ და უფრო გაპარჭყა ბარძაყები...ცოტაც და... საშინელმა ხმამ და მერე დაჯახებამ ზევით, ჰაერში შემისროლა...სამყარო ჩემს გარშემო ჯერ გაიბნა, მერე კალეიდოსკოპის ფიგურებივით აეწყო, აჭრელდა . ვხედავდი ტაქსს, მძღოლი გადმოსულიყო და რაღაცას ამბობდა , თან ხელებს ზევით იშვერდა, იქნევდა, ხმა არ მესმოდა....ეს ალბათ ეგვიპტელი ქურუმი იყო...მსხვერპლად შემწირეს?...ვიღაცეები მორბოდნენ....ალბათ მონები..მე ზევით, ჰაერში ვიყავი შეტივტივებული, ნელა ვბრუნავდი ვერტიკალურ სივრცეში და მეღიმებოდა, არ ვიცი რატომ, შეიძლება პტოლემეოსის გეოცენტრიული სისტემის ცენტრში რომ ვიყავი?..თუ ეგვიპტის ისტორიას რომ ვუყურებდი ჩემი თვალით?...მაგრამ ვერავის მოვუყვებოდი...როგორ შეშურდება ახლა ჩემი ისტორიის მასწავლებელს.?........ან ალბათ იმიტომ რომ გაწყდა ყველა ჩემი მიწიერი კავშირი....მორჩა ჩემი ტანჯვა ამ წყეულ, ცოდვილ მიწაზე და გარდავიცვალეეეეე.????.. ..თუმცა საიდანღაც მოცარტის მე-40-ე სიმფონია ჩამესმოდა..იმ ტაქსის მძღოლს კარგი გემოვნება ქონდა.... ანდა არა, ეს მთლად მოცარტი არ იყო მგონი...და არც გარდაცვალება, სირენის ხმას უფრო გავდა, მაგრამ ჩემი შერყეული ტვინი ასე აღიქვამდა, ასე უფრო მსიამოვნებდა, ეს იმედი იყო, გადარჩენის იმედი...რომელიც ბოლოს კვდება......
ს.ნ.2013. (სიცხის ბრალია ეს ყველაფერი)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. იუმორისტულიო და მართლაც ასეა...:))) კარგად წერ შენ სერგეი...5 იუმორისტულიო და მართლაც ასეა...:))) კარგად წერ შენ სერგეი...5
5. მართლაც სულ სხვა ხელწერა გაქვთ, თავისუფალი და უცენზურო... რაც მეტად ხედვადს ხდის მონათხრობს. პროზას უხეში ხელი უხდება, რადგან ის რელური ცხოვრებაა, ხოლო პოეზიას ამახინჯებს, რადგან ის ირელობაა... (ჩემის აზრით) მე თქვენ უცნაურ პიროვნებად მიმაჩნიხართ, რაღაც ღრმა და იდუმალი... პატივისცემით: მართლაც სულ სხვა ხელწერა გაქვთ, თავისუფალი და უცენზურო... რაც მეტად ხედვადს ხდის მონათხრობს. პროზას უხეში ხელი უხდება, რადგან ის რელური ცხოვრებაა, ხოლო პოეზიას ამახინჯებს, რადგან ის ირელობაა... (ჩემის აზრით) მე თქვენ უცნაურ პიროვნებად მიმაჩნიხართ, რაღაც ღრმა და იდუმალი... პატივისცემით:
4. რომელი სიტყვაა არაა ლიტერატურული? და რა წითელი ხელი? რომელი სიტყვაა არაა ლიტერატურული? და რა წითელი ხელი?
3. წიეთელი ხელი უნდა ამას და ცივი დუში შენ ! მოგიკითხე.. გწერ-არ მპასუხობ.... წიეთელი ხელი უნდა ამას და ცივი დუში შენ ! მოგიკითხე.. გწერ-არ მპასუხობ....
2. როცა გონს მოხვალთ,აუცილებლად იკითხეთ,რა ღირდა რა...:DDD კარგი იყო და ღიმილით წავიკითხეეეე როცა გონს მოხვალთ,აუცილებლად იკითხეთ,რა ღირდა რა...:DDD კარგი იყო და ღიმილით წავიკითხეეეე
1. ასე ვერავინ ყვება, ვაფშე ვერავინ... შენ სულ სხვანაირი წერს მანერა გაქ... შეიძლება გარკვეულ ნაწარმოებებში განსაკუთრებით ღირებული არაფრი იყოს მარა აი ძალიან გასნხვავებულად წერ... შენ არ ჩაქრი რა :D სად დადიხარ ერთი, რა გინდა მაგისთანა ადგილებში? :D + :*** ასე ვერავინ ყვება, ვაფშე ვერავინ... შენ სულ სხვანაირი წერს მანერა გაქ... შეიძლება გარკვეულ ნაწარმოებებში განსაკუთრებით ღირებული არაფრი იყოს მარა აი ძალიან გასნხვავებულად წერ... შენ არ ჩაქრი რა :D სად დადიხარ ერთი, რა გინდა მაგისთანა ადგილებში? :D + :***
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|