ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
4 აგვისტო, 2013


ხავერდის ფოტო ალბომი

შენს სილამაზეს გასჩენია ვერაგი მტერი,
დრო იმორჩილებს მაგ სხეულის ყველა სანტიმეტრს,
აჰა, თმებს უკვე გაუხუნა ხასხასა ფერი,
სახეს ნაოჭად მოედო და მწარედ ატირებს.

წუთი-წამებით მოუხრია მას შენი ქედი,
კვალიც არ გიჩანს უწინდელი სიამაყისა,
გრძნობებს სიბერით დასტრიალებს, ჩაგრავს - თავხედი!..
უყვარს ხმარება დროს წამების იარაღისა.

დგას უღმერთოდ და ელის როდის გაგანადგურებს,
გამოგიცხადა სასიცოცხლო და სამკვდრო ომი,
ამ ომში მხოლოდ ორად ორი გყავს მოკავშირე,
მოგონებები და ხავერდის ფოტო-ალბომი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ხურსი, გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს