ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2013


მამა პეტრე კვარაცხელიას

დამლოცე, მამაო... მეც უფლის შვილი ვარ,
მეც მტკივა ამ ერის, ამ ქვეყნის ტკივილი,
მითხარი, მამაო, საითკენ მივდივართ,
ყურში სულ ჩამესმის მოთქმა და ტირილი.
დამლოცე, მამაო... მეც ქრისტიანი ვარ,
სტრიქონებს მეც ვუწერ მამულის ტარიგებს,
ჩვენ, მხოლოდ ჩვენ ვიცით: ვინა ვართ, რანი ვართ,
სხვა ერი ჩვენს ტკივილს ვერასდროს გაიგებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები