ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნომუსია
ჟანრი: პროზა
24 ივლისი, 2013


მოგზაურობა II

გარსია, იცი ამ ბოლო დროს ყველამ დამტოვა... შენ წახვედი და ჩვენი ქვაფენილიანი პერიოდის არსებები სადღგაც გაუჩინარდნენ. არ ვიცი ცხოვრების ბრალია თუ რისი ან ვისი, მაგრამ ფაქტია მე, საფრთხობელა და დანრჩენები ჩიტები აღმოჩნდნენ.

ჩვენი ქუჩა სულ დაცარიელდა. ის ოდნავ ჩასუქებული ბატონიც აღარსად დაიარება ხილის წვენს, რომ გვთავაზობდა მე, შენ და მხიარულ დევს. გარსია გახსოვს იმ სქელ, მოუქნელ ქალაქის უფროსს ,,კრისას" ეძახდი. არც წვენების მოყვარულ ბატონს უყვარდა და არასოდეს შეუთავაზებია მოდი დაგაგემოვნებინოო.

გახსოვს ერთხელ, ხმოვანი შეტყობინება მომვარდა, მეტაკა და როდესაც გავხსენი, იქიდან ვიღაც ყვიროდა ,,ყურებიანოოოო ვინ ხაროო..." მე იმ წუთიდან სრულიად უცხოს მიერ წოდებულ ,,ყურებიანად" ვიქეცი. შენ კი გარსია, ამაზე სულ გეღიმებოდა და მეუბნებოდი : ,,Да  Трала это жизнь". 

ეხლა სულ სხვა ქალაქში ვიმყოფები. აქ საინტერესო ამბებს რადიაციულ ყუთებში აღარავინ წერს. მხოლოდ ციფრებია, უსულო ციფრები. მეზიზღება? არა, იცი რატომღაც არასდროს არავინ და არაფერი არ მეზიზღება ისე, როგორც ბულგარული წიწაკა.


გარსია წიგნებს ვათვალიერებდი, გამახსენდა შენი ნაკითხი კატა და ამიტომ დავიწყე წერილი - მოგზაურობის  წერაც.

იცი, გარსია ამ ბოლო დროს ხმოვანი შეტყობინებაც იშვიათად მომდის... და უბრალოდ, ყველა უსაზღვროდ მენატრებით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები