ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2013


ნაღდ პოეტებს გაუმარჯოთ!

ბევრნი ისეთ რამეს წერენ,
კაცს ჭკუიდან რომ შეშლის,
ზოგი ბაძავს გალაკტიონს,
ზოგიც კიდევ -  ნონეშვილს.
მართალია, ლექსებს მეც ვწერ,
მაგრამ არვის ვედრები!
აბა, პოეზიის მეტრებს
მე როგორ შევედრები!
მიმაჩნია, რომ პოეტმა
უნდა წეროს თავისი,
თუკი წერის გააჩნია
მუღამი და ხალისი.
კარგი მგოსნის სმენას რა სჯობს,
დაელოცოს ფესვები!
ნაღდ პოეტებს გაუმარჯოთ
სულში ჩამწვდომ ლექსებით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები