ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2013


მაპატიე

გაქცევა მსურს,
წამს მოველი,
გვამს წავათრევ ჩემი ხელით,
რომ დახუჭავს იგი თვალებს
და ჩაუთვლის სიზმარს ვალებს....
ავითრიე,
დამიმძიმდა,
მთის ძირამდე მაინც ვზიდე,
წმინდა მთას მე ვერ დავლაშქრავ,
მივწვდე ეგებ თოვლის კიდეს...
ვერ ავდივარ,
ვერც ვეხები,
მოვიკრიბე მთელი ღონე,
გავყვირი და ვფიქრობ ჩემ ხმას
მთელ ქვეყანას გავაგონებ:
_მე შენამდე ვერ მოვსულვარ,
სულ ვიძახი დღეს ან ხვალეს,
თუ გიყვარვარ თეთრო ზვავო,
აგორდი და ჩამიტანე!
ვყვირი,
ვფიქრობ ამ ხმაურზე
აბობოქრდეს ეგებ ზვავი,
ვყვირი,
მაგრამ ხმა სად არის?!
მთას შევცქერი როგორც კრავი...
აქ ისეთი სიჩუმეა,
რომ ხმაურობს პეპლის ფრთები,
უკან წასვლა მომიწევს და
ამ ფიქრისგან ცივად ვკრთები...
მაპატიე, რომ არა მაქვს
ძლიერი და მარჯვე ფრთები...
გაქცევას რა აზრი ჰქონდა...
ცხადს სიზმრიდან ვუბრუნდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები