სინამდვილეში უჩვეულო არაფერი მომხდარა: თვალდახუჭული იწვა ჟაკლინი დილის მზით განათებულ ლოგინში და ფიქრობდა, - “როგორ მენატრება, როგორ მენატრება, როგორ მენატრება…“, მერე თვალები მოიფშვნიტა, გაიზმორა, ლოგინში წამოიწია და, როგორც ყოველთვის (დიახ, როგორც ყოველთვის), პერანგისამარა მარცხენა ფეხით წამოდგა ლოგინიდან.
„ოღონდ არ იწვიმოს“- გაიფიქრა ბერტამ და ცრემლმორეული თვალები გააყოლა წინ ჩავლილ მატარებელს. „ალბათ ვერასდროს შევეჩვევი“ - ფიქრობდა წითელ კუბოკრულ სუფრაგადაფარებულ მაგიდასთან მჯდომი ჟაკლინი და თან ყავას წრუპავდა. “ნახევარი წელი, ნახევარი წელი, ნახევარი წელია უკვე...” - ერთიდაიგივეს იმეორებდა გონებაში და ვერ გრძნობდა, როგორ წვავდა პირს ცხელი, ქაფქაფა ყავა.
ექვსი წლის იყო, ველოსიპედი რომ მოუყვანეს, თუმცა არასდროს უოცნებია. თორმეტი წლიდან თმის შეღებვა დაიწყო ბადრიჯნისფრად (არადა არ უხდებოდა), ჩვიდმეტი წლისას პირველად ქონდა სექსი მეზობლის ბიჭთან (წითელი კუბოკრული შარვალი ეცვა ხოლმე, თან მასზე ოთხი წლით იყო უმცროსი), თუმცა გადაყვლეფილი მუხლები მხოლოდ ველოსიპედიდან ახსოვდა, როგორ სტკიოდა, როგორ სტკიოდა, როგორ სტკიოდა (განსაკუთრებით მარჯვენა ფეხის მუხლი)...
ჟაკლინის სახლის წინ მატარებელმა ჩაიარა. ჟაკლინს კი ისევ სტკიოდა მარჯვენა ფეხის მუხლი.
„როგორ მენატრება“ - გაიფიქრა ჟაკლინმა. „ოღონდ არ იწვიმოს“ - ფიქრობდა ბერტა.
არადა წვიმდა. წვიმდა ქალაქში ჭრელ მაკინტოშებსა და უფრო მეტად ჭრელ ქოლგებზე. აწვიმდა საკონდიტროს ტენტებს, ქვაფენილით მოკირწყლულ ვიწრო ქუჩებს, ცენტრალური ქუჩის კუთხეში მდგარ ყველაზე ცნობილ საიუვილეროსაც კი აწვიმდა. აწვიმდა სახურავიდან სახურავზე გადამხტარ შავ, ყვითელთვალიან კატას, ქალაქის ყველაზე შემაღლებულ ადგილზე მდგარ ანძებს, აივანზე გასაშრობად გამოკიდულ სარეცხს და ზოგან უსარეცხოდ დარჩენილ, უკვე დასველებულ, თოკებსაც აწვიმდა და, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, სახლის სახურავებზეც კი წვიმდა.
„ერთხელაც ავდგები და გავყვები ამ მატარებელს“ - ფიქრობდა ბერტა და უჩვეულოდ იდგა წითლად შეღებილ ხის კართან, უჩვეულოდ, მარჯვენა ფეხზე. „მორდემდე მიმიყვანს, ვიცი...“ მორდე ბერტას თუთიყუშს ერქვა. წითელი თუთიყუში იყო, ბადრიჯნისფერი აწეწილი ქოჩრით, ლურჯი გულით, ალაგ-ალაგ მწვანე ბუმბულით და კიდევ ალაგ-ალაგ სხვადასხვა ფერის ბუმბულით. მორდე ზარმაცი თუთიყუში იყო. არც ლაპარაკობდა და არც ლაპარაკობდა და არც ლაპარაკობდა. იჯდა თავისთვის კარგაღებულ გალიაში და... და ერთხელაც გაფრინდა. ფანჯარაგაღებული სახლის კარგაღებული გალიიდან გაფრინდა მორდე. არც ისე შორს, ფანჯრის წინ, ხეზე დაფრინდა. დიდხანს ეხვეწა ბერტა, მოდი მორდე მოდიო, მაგრამ ზარმაცი იყო მორდე. ხეზე აცოცდა ბერტა. წვიმდა. მორდე კი გაფრინდა...
„ როგორ მომენატრა“ - ფიქრობდა ჟაკლინი.
„ოღონდ არ იწვიმოს, ოღონდ არ იწვიმო, ოღონდ არ იწვიმ, ოღონდ არ იწვი, ოღონდ არ იწვ, ოღონდ არ იწ, ოღონდ არ ი, ოღონდ არ, ოღონდ ა, ოღონდ, ოღონ, ოღო, ოღ, ო“ - და ასე ქრებოდა ბერტას ფიქრები წვიმის ხმაურში. და მაინც წვიმდა.
„ალბათ ვერასდროს შევეჩვევი“ - ფიქრობდა წითელ კუბოკრულ სუფრაგადაფარებულ მაგიდასთან მჯდომი ჟაკლინი და უცებ მიხვდა, რომ ქაფქაფა ყავს პირს უწვავდა, უცებ მიხვდა, რომ აღიზიანებდა ეს წითელი კუბოკრული სუფრაც. გაახსენდა, რომ ზუსტად წითელი კუბოკრული შარვლით დადიოდა მასეზე ოთხი წლით უმცროსი ბიჭი, რომელთანაც პირველი სექსი ჰქონდა. მიხვდა, როგორ მონატრებოდა. ამის გახსენებას ველოსპიედის გადაყვლეფილი მუხლების გახსენებაც მოჰყვა და მწარედ აქვითინდა ჟაკლინი. სკამიდან მარცხენა ფეხით წამოდგა, წითელი კაბა და მუქი ლურჯი მაისური გაისწორა. ალაგ-ალაგ მწვანე და ალაგ-ალაგ კიდევ სხვადასხვა ფერის მაისური...
ბერტამ ძალიან დიდი, უზარმაზარი სათვალე ცხვირზე ჩამოიწია და მარჯვენა ფეხზე ასკინკილით გადაახტა გუბეს. მატარებელი ისევ მიდიოდა.
„რა მნიშვნელობა აქვს როგორ, რანაირად, ან რა მნიშვნელობა აქვს რატომ, ან რა მნიშვნელობა აქვს ყველა კითხვას საერთოდ, რომელიც შეიძლება დავსვა? მთავარია ძალიან მენატრება, მთავარია მიჭირს მის გარეშე, მთავარია მიყვარს, მიყვარს, მერე რა, რომ ჩემი აღარაა“ - ფიქრობდა ჟაკლინი და თან საკუთარ მარცხენა ფეხს აშტერდებოდა. ახსენდებოდა ველოსიპედი, გადატყავებული მუხლები... ტიროდა ჟაკლინი. ქალაქში წვიმდა.
წვიმას ვერ იტანდა ბერტა, წვიმაში გაუფრინდა ზარმაცი მორდე.
ერთხელაც ადგა ბერტა და მარჯვენა ფეხით შეახტა მიმავალ მატარებელს.
ჟაკლინი მარცხენა ფეხზე იდგა და სახლის წინ ყვავილებს რწყავდა. მატარებელი ბოლო სადგურზე გაჩერდა და იქიდან მარჯვენა ფეხით ბერტა ჩამოვიდა.
_ მორდე?! - გაკვირვევით შესძახა ბერტამ და სახიდან უზარმაზარი, წითელი სათვალე მოიხსნა, მთელ სახეს რომ უფარავდა. წვიმისგან გაწუწული, ჟღალი ფერის თმა თვალებზე ჩამოეშალა, „ფუო“ ისეთი სიმძლავრით შეუბერა ჩამოფხატულ თმას, ცხვირის მარცხენა ნესტოს ზედა მხარეს საოცარი წუილი გაისმა. _ არა, ჟაკლინი, - უპასუხა ბადრიჯნისფერთმიანმა, წითელ ქვედაბოლოსა და ლურჯ, ალაგ-ალაგ მწვანე, ალაგ-ალაგ სხვადასხვაფერის მაისურიანმა ჟაკლინმა და ბერტას რამდენიმე ზომით დიდ, მაღალ ბათინკში ჩაყოფილ მარჯვენა ფეხს გახედა. დიდხანს იდგნენ ჩუმად, ერთმანეთის პირისპირ, ბერტა და ჟაკლინი. ბერტა ჟაკლინის მარცხენა ფეხს უყურებდა, ჟაკლინი ბერტას მარჯვენა ფეხს. _შენ ის გაქვს, რაც ამდენი ხანია მენატრება, მენატრება მენატრება, - და ბერტას მარჯვენა ფეხისკენ გაიშვირა თითი ჟაკლინმა. _ შენც გაქვს ის, რაც მე არ მაქვს, - და ჟაკლინის მარცხენა ფეხს შეხედა ბერტამ, - თუმცა მე არ მენატრება, სამაგიეროდ შენ ჩემს თუთიყუშ მორდეს გავხარ, რომელიც ძალიან მენატრება... ჟაკლინმა ახლაღა შენიშნა, რომ ბერტას წითელი კუბოკრული შორტი ეცვა. აშკარად პატარა, ან აშკარად დაპატარავებული. ისიც შენიშნა, რომ ბერტა მასზე ზუსტად ოთხი წლით იყო უმცროსი (თუმცა არა, არაფერიც არ შეუნიშნავს, უბრალოდ ასე გაიფიქრა). ატირდა ჟაკლინი, ატირდა ბერტაც. და პირველად საწინააღმდეგო გაიფიქრა ბერტამ - „ნეტავ ახლა გაწვიმდესო“ - არ უნდოდა ჟაკლინს მისი ცრემლები შეემჩნია.
...და სწორედ მაშინ გაწვიმდა.
წვიმდა ქალაქში ჭრელ მაკინტოშებსა და უფრო მეტად ჭრელ ქოლგებზე. აწვიმდა საკონდიტროს ტენტებს, ქვაფენილით მოკირწყლულ ვიწრო ქუჩებს, ცენტრალური ქუჩის კუთხეში მდგარ ყველაზე ცნობილ საიუვილეროსაც კი აწვიმდა. აწვიმდა სახურავიდან სახურავზე გადამხტარ შავ, ყვითელთვალიან კატას, ქალაქის ყველაზე შემაღლებულ ადგილზე მდგარ ანძებს, აივანზე გასაშრობად გამოკიდულ სარეცხს და ზოგან უსარეცხოდ დარჩენილ, უკვე დასველებულ, თოკებსაც აწვიმდა და, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, სახლის სახურავებზეც კი წვიმდა. ბერტას რამდენიმე ზომით დიდ, მარჯვენა ფეხის მაღალ ბათინკშიც კი წვიმდა... წვიმას მორდე მოჰყვა, ფეხმოტეხილი მორდე, ცალფეხა მორდე, ზარმაცი მორდე, ბადრიჯნისფერქოჩრიანი მორდე... და კიდევ ბევრნაირი და ბევრნაირი და ბევრნაირი მორდე...
*** სინამდვილეში უჩვეულო არაფერი მომხდარა: ჟაკლინი თავის დაკარგულ მარჯვენა ფეხს მისტიროდა (რა მნიშვნელობა აქვს სად, როდის, როგორ, რა ვითარებაში, რატომ, მერე რა მოხდა და ა. შ..) ბერტა - მარცხენას (რა მნიშვნელობა აქვს სად, როდის, როგორ, რა ვითარებაში, რატომ, მერე რა მოხდა და ა. შ..) ორივე ცალფეხა იყო, ჟაკლინიც და ბერტაც, ბერტაც და ჟაკლინიც და ახლა უკვე მორდეც. ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი ჟაკლინს და ბერტას. და თითოეული მეორის დაკარგულ ფეხს თავისი ფეხით ავსებდა...
*** ხიდან ხეზე გადაფრინდა მორდე (ასე მოიტეხა ზუსტად ფეხი)...
*** სინამდვილეში კი უჩვეულო არც არაფერი მომხდარა...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. აი ამას ველოდებოდი ამ ღამით მშვიდი და ლამაზი ძილისთვის )) დიდი მადლობა ) აი ამას ველოდებოდი ამ ღამით მშვიდი და ლამაზი ძილისთვის )) დიდი მადლობა )
12. ძალიან კარგია ძალიან კარგია
11. ვიყავი აქ, წავიკითხე და მომეწონა... მერე ისევ მოვედი, კიდევ მომინდა წაკითხვა... და ახლაც მოვედი :)) დახვეწილი, საინტერესო, ლამაზ კადრებიანი პროზაა ეს! იშვიათად რომ წაიკითხავ, ისეთი. ვიყავი აქ, წავიკითხე და მომეწონა... მერე ისევ მოვედი, კიდევ მომინდა წაკითხვა... და ახლაც მოვედი :)) დახვეწილი, საინტერესო, ლამაზ კადრებიანი პროზაა ეს! იშვიათად რომ წაიკითხავ, ისეთი.
10. შენ ხარ საოცარი ადამიანი, საოცარი ნაწერებით... მე ვგიჟდები შენს "სანდერზე", "შეყვარებულ თვითმკვლელთა სიმღერაზე", "სამოვარზე" და ა.შ...
ძალიან იშვიათად წერ,(ან აქვეყნებ და ამიტომ უფრო მგონია), მაგრამ როცა წერ, ო ღმერთო ჩემო, მთელი სულით და გულით...
ამასწინ ნაწერებს დავუარე, წავიკითხე და არ დავაკომენტარე, როცა ძალიან მომწონს, სულ ვფიქრობ რა უნდა ვთქვა ამ დროს ან როგორ... ახლა უნდა მეთქვა... + (ალბათ ყოველთჳის, თითქმის ყველაზე მეტად გამეხარდება შენი გამოჩენა) შენ ხარ საოცარი ადამიანი, საოცარი ნაწერებით... მე ვგიჟდები შენს "სანდერზე", "შეყვარებულ თვითმკვლელთა სიმღერაზე", "სამოვარზე" და ა.შ...
ძალიან იშვიათად წერ,(ან აქვეყნებ და ამიტომ უფრო მგონია), მაგრამ როცა წერ, ო ღმერთო ჩემო, მთელი სულით და გულით...
ამასწინ ნაწერებს დავუარე, წავიკითხე და არ დავაკომენტარე, როცა ძალიან მომწონს, სულ ვფიქრობ რა უნდა ვთქვა ამ დროს ან როგორ... ახლა უნდა მეთქვა... + (ალბათ ყოველთჳის, თითქმის ყველაზე მეტად გამეხარდება შენი გამოჩენა)
9. იმის თქმა სისულელეა, წვიმის სუნსაც რომ ვგრძნობდი, ხო?
უფრო დიდი სისულელის თქმაც შემიძლია:
„ოღონდ არ იწვიმოს, ოღონდ არ იწვიმო, ოღონდ არ იწვიმ, ოღონდ არ იწვი, ოღონდ არ იწვ, ოღონდ არ იწ, ოღონდ არ ი, ოღონდ არ, ოღონდ ა, ოღონდ, ოღონ, ოღო, ოღ, ო“<<ასეთ წინადადებებსაც კი (რომელიც შეგიძლია თვითონვე დაასრულო გონებაში) ვკითხულობდი =))
კითხვისგან რომ იღებ სიამოვნებას =) იმის თქმა სისულელეა, წვიმის სუნსაც რომ ვგრძნობდი, ხო?
უფრო დიდი სისულელის თქმაც შემიძლია:
„ოღონდ არ იწვიმოს, ოღონდ არ იწვიმო, ოღონდ არ იწვიმ, ოღონდ არ იწვი, ოღონდ არ იწვ, ოღონდ არ იწ, ოღონდ არ ი, ოღონდ არ, ოღონდ ა, ოღონდ, ოღონ, ოღო, ოღ, ო“<<ასეთ წინადადებებსაც კი (რომელიც შეგიძლია თვითონვე დაასრულო გონებაში) ვკითხულობდი =))
კითხვისგან რომ იღებ სიამოვნებას =)
8. ინატრე და მოგეცამა ო =))
ჩავუჯდე ახლა ინატრე და მოგეცამა ო =))
ჩავუჯდე ახლა
7. კარგი პროზაიკოსის უცნაურად კარგი მოთხრობა.
სინამდვილეში კი უჩვეულო არაფერი მომხდარა- სულ ასე არ წერს ეს ანი მატისი? :) კარგი პროზაიკოსის უცნაურად კარგი მოთხრობა.
სინამდვილეში კი უჩვეულო არაფერი მომხდარა- სულ ასე არ წერს ეს ანი მატისი? :)
6. ასეთი უცნაური მოთხრობა ცოტა წამიკითხავს და რაც წამიკითხავს, საოცრად შემყვარებია, როგორც ეს მოთხრობა და ეს ყველაფერი ამ რამდენიმე კვირის წინ გითხარი, როცა ეს ტექსტი წამაკითხე!
ყოჩაღ!
ასეთი უცნაური მოთხრობა ცოტა წამიკითხავს და რაც წამიკითხავს, საოცრად შემყვარებია, როგორც ეს მოთხრობა და ეს ყველაფერი ამ რამდენიმე კვირის წინ გითხარი, როცა ეს ტექსტი წამაკითხე!
ყოჩაღ!
5. მშვენიერია...კლიპს ვუყურე თითქოს...ფერადს...ანიმაციურს...მუსიკა -.წვიმა ..:) სახურავებზე...ქვაფენილებზე............... 5 კარგი ანი, ნიჭიერი...:-* მშვენიერია...კლიპს ვუყურე თითქოს...ფერადს...ანიმაციურს...მუსიკა -.წვიმა ..:) სახურავებზე...ქვაფენილებზე............... 5 კარგი ანი, ნიჭიერი...:-*
4. შენ უნდა წერო ანი და მე ვიკითხო და ვისიამოვნო წაკითხულით :* შენ უნდა წერო ანი და მე ვიკითხო და ვისიამოვნო წაკითხულით :*
3. მიყვარს მე ასეთი პროზა, ტექსტს იქით რომ გეკიხტხება. მიყვარს მე ასეთი პროზა, ტექსტს იქით რომ გეკიხტხება.
1. „რა მნიშვნელობა აქვს როგორ, რანაირად, ან რა მნიშვნელობა აქვს რატომ, ან რა მნიშვნელობა აქვს ყველა კითხვას საერთოდ, რომელიც შეიძლება დავსვა? მთავარია ძალიან მენატრება, მთავარია მიჭირს მის გარეშე, მთავარია მიყვარს, მიყვარს, მერე რა, რომ ჩემი აღარაა“ - ფიქრობდა ჟაკლინი და თან საკუთარ მარცხენა ფეხს აშტერდებოდა. ახსენდებოდა ველოსიპედი, გადატყავებული მუხლები... ტიროდა ჟაკლინი. ქალაქში წვიმდა.
„რა მნიშვნელობა აქვს როგორ, რანაირად, ან რა მნიშვნელობა აქვს რატომ, ან რა მნიშვნელობა აქვს ყველა კითხვას საერთოდ, რომელიც შეიძლება დავსვა? მთავარია ძალიან მენატრება, მთავარია მიჭირს მის გარეშე, მთავარია მიყვარს, მიყვარს, მერე რა, რომ ჩემი აღარაა“ - ფიქრობდა ჟაკლინი და თან საკუთარ მარცხენა ფეხს აშტერდებოდა. ახსენდებოდა ველოსიპედი, გადატყავებული მუხლები... ტიროდა ჟაკლინი. ქალაქში წვიმდა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|