ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
13 აგვისტო, 2013


ღმერთმა დალოცოს ქალთამზევ...

ქალთამზევ, ჩვენი ლექსები
წყაროს წყალივით სუფთაა,
ყურში რომ ხშირად ჩაგვესმის -
ივერიელთა სუნთქვაა.
ჩვენ ის ერი ვართ - უფალთან
ლექსის ენით რომ საუბრობს,
ღმერთმა დალოცოს ქალთამზევ
ეგ სიყვარულის საუფლო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები