ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2008


ზამთრის ღამე

სიჩუმეს არღვევს
ნაწვიმარზე დამუხრუჭება.
თმებს- ისევ შენი სუნი ასდით.
ვცდები - თამბაქოს...
წითელ ფეხსაცმელს
დღიურების მობეზრდა წერა
(წინსაფარაკვრით ვმეოჯახობ-
ვრეცხავ ლამბაქებს.)
და ჩემს მოლოდინს-
ნაძვის კევის არომატი აქვს-
უამური და მძაფრი,
მაგრამ - მისაჩვეველი...
ფანჯრიდან მთვარე იყურება,
როგორ ჯაშუში,
მთვარე-
ლექსსუსტი პოეტების
ქოსა მრჩეველი.
მაინც ვერაფრით მივეჩვიე,
აღარ გელოდო,
ზამთრის პირივით სულგაყინულს,
მრუშს და ცვალებადს...
მოხუც დედაბერს -
დედამიწას, ჩირქივით მოსდის
თოვლ-ჭყაპი - როგორც
სისპეტაკის გარდაცვალება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები