| ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 28 ივლისი, 2013 |
რამდენიმე წლის წინ, იმერეთში, უჩვეულო გასვენება გაიმართა. გარდაცვლილ, 55 წლის მამაკაცს ორი ცოლი ეჯდა ჭირისუფლად. ერთი, უფრო ასაკოვანი და სასიამოვნო შესახედაობის ქალი, შავებში ჩაცმული, ცრემლშემშრალი, საკმაოდ ემოციურად იჯდა გარდაცვლილის მეუღლისათვის განკუთვნილ ადგილას და სამძიმარს იღებდა. მეორე, გაცილებით ახალგაზრდა, ორი სავარძლის გამოტოვებით, უფრო ფეხებისკენ იჯდა და ხმამაღლა ტიროდა, თვალებს და თმებს იხოკავდა და ცრემლად იღვრებოდა. სამძიმარზე მისულნი ზოგი პირველს უთანაგრძნობდა, ზოგი - მეორეს, უმეტესობა კი მხოლოდ სეირის საცქერლად იყო შეკრებილი. ქალბატონი თამარი - გარდაცვლილის ერთადერთი და კანონიერი მეუღლე, მართალია, არ ტიროდა, მაგრამ ხშირად ჩაილაპარაკებდა ხოლმე: თუ ეტირება, მაგან იტიროს - მე ოცდახუთი წელია ვტირი და უკვე ცრემლი გამიშრაო...
40 წლით ადრე
ერთ საკლასო ოთახში, ერთ მერხთან ისხდნენ ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული ქალ-ვაჟი. გოგონას გრძელი თმა და ლამაზი ნაწნავი ამშვენებდა, ბიჭი კი, სასიამოვნო შესახედაობის, მაღალი, დაკუნთული ახალგაზრდა იყო. ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, თუმცა ხმამაღლა ვერ ბედავდნენ ამაზე საუბარს და საღამოობით ორივე აღმოაჩენდა-ხოლმე, რომ ჩანთა სავსე ჰქონდა სასიყვარულო წერილებით: ,,ჩემო ძვირფასო,დღეს ისეთი ლამაზი ხარ,შენმა ცქერამ უკვე დამაავადა, შენმა თვალებმა, მომაჯადოვა” - წერდა დავითი. ,,ჩემო დათო, როგორ მიყვარხარ და მენატრები - რა ახლოს ხარ და ამავდროულად რა შორს... იცოდე, რომ სულ მეყვარები!” - წერდა თამარი.
თამარი წერილებს ინახავდა. დავითიც. მათი სიყვარული დღითიდღე სულ უფრო ღრმავდებოდა. საღამოობით, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში, რეპეტიციებზე, ხელჩაკიდებულნი დადიოდნენ. ერთმანეთს თვალებში შესციცინებდნენ, სიყვარულს ეფიცებოდნენ. ქუჩაში მიმავალ ულამაზეს წყვილს გამვლელნი თვალს აყოლებდნენ . თამარს თაყვანისმცემელი სხვაც ბევრი ჰყავდა და ამის გამო ბევრი ჩხუბი და აურზაური გადახდენიათ თავს. ერთ-ერთ ჩხუბს კი ისეთი საქმის გარჩევა მოჰყვა, 15 დღე დაკავებულიც იყო დავითი. მაშინაც, თამარი ყოველდღე მიდიოდა სანახავად და საჭმელთან ერთად, სიყვარულით გამთბარ წერილებს გადასცემდა-ხოლმე შეყვარებული გოგონა. მერე იყო სტუდენტობის წლები, რომელთაც კიდევ უფრო დაახლოვა ისინი. ასეთმა სიყვარულმა თავისი გაიტანა და შეუღლდნენ. სამი შვილი გააჩინეს. ერთმანეთს ყველაფერში ენდობოდნენ,თუმცა...
………………….
სწორედ გადანახულმა წერილებმა და იმ დიდი სიყვარულის მარადიულობამ შეაძლებინა თამარს, ქმრისთვის რამდენჯერმე ეპატიებინა სულელური გადახვევა. მეუღლე ყოველთვის უყვარდა და ყველაფერს იმ „ეშმაკის მოგზავნილ“ ნაზიკოს აბრალებდა.
ისევ 20 წლით ადრე....
მოტაცებული ბავშვები სახლში მიიყვანა თამარმა, უახლოეს სკოლაში განაწესა და თვითონ ძმასა და რძალს ამოუდგა გვერდში, რომ მათთვის არაფერი მოეკლო. რამდენჯერ თვითონ მშიერს დაუძინია, ოღონდ ბავშვები დანაყრებული ჰყოლოდა. ღამით კი... ღამით თავის უბედობას დასტიროდა და დანგრეულ ოჯახზე ქვითინებდა. როგორ წყევლიდა იმ დღეს, რომელმაც მისი ბედნიერება უბედურებით შეცვალა. დილამდე ბალიშს ცრემლებით ასველებდა, მაგრამ გათენებისას, ისევ მოიკრებდა ძალას და აგრძელებდა არსებობისთვის ბრძოლას. არ უნდოდა ვინმეს შეემჩნია მისი ღამეული ურვა ,მაგრამ აბა რა ბევრი შემჩნევა უნდოდა - ჩამოხმა ქალი, ასაკიც დაეტყო...
ერთ დღესაც, პატარა მარიკუნას მუცელი ასტკივდა და მაღალი სიცხე მისცა.... სოფელში, ღამის 9 საათზე, ეს სერიოზული პრობლემა იყო. კინაღამ ჭკუიდან გადადგა ქალი. სასწრაფო დახმარება გამოიძახა და მის მოსვლამდე ბავშვს თავზე ცივი ტილოები დაადო...ორი დღე და ღამე ადგა თავს და უდიდეს განსაცდელს ებრძოდა სრულიად მარტო. წითელა ბატონები აღმოჩნდა. ბოდვისას, მშობლების ნაბოლარა და ყველაზე საყვარელი შვილი, ხან დედას ახსენებდა და ხან "მამულიკას" (ასე ეძახდნენ ბავშვები მამას)... მაშინ გულასმოკვნით იწყებდა ქვითინს თამარიც. მესამე დღეს ქმარს შეუთვალა...მაშინვე მოვიდა მამა, წითელი სათამაშოები და ბუშტები მოუტანა, დარცხვენილი მოეფერა და დაუყვავა მარიკუნას, თამარს ფული დაუტოვა, ექიმთან შეიარა და ბავშვის ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზები და მიმდინარეობა გამოიკითხა. მერე ისევ დატოვა სააადმყოფო - გარეთ ტაქსიში ნაზიკო ელოდებოდა.
დავითი ისედაც ცუდ დღეში იყო - ბავშვებს და მეუღლეს ვერც ის ელეოდა, ამ ამბავმა კი უფრო გაახელა და გააგიჟა. შვილების ნახვას თავისუფლად ვერ ახერხებდა. როცა დათვრებოდა, ამხელა კაცი ქალივით ტიროდა. თამარისგან მიტოვებულ ოჯახი მარტო მისი მოსავლელი გახდა, თუმცა ნაზიკო დიასახლისად ერთხელაც არ მოუყვანია. ისევ თავისივე ნაქირავებ ბინაში სტუმრობდა ხოლმე.
რამდენჯერაც შეუთვალა თამარს - შევრიგდეთო, იმდენჯერვე უარი მიიღო. არადა, ამბები მოსდიოდა - თამარი ძალიან განიცდის ოჯახის დანგრევასო. იცოდა, დედამისი, მისგან მალულად, შვილიშვილებს ნახულობდა ხოლმე - ახლა ის გააგზავნა შუამავლად. ბავშვებისთვის ათასი რამ გაატანა და გაუშვა იმ იმედით, რომ თამარი შეურიგდებოდა - ის დედამთილს დიდ პატივს სცემდა . ისევ უარი მიიღო: კაცი ხარ და ამოირჩიე - ან ის, ან მეო - კატეგორიულად შემოუთვალა ცოლმა.
დედამისმა, მართალია რძლისგან უარი მოუტანა, მაგრამ თვითონ ძალიან ჩაეხუტა და მოესიყვარულა რძალსაც და მის ხელში გაზრდილ შვილიშვილებსაც. ცოტა კიდევ გადადე, შვილო, სასამართლოში საქმის შეტანაო - ურჩია რძალს და დაემშვიდობა.
დავითი ნაზისთან თავს დამნაშავედ გრძნობდა - შეაცდინა, გააუბედურა, უშვილოდ დატოვა… მაგრამ ბევრი ფიქრის შემდეგ ერთ დღეს მაინც გამოუცხადა: ნაზიკო, ხომ ხედავ ბავშვებს და ჩემ ცოლს ვერ ვთმობ, ამიტომ ჯობია მე ჩემ ოჯახს მივხედავ, თუმცა შენ ყველანაირად შეგიწყობ ხელს, გაგათხოვებ და ნამდვილი ოჯახი გეყოლებაო. - მე ქმარი კი მყავხარ - აგერ შენ, ჰოდა, ადექი და შენი ცოლი, თამარი გაათხოვეო ---წაიმწარა ენა მანაც. როგორ თუ ჩემი ცოლი გავათხოვო, შე მართლა ბოზოო - ისე სცემა ქალს, სამი კვირა საავადმყოფოში იწვა ტვინის შერყევით და მერეც დიდი ხანი, დალურჯებულ სხეულს ვერსად აჩენდა .
(გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მადლობა თამთა...გაიხარე. მადლობა თამთა...გაიხარე.
7. ძალიან საინტერესოდ მიდის..ველი გაგრძელებას.. მომწონს ეს ავტორი ძლიერ.. ვითომ ცოლზე უპირატესი,სინამდვილეში კი ბევრად უფრო საბრალო ,,ნაზიკო'':( ძალიან საინტერესოდ მიდის..ველი გაგრძელებას.. მომწონს ეს ავტორი ძლიერ.. ვითომ ცოლზე უპირატესი,სინამდვილეში კი ბევრად უფრო საბრალო ,,ნაზიკო``:(
6. ჩემთვის ეს არის ნოველა, ასეთი სახის ნაწერს არ ჭირდება მეტაფორები, მხატვრული სახეები და ასე შემდეგ, ზოგჯერ გინდა წაიკითხო ამბავი(რეალური თან) ი ვსო... ჩემთვის ეს სავსებით ნორმალური ნაწერია, თხრობის უშუალო მანერით და ყველა დეტალის ნათლად წარმოჩინებით... ასე (ეს კომენტარი სხვა ასპექტშია, გამგები გაიგებს) ჩემთვის ეს არის ნოველა, ასეთი სახის ნაწერს არ ჭირდება მეტაფორები, მხატვრული სახეები და ასე შემდეგ, ზოგჯერ გინდა წაიკითხო ამბავი(რეალური თან) ი ვსო... ჩემთვის ეს სავსებით ნორმალური ნაწერია, თხრობის უშუალო მანერით და ყველა დეტალის ნათლად წარმოჩინებით... ასე (ეს კომენტარი სხვა ასპექტშია, გამგები გაიგებს)
5. მადლობა ვინც კითხულობთ,ჯოზეფინა,უნდინა, დავით.. პილიგრიმს კი მინდა ვუთხრა, ნაწამოების ბანალურობა თავად მწერლის ბრალი სულაც არაა....ცხოვრებაა თვითონ ბანალური,თუმცა... იმას,ვისაც მწერლობა მხოლოდ და მხოლოდ უხამსი სექსუალური სცენების აღწერა ჰგონია, ნამდვილად არ მოეწონებოდა ქართული, სიყვარულით შექმნილი ოჯახის ტრაგედია....
მადლობა ვინც კითხულობთ,ჯოზეფინა,უნდინა, დავით.. პილიგრიმს კი მინდა ვუთხრა, ნაწამოების ბანალურობა თავად მწერლის ბრალი სულაც არაა....ცხოვრებაა თვითონ ბანალური,თუმცა... იმას,ვისაც მწერლობა მხოლოდ და მხოლოდ უხამსი სექსუალური სცენების აღწერა ჰგონია, ნამდვილად არ მოეწონებოდა ქართული, სიყვარულით შექმნილი ოჯახის ტრაგედია....
4. ოხ, მარი, მარი :)) იცი შენ ჩემი აზრი, წინაზეც გითხარი :))
ოხ, მარი, მარი :)) იცი შენ ჩემი აზრი, წინაზეც გითხარი :))
3. პილიგრიმ მე შენი გამიკვირდა ახლა... განა ეს სავსებით რეალური მაბავი არაა? რატო დაემგავნება ბრაზილური სერიალს ვერაფრით ვხვდები ოღონდ მართლა... მე შენგან გამიკვირდა თორე სხვას რომ დაეწერა დავიკიდებდი, უამრავი მსმენია მსგავსი ისტორია, სამეზობლოშიც, საახლობლოშიც... მარიამ მე პირადად გაგრძელებაც ძალიან მომეწონა და ვფიქრობ სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო... ტიპიური ღალატია.. + პილიგრიმ მე შენი გამიკვირდა ახლა... განა ეს სავსებით რეალური მაბავი არაა? რატო დაემგავნება ბრაზილური სერიალს ვერაფრით ვხვდები ოღონდ მართლა... მე შენგან გამიკვირდა თორე სხვას რომ დაეწერა დავიკიდებდი, უამრავი მსმენია მსგავსი ისტორია, სამეზობლოშიც, საახლობლოშიც... მარიამ მე პირადად გაგრძელებაც ძალიან მომეწონა და ვფიქრობ სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო... ტიპიური ღალატია.. +
2. მარი, თანდათან უფრო ბანალური ხდება შენი მოთხრობა და ასე თუ გააგრძელებ, ტიპიური ბრაზილიური სერიალის სიუჟეტი შეგრჩება ხელთ... არადა პირველ ნაწილში რაღაც უფრო იმედისმომცემად გამოიყურებოდა ეს ნაწარმოები, თუმცა ეხლა დიდი სინანულით უნდა ავღნიშნო რომ ეს მწერლის მარცხს დაემსგავსა უფრო... გითანაგრძნობ:( მარი, თანდათან უფრო ბანალური ხდება შენი მოთხრობა და ასე თუ გააგრძელებ, ტიპიური ბრაზილიური სერიალის სიუჟეტი შეგრჩება ხელთ... არადა პირველ ნაწილში რაღაც უფრო იმედისმომცემად გამოიყურებოდა ეს ნაწარმოები, თუმცა ეხლა დიდი სინანულით უნდა ავღნიშნო რომ ეს მწერლის მარცხს დაემსგავსა უფრო... გითანაგრძნობ:(
1. შენს ნაწერებს რომ ვკითხულობ, სულ ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს თავად მიყვები ამ ყველაფერს.. დაველოდები გაგრძელებას :* შენს ნაწერებს რომ ვკითხულობ, სულ ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს თავად მიყვები ამ ყველაფერს.. დაველოდები გაგრძელებას :*
|
|
მონაცემები არ არის |
|
|