ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია123
ჟანრი: პროზა
6 აგვისტო, 2013


რა ბედნიერი ვარ !

                                                რა  ბედნიერი ვარ !

სულ პატარა ვიყავი როცა საცხოვრებლად თბილისში  გადმოვედი . მე დედა და მამა. ლამაზი სახლი იყო . არც ძალიან დიდი და არც პატარა , მყუდრო და იდიალური ჩემნაირი პატარა ბიჭისთვის . ძლიან მიხაროდა და ვფიქრობდი , რა ბედნიერი ვარ მეთქი.
  ჩვენს მეზობლად ჩემხელა ლამაზი პატარა ანა ცხოვრობდა , ის ისეთი ლამაზი იყო  რომ ხანდახან მინდოდა მივსულიყავი გამოვლაპარაკებოდი და ჩემი უსაზღვრო სიმპატია გამომეთქვა მისდამი , მაგრამ ის ყოველთვის დედასთან ერთდ იყო ხოლმე , ან აბა როგორ არ იქნებოდა ისიც ხომ სულ რაღაც 5 წლის იყო,  ჩემსავით. 
დროთა განმავლობაში ვამჩნევდი როგორ ლამაზდებოდა ანა , მისი ცისფერი თვალები ქერა თმები და წითელი ღაჟღაჟა ლოყები ყოველთვის ჟრუანტელს მგვრიდა. ხანდახან როცა დავინახავდი ვგრძნობდი რა ბედნიერი ადამიანი  ვიყავი და  მთელი ყვეყანა ჩემი მეგონა . გავიზარდეთ  ანამ უნივერსტეტში ჩააბარა , მეც მინდოდა  მასთან ერთდ ვყოფილიყავი მაგრამ გამოუვალი მდგომარეობის გამო იძულებული გავხდი სამუშაო დამეწყო . თანხა ჭირდებოდა ჩემს ოჯახს , ბინის გადასახადი,  მოხუცი მშობლებისთვის წამლების ფული , და ათსი წვრილმანი რომელიც ყოველდღიურად თავს იჩენს ხოლმე .  გადავწყვიტე მარშუტკის მძღოლად დამეწყო მუშაობა , თან სპეციალურად ის მარშუტი ავირჩიე რომელიც ანასთნ კონტაქტს არ დამიკარგავდა . ვიცოდი ანა ყოველდღე რა ნომრითც დადიოდა  და  მე 56 მარშუტკის მძღოლად ამიყვანეს .
  ყოველ დილით  9 საათზე გამოუვლიდი ანას ხოლმე და წავიყვანდი უნივერსტეტში თავის დაქალთნ ერთად . ფულს რათქმაუნდა არ  ვართმევდი  . გზა შორი იყო . ესე 40 წუთი მაინც გვჭირდებოდა  , თუმცა ძალიან  სწრაფად გადიოდა დრო , ლაპარაკს ვერც კი ვამთვრებდით რომ ის უნდა ჩასულიყო და გზა გაეგრძელებინა . შემდეგ საღმოს დავხვდებოდი ხოლმე და უკან წამივიყვანდი .
უცნაურია მაგრამ იმ დროს ჩემი თვი უბედნიერესი მეგონა , ვგრძნობდი რომ ანას ჩემს მიმართ ინტერესი უჩნდებოდა , მიხაროდა  და როგორც ყველა შეყვარებული ოცნებებში გადავარდი . მაგრამ ჩემმა  ოცნებებმა სამწუხაროდ ძალიამ ცოტა ხანს  გასტანა . ანამ ახალგაზრდა ბიჭი გაიცნო , ჩემზე უფრო ბევრად სიმპატიური და  განათლებული. ეტყობოდა რომ  მაგარი მამიკოს შვილი იყო  , არა ანას ფულის მიმართ სიხარბე არ გამოუვლენია , მაგრამ როგორც ჩანს მატერიალურემა კეთილდღეობამ  ამ ახალგაზრდას მდგომარეობა კიდევ უფრო გაუადვილა და ანაც მალე  შეიცვლა .  ყოველ დილით ველოდებოდი ხოლმე , რომ ხელს დამიქნევდა და ამოვიდოდა მაგრამ არა , არა  და არა ...
დრო გადიოდა , ანას ვხედავდი როგორ ჩაჯდებოდა ხოლმე ჩემთვის უცნობ ყმაწვილის მანქანაში  და სწრაფად ჩამიქროლებდა. არა მე არ ვბრაზდებოდი , ბედნიერი ვიყავი რადგან მას ბედნიერს ვხედავდი , მაგრამ ჩემო უბედურო თვო , ეს ბედნიერებაც კი ისევ ხანმოკლე აღმოჩდა, ანას ქორწილმა  სულიერად მორალურად და ფიზიკურად გამანადგურა,  სულ სხვა ადამიანად მაქცია . საკუთრი თვი შემაზიზღა . მე ვინ ვიყავი და ის ვინ ?  საცოდავი , ცხოვრებისგან დაჩაგრული და განადგურებული . ერთი სიყვარული  გამაჩდა და ისიც წამართვეს .....
განა ანამ არ იცოდა რომ მიყვარდა , მისთვის სულსა და გულს დავთმობდი , კი მართალია სიტყვებით არ მითქვამს არაფერი მაგრამ რამდენჯერ ვაგრძნობინე რამდენჯერ ....
  დღეს უკვე მარტო დავეხეტები ამ  გრძელ და მოსაწყენ ქუჩებში , რისთვის შევწირე ყველაფერი ამ უაზრო სიყვარულს ,  მაგრამ რას ვიზამთ თუ არ გამიმართლა  მე მაინც ბედნიერი ვარ , ხო ბედნიერი ვარ რადგან მომეცა საშუალება მყვარებოდა ადამიანი , ბედნიერი ვარ რომ ამ სიყვარულს შეეწირა ჩემი ცხოვრება ,  განა ყველას აქ ისეთი ბედნიერება რომ უყვარდეს სხვა ? მართლია ეს უპასუხო სიყვარულია მაგრამ რა მნიშვლელობა აქვს მას , ესეც ხომ სიყვარულია . 
    კვირაში ორი დღე ვმუშაუბ  მარშუტკის მძღოლად , ისე შევეჩიე ხალხს რომ მგონია ყველა მგზავრი ჩემი ოჯახის წევრია , ყველა ბავშვი კი ჩემი შვილი . დანარჩენი დღეები  სახლში ვარ ვწერ ლექსებს , მოთხრობებს , ვხატავ , მარტო არ ვარ , მე ჩემი სამყარო მაქვს , სამყარო რომელიშიც ყველა და ყველაფერი იდეალურია ,  სამყარო სადაც ისეთივე ადამიანები არიან როგორებიც თქვენს ირგვლივ , მაგრამ აქ  მე ვძერწავ მათ ხასიათს , მათ ქმედებებს , მათ სიყვარულსაც მე ვაშენებ და მე თვითონ ვანგრევ . ვხატავ პეიზაჟებს რომლებსაც არც თავი აქვს და არც ბოლო , ისინი ისეთივე ამოუცნობი და მიუღწევადია როგორც ჩვენი ბედნიერება . ვხატავ პორტრეტებს და ყველას სახეში ანას ბავშობას , ახალგაზრდობას და სიბერეს ვხედავ ,  ისევ იმ სიყვარულით ვცხოვრობ და ვარსებობ რომელიც მიუღწევადი ყოფილა ჩემთვის .
  ენერგია გამომეცალა , დავბერდი და დავჩაჩანაკდი , აღარც იმის ძლა მაქვს რომ ვწერო , არც ვხატო და არც მარშუტკა ვატარო  , ამიტომაც გადავწყვიტე დამენებებინა თავი ჩემი საყვარელი პროფესიისთვის .მერე რა რომ მარშუტკის მძღოლი ვარ , ყველა ლექსი და ყველა მოთრობა რაც დამიწერია იმ ხალხზეა ვინც ამოდიოდა , მესალმებოდა , რამდენი პრობლემა გამიგონია მათგან მობილურზე საუბრისას , რამდენი შეყვარებულები დაცილებია და შერიგებია  ერთმანეთს , რამდენი ბავშვი ამოსულა რომელიც ტიროდა ან უბრალოდ იცინოდა , რა ბედნიერი ვარ , ყველა მათგანს რომ შევხვედრივარ და მინახავს თითუეული მათგანი .
    დღეს ჩემი ბოლო დღეა , ხალხს  უნდა დავემშვიდობო სამუშაოს თავს ვანებებ ცოტა ხომ არ არის 55  წელი აქ გავატარა ახლა კი 76  წლის ვარ და სამუშოდან პენსიაში გავდივარ , ახალგაზრდებს უნდა დავუთმო ჩემი ადგილი , ვინ იცის ზოგს ესეც როგორ ჭირდება ....
    და როცა უკვე საღამო დადგა  , ქალაქში მოძრაობა შენელდა და მგზავრებმაც იკლო , საოცარი წვიმა წამოვიდა  ძალიან ციოდა გარეთ  და ქუჩში მოძრაობა ჭირდა . ფიქრებში გართულს უცებ ვიღაც მოხუცმა ქალმა დამიქნია ხელი . საცოდავი წვიმისგან სულ სველი იყო , ძლივს ძლივობით ამოვიდა და პირველივე სკამზე დაჯდა , ან უკან როგორ წავიდოდა ძალა საერთოდ აღარ ქონდა . სარკეში ვხედავდი საცოდავი მოხუცი ქალის სახეს , ნაოჭებს მისი კანი საოცრად შეეცვალა , სიბერეს დაესუსტებინა , ჭაღარას გაეთეთრებინა და ცხოვრებას ძალ- ღონე წაერთმია მისთვის .
გიცანიო მითხრა , და მაშინვე ვიფიქრე რომელიმე ჩემი მგზავრი იქნება მეთქი , მაგრამ მისი ხმა , არა არ მეჯერა ნუთუ ...
- სახლში წავიდეთო მითხრა მან და თითქოს ხელმეორედ დავიბადე , ყველა ფიქრი და ოცნება ერთმანეთში ამერია არ მეჯერა , რამდენი წელი გავიდა , რამდენმა წყალმა ჩიარა , ვერაფერს ვხვდებოდი მაგრამ ერთი კი  ვიცოდი ჩემთნ ანა მოვიდა ,
როგორ დატყობია სიბერე , მისი სილამაზე სადღაც გამქარალა , წელში მოხრილა, მის ღაღჟღაჟა ლოყებს უემოციო მოხუცი ბებოს მზერა დატყობია , ვუყურებდი და თვალებზე ცრემლი მადგებოდა,  ორი წუთით ისიც კი დამავიწყდა რომ მეც დავბერდი  , ჩემს წინ ცოცხალი სარკე მედგა , რას ვიზამთ თუ მას ცხოვრებისგან მწარედ შეუცვლია სახე , სილამაზემ გვიმტყუვნა და წავიდა . ასეა ყველა და ყველაფერი წარმავალი ყოფილა , თუმცა ერთი რამ ხომ მაინც დამრჩა სათქმელი  , რომ მე ბედნიერი ვარ . 
        შენ ისევ ისეთი ხარო მითხრა მან და გულიანად გაგვეცინა ორივეს , მერე მეც გამახსენდა რომ მოხუცი პაპა ვიყავი , რომელსაც თმაზე ჭაღარა შერეოდა და ძალ-ღონე წართმოდა .
    მე და ანა სახლში დავბრუნდით , ანას თავის ცხოვრებაზე არაფერი უთქვამს , ყოველ დილით ადრე ვიღვიძებდით ხოლმე , როგორც ჩვენ მოხუცებს გვჩვევია ადრე ადგომა , რათა ცხოვრება უფრო მეტად გაგვეხანგძლივა , დაჯდებოდა და მისმენდა , ხან რას ვუკითხავდი და ხან რას , რა ბედნიერი ყოფილხარო მეუბნებოდა  , როცა ასეთი ლექსები და მოთხრობები გაქვს  კაცს მეტი რა უნდა გინდოდესო , ნახატებსაც რომ ვაჩნებდი მეტყოდა  რა ბედნიერი ყოფილხარ ასე ლამაზად ხატვა რომ შეგძლებიაო  , მე კი იცით რას ვფიქრობ , რომ მართაც ბედნიერი ვარ , ხო ბედნიერი ვარ , ჩემი ანა ჩემთნ არის  ,მერე რა თუ ცხოვრებამ შორი გზა მოგვატარა , მერე რა თუ ცხოვრებამ ის სილამაზე დაუკარგა რომელმაც მე პირველად მომხიბლა , მერე რა თუ მე დამტოვა , ის ხომ დღეს ჩემთნ არის , ვუკითხავ და ვუკითხავ ჩემს ნაწარმოებებს , რამდენი დამიწერია მართლაც თურმე , ბავშვებს ვეთამაშებით და ერთმანეთს აზრებს ვუზიარებთ , მერე რა თუ მოხუცები ვართ , ჩვენ ერთად ვართ ,  განშორების სიმწარე უნდა გვეგძნო რომ ეს სიახლოვე დაგვეფასებინა , რა ბედნიერი ვარ !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს