| ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 9 სექტემბერი, 2013 |
(გაგრძელება) ჯანმიშელის სახლში მუშაობა ცოტა ადრე დავამთავრე და მის მოსვლამდე დაკეტილ კარს მივადექი,ვიფიქრე, მხოლოდ შევიხედავ, მეტი არც არაფერი მინდა.კარი ოსტატურად გავაღე და შევედი.
კარი ფრთხილად დავხურე და ბნელ ოთახში შევაბოტე. გაუნათებელი ოთახი სათავსოს გავდა...მერე თვალი სიბნელეს თანდათან შეეჩვია და რაღაც კონტურები გამოიკვეთა. ავეჯი და სკამები დაულაგებელი იყო.უცებ კუთხეში რაღაცის ფხაკურმა მიმახედა.ერთი შეხედვით ვერ გავარკვიე, რა იყო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ცხოველი იყო, პატარა ცხოველი. მაგრამ რომელი? გონება დავძაბე და თვალები ფართოდ გავახილე...მაიმუნი ყავს მგონი, ამ ჩემისას. ძველ კრესლოში წამოსკუპებულა და იქექება.ვიდრე მივუახლოვდებოდი, უცებ მისი თვალებიდან ნაპერწკალმა გაკვესა და პირდაპირ თავს დამესხა... თავდასხმა მორევაზეაო, ნათქვამია, მაგრამ მოულოდნელად რეაგირება ვერ მოვახერხე...დამკაწრა , მაგრამ რა დამკაწრა, დამასისხლიანა და თვალებიც კინაღამ ამომჩიჩქნა...კარს ვეცი, ვიფიქრე გავალ და მოვიცილებ მეთქი.გაგონილა? თმებში ჩამაფრინდა და ბრჭყალებს არ მიშვებს... გავიბრძოლე , მერე ხელი მოვიქნიე ,მთელი ძალით მივაწყვიტე კედელზე და კარებს ვეცი, სიჩქარეში ძლივს გავხსენი და გარეთ გამოვასწარი...დახურვა კი მოვასწარი, მაგრამ ატვიორკა და კლუჩები შიგნით დამრჩა...მაგას დავეძებდი, რადგან გამოვასწარი... ტანზე შემოფხრეწილი და დასისხლიანებლი სად უნდა წავსულიყავი.ტულოს დავურეკე და ჟანმიშელის მოსვლამდე წაყვანა ვთხოვე: ტულო რამდენიმე წუთში მოვიდა და რომ დამინახა, ----რას გავხარ,შეჩემაო... ---აუ დავაი რა...წამიყვანე სახლში ----მოკალი ვინმე? ---გითხარი, დავაი რააა ---შეჩემა, შენ იმედი მქონდა, სულ ჩორნი ხოდებით ვიარე ---გაგიჟდი? ასე დაგლეჯილი როგორ დავჯდები რულთან. ---ხოდა, ავირტყამთ და მგონი უარესსაც......წამოაყრანტალა. თავში წამოვარტყი, თვალები დავუბრიალე და მანქანაში ჩავჯექით. მე უკანა სავარძელში ჩავჯექი, მაგრამ თუ ვინმემ მნახა, მკვლელის ვიდზე ვარ...ცოტა გადავწექი და ჩავიმალე. ტულოს არაფერი უკითხავს, რულთან დაჯდა და დავგაზეთ. ტულოს თავი არ დაუზოგავს , რაც თბილისში ჩორნი ხოდები იცოდა, ყველა გამოიყენა, უკვე დადიანზე გამოვედით და იმედიანად ვართ, ის ისაა სახლს ვუახლოვდებით, რომ ---vau125 გადააყენე --vau 125 გადააყენე--წამოგვეწია საძულველი ხმა. --რა ვქნა, დიმო---წაილუღლუღა მან ---რა უნდა ქნა, გააჩერე--მეტი გზა არაა--ამის თქმა და საპატრულო პოლიციის მანქანამ გზა მოგვიჭრა. ---ის დედანაქაჩია,წინათ რომ გაგვაჩერა, მაგან იცის, პრავა რომ არ მაქვს---გაშავდა ნერვიულობისგან ტულო. ---დაიცა , იქნებ მაშინდელივით გამოგვივიდეს---ჩავებღაუჭე მე. ---თქვენი მართვის მოწმობა---უკვე მანქანის კართან დგას ინსპექტორი. ---იცით, მართვის მოწმობა მე მაქვს,მაგრამ ასეთ მდგომარეობაში ვერ დავჯდებოდი--გამოვყავი თავი უკანა სავარძლიდან. ჩემ ხმაზე გაკვირვებულმა ინსპექტორმა თავი მთლიანად შემოყო ფანჯარაში და დამაკვირდა.შევიშმუშნე, მაგრამ ხომ ვერ გავქრებოდი. ---ერთი წუთით, გადმობრძანდით, თუ შეიძლება--ისე ზრდილობიანად მელაპარაკება, გული მერევა, ამის პიდარასტი მამა....
ტულოს მანქანა საჯარიმოზე წაააბუქსირეს , ჯარიმის ჩეკი „ჩაგვახუტეს“ და ჩემი და ტულოს მონაცემები ატიდო ჩაიწერეს... ---ახლა ამხელა ზარალი გვინდოდა ბიჭო? -ბურტყუნებდა ტულო.მეორე შვილი ახლახანს შეეძინა, განა არ ვიცი, რომ მაგარი შარი ავიკიდეთ.სახლში დაძმარებული, განადგურებული და დასახიჩრებული დავბრუნდი, ჩემი ბრალია, აბა ვისი,რა ჩემიფეხები მინდოდა ჯანმიშელის გარაჟში ... მაგრამ მაინც რა ჯანდაბად უნდოდა მაიმუნი იმ ჩემისას....
მეორე დღეს სამუშაოზე არ წავსულვარ, ნაკაწრებს ვირჩენდი და ტულოსგან ამბებს ველოდებოდი, ვიცოდი, ჯანმიშელი აუცილებლად ნახავდა ჩემ იარაღს და მაგრად დამერხეოდა. ..........................
მე მესამე დღეს სახლიდან ამიყვანეს, ჩემ გაბრძოლებაზე პოლიციელებმა ხელები გადამიგრიხა და ბორკილები დამადეს. ---კი მაგრამ რისთვის? ---ცოფები ამომცვივდა პირიდან, ჯანმიშელი ასე რავა გამიმეტებდა ---უფლება გაქვთ ადვოკატი აიყვანოთ, ყოველი სიტყვა, რომელსაც ახლა იტყვით, შეიძლება გამოყენებული იქნას თქვენ წინააღმდეგ. ტულო სამსახურიდან აუყვანიათ. 48 საათში ბრალი წაგვიყენეს:მე არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობაში, ტულოს დანაშაულის დაფარვასა და მკვლელის ხელშეწყობისათვის.
ორთვიანი წინასწარი პატიმრობა საშინელი წამება და დამცირება იყო, მაგრამ ადვოკატი მყავდა და დედაჩემიც არ გაჩერდებოდა, ვიცოდი. სამჯერ გადაიდო პროცესი, ფრანგული ენის მცოდნე თარჯიმნის არარსებობის გამო.ბოლოს, როცა ეს დრო დადგა, ჯანმიშელმა ჩვენება ჩემ სასარგებლოდ მისცა, დაადასტურა რომ მის სახლში, მისივე მაიმუნმა დამკაწრა და ჩემი ნივთები, ატვიორკა და სხვა ხელსაწყოები მაიმუნთან ჩხუბის ადგილიდან იქნა ამოღებული...
ალიბი საკმარისი აღმოჩნდა და მე სასამართლო დარბაზიდან გამათავისუფლეს, ტულო გაამართლეს( ის ისედაც საპროცესოთი გარეთ იყო). ჯანმიშელი 10 000 ევროთი დააჯარიმეს, ეგზოტიკური ცხოველის უკანონოდ საზღვარზე გადმოყვანისა და სახლში უკანონოდ შენახვისათვის.....
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. დავფიქრდები, იქნებ შევცვალო კიდევაც, მადლობა დავფიქრდები, იქნებ შევცვალო კიდევაც, მადლობა
6. მეც ვფიქრობ რომ სიზმარი არ სჭირდება ) მეც ვფიქრობ რომ სიზმარი არ სჭირდება )
5. სიზმარშიც ყველაფერი ხდება:დდდ სიზმარშიც ყველაფერი ხდება:დდდ
4. ანუ ეს ყველაფერი მაშინ დაესიზმრა, რომ ჩაეძინა? აბა 1 კვირა გავიდაო? ანუ ეს ყველაფერი მაშინ დაესიზმრა, რომ ჩაეძინა? აბა 1 კვირა გავიდაო?
3. მართლა მაინტერესებს, სიზმარი ზედმეტი იყო? მე კი ბევრი ვიფიქრე:DDD უსიზმროდ ყველაფერი დაუჯერებელი მეჩვნებოდა... მაიმუნიც:D მართლა მაინტერესებს, სიზმარი ზედმეტი იყო? მე კი ბევრი ვიფიქრე:DDD უსიზმროდ ყველაფერი დაუჯერებელი მეჩვნებოდა... მაიმუნიც:D
2. მე ვფიქრობ, თქვენი მოთხრობების ლირიული გმირი მშვენივრად გარდაისახა უიღბლო ძველბიჭად. ფინალში სიზმრის შემოტანა ზედმეტი ცხიმიიყო.555 მე ვფიქრობ, თქვენი მოთხრობების ლირიული გმირი მშვენივრად გარდაისახა უიღბლო ძველბიჭად. ფინალში სიზმრის შემოტანა ზედმეტი ცხიმიიყო.555
1. კარგი იყო, :)))) ++++ კარგი იყო, :)))) ++++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|