| ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 20 აგვისტო, 2013 |
(გაგრძელება)
რამდენ ხანს ვიყავი გულწასული, არ მახსოვს.მერე უცებ ვიგრძენი ვიღაცის ფილტვებიდან წამოსული ჰაერი ჩემ ფილტვებში ძლიერ ნაკადად ჩაიწნეხა. მისმა ნერწყვმა კინაღამ დამახრჩო...ძალა არ მყოფნიდა, რომ წინააღმდეგობა გამეწია და უღონოდ გადმოვაგდე ცრემლი.... რამდენ ხანს ვიყავი ასე, არ გამიგია...როცა გავიღვიძე, სიცივისგან მაკანკალებდა, თუმცა სველი აღარ ვიყავი და ტანსაცმელიც ჩემი არ მეცვა. თავზე ისევ ის ბიჭი მედგა და ნერვიულობდა. შევიშმუშნე და დივანზე წამოვჯექი . ტანზე დავიხედე, რაღაც ფართხუნა მაცვია, ალბათ მისია, გავიფიქრე...ანუ შიშველიც მნახა...მისი შემრცხვა...თავს ცუდად ვგრძნობ,მკერდის ძვლები მტკივა და სუნთქვას მიშლის. მიხვდა... ფილტვები წყლისგან ძლივს დავცალე-თ-ო, ისე მითხრა, თითქოს ამ საქმეში მეც მივიღე მონაწილეობა. მთელი სხეული მტკივა, ვგრძნობ ისევ მიმდის გული,მაგრამ ძალა მოვიკრიბე და ვკითხე: ---რომელი საათია? ---მალე 11 გახდება გადავიანგარიშე, უკვე 8 საათია, ბავშვებმა არაფერი იციან. ---თუ შეგიძლია, ტელეფონი მათხოვე, ჩემი ალბათ დაიკარგა. ზეპირად მხოლოდ გიგას ნომერი ვიცოდი, გაჭირვებით ავკრიფე და პასუხს დაველოდე. --დედა,შენ ხარ? ჩვენ ვნერვიულობდით ---ტელეფონი გამეთიშა, ვერ გიკავშირდებოდით, თამრიკო დეიდასთან ვარ შვილო...ამაღამ არ მოვალ. ტანსაცმელი მთლად სველი მაქვს და სად უნდა წავიდე ასეთი მოუწესრიგებელი, ვფიქრობ და პირდაპირ მიკვირს,რომ რამდენიმე საათის წინ სიცოცხლის სურვილი არ მქონდა. ახლა კი ...ჰმ, მოუწესრიგებელიც არ მინდა გავიარო...რა უცნაურია თურმე ცხოვრება. გული გამითბა...სიცოცხლე მესიამოვნა.... ---რა გქვია---როგორც იქნა,მასპინძელი , სავარაუდოდ , ჩემი გადამრჩენი მოვიკითხე. ახალგაზრდაა, ასე 25 წლამდე იქნება,ლამაზია და მამაკაცური.ძლიერი რომ არ ყოფილიყო, სხვანაირად ვერც შეძლებდა ჩემ გამოყვანას. ჩემი თავი გამოვიჭირე იმაში, რომ ამ ადამიანს ვეკეკლუცები. მიკვირს, ჩემში ახლა ქალმა გაიღვიძა. ---გიორგი მქვია --თან ცხელ ყავას მაწოდებს ყავა გამოვართვი და მოვსვი.ხველება დამაწყებინა , ძლივს გადავყლაპე ერთი ყლუპი ---ალბათ გგონია, რომ გისაყვედურებ? ----არ ვიცი, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო, ქალი იხრჩობოდა... ირგვლივ ოთახი მოვათვალიერე...უქალო სახლს გავს, ცოტა მოუწესრიგებელია---გავიფიქრე და გამეღიმა, ამის ფიქრის თავი რომ მაქვს.ავდექი, გავიარ-გამოვიარე, სიარულმა თავბრუ დამახვია და ისევ ჩამოვჯექი .მხოლოდ სუსტად ვარ,სხვა მგონი არაფერი მიშავს
იმ ღამეს მასთან დავრჩი... გიორგიმ დიდი მოთმინება გამოიჩინა , ჩემი ემოციური მონათხრობი,რომელიც წარღვნასავით მოვარდა ჩემში და გამოხეთქა, მთელი ჩემი ოცდათხუთმეტი წელი , ჩემ ცრემლებთან ერთად, გულდასმით მოისმინა, მითანაგრძნო და სითბო არ დაიშურა. დილით, როცა გათენდა, უკვე ერთ საწოლში ვიწექით, ერთმანეთზე ჩახუტებული და ვნებისგან ძალაგამოცლილი.თუმცა ჩემთვის პირველად გათენდა ისე , რომ უზღვავი ენერგიით ვიყავი სავსე.
საკმაოდ გვიან ავდექით,მე არ მეჩქარებოდა, საუზმე გავუმზადე და სამსახურში გავაცილე.დავპირდი, სახლში დაგხვდები მეთქი.მან ჩემი მხოლოდ სახელი იცოდა, არც მისამართი, არც სხვა საკონტაქტო მისთვის არ დამიტოვებია,როგორც კი სახლიდან გავიდა, ოც წუთში მეც დავტოვე იქაურობა და ჩემ შვილებს მივაშურე...
ბავშვებმა ვერაფერი შემატყეს, მათ ჩემი ავადმყოფობა არ გავუმხილე და ცხოვრება ჩემ ტკივილთან ერთად განვაგრძე.
ერთი კვირა გავიდა, მე კი უკვე ჩემ თავს ვერ ვცნობდი,იმდენად შევიცვალე.რაღაც მიხაროდა და კარგ განწყობას მინარჩუნებდა. მიკვირდა, რა მცირემ დამიბრუნა სიცოცხლის ხალისი ...სამსახურშიც და სახლშიც ყველა მამჩნევდა, რომ რაღაც ხდებოდა. თუმცა რა, ამას მე თვითონაც ვუმალავდი ჩემ თავს. შაბათ დღეს სალონში წავედი, განსაკუთრებულად ლამაზი ტანსაცმელი ჩავიცვი და გიორგის სახლში მივაკითხე.კარი ახალგაზრდა გოგონამ გამიღო.გოგონა ასაკით 20-22 წლის იქნებოდა, სასიამოვნო გარეგნობის.წინსაფარი ჰქონდა აფარებული და ეტყობოდა, სამზარეულოში საქმიანობდა. შევცბი, მაგრამ არ შევიმჩნიე და გიო ვიკითხე: ---სახლში არ არის, თქვენ ვინ ბრძანდებით? ---მე ბანკიდან ვარ, კრედიტ-ოპერატორი აუცილებლად უნდა მენახა გიორგი ---არ დავიბენი და ვიცრუე. --- თამთა---ხელი გამომიწონდა გოგონამ. ---მარი---ვუთხარი მეც. ---შემობრძანდით, ყავას მოგართმევთ, დაელოდეთ. ალბათ მალე მოვა ---სიამოვნებით---გამიკვირდა, რომ დავთანხმდი. ოთახში შევედი, იქაურობას ქალის ხელი დატყობოდა, დასუფთავებული უფრო ლამაზი მეჩვენა . ---ასეა, გიოს სამსახურის გამო ერთ ქალაქში ცხოვრებას ვერ ვახერხებთ, ამიტომ ხანდახან ჩამოვდივარ ხოლმე---ლაპარაკობს დაუსრულებლად თამთა. ---მესმის თქვენი----ჩუმად რომ არ ვიყო, იმიტომ ვპასუხობ. ყავა არ დამილევია, თამთას ჩემი სავიზიტო ბარათი დავუტოვე და სასწრაფოდ წამოვედი.
მოვდივარ და ვგრძნობ , თავში ვიღაც პატარა ჩაქუჩებს მიკაკუნებს და ტვინს მიხეთქვას.მერე ერთი ფრაზა ამომიტივტივდა: რაც მეტხანს იცოცხლებ, უფრო მეტ უსიამოვნებას შეხვდები, სიკვდილი კი გარდაუვალია. ახლა ეს ფიქრი ამეკვიატა. იმხელა ნაბიჯებით მივდივარ სახლისაკენ , ფეხები მტკივა და დაღლილობისგან ვქოშინებ... გზაში უცხო ნომრიდან მესიჯი მოვიდა, გავხსენი: --- მარი, ჩემმა დამ მითხრა, რომ შემომიარე,ძალიან გამახარე.
რომ არ წავქცეულიყავი, პირდაპირ ბორდიურზე ჩამოვჯექი და მხარით ხეს მივეყრდნე.
ტვინმა ისევ გამალებით დაიწყო მუშაობა.
(გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. საინტერესო თავია,პირველიც უნდა ვნახო.წარმატებები! საინტერესო თავია,პირველიც უნდა ვნახო.წარმატებები!
14. მე ისევ დაველოდები... მე ისევ დაველოდები...
12. კარგია მარი, წარმოვიდგინე ის სურათი, -ქალი ზის ბორდიულზე და მხრით ხეს ეყრდნობა, სახეზე დაღლილობა ატყვია, ეტყობა უახლოვეს ხანში ბევრი განიცადა. . . - ეს, ბრწყინვალე სურათია.მარტო ამ სურათზე დაიწერებოდა არაერთი პროზა. :)) კარგია მარი, წარმოვიდგინე ის სურათი, -ქალი ზის ბორდიულზე და მხრით ხეს ეყრდნობა, სახეზე დაღლილობა ატყვია, ეტყობა უახლოვეს ხანში ბევრი განიცადა. . . - ეს, ბრწყინვალე სურათია.მარტო ამ სურათზე დაიწერებოდა არაერთი პროზა. :))
11. ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 2 ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 2
10. Ar iyos raa... Ar iyos raa...
9. აქაც ასევე ბუუდდაააა, შაბათს რომ დავბრუნდები, მესამე ნაწილიც დამხვდებაააა :) ხუთქულბუდულ! :) აქაც ასევე ბუუდდაააა, შაბათს რომ დავბრუნდები, მესამე ნაწილიც დამხვდებაააა :) ხუთქულბუდულ! :)
8. კაცი მაინც კაცია, ისარგებლა სასოწარკვეთილი ქალის მდგომარეობით და მაშინვე ლოგინში ჩაიგორა... :) კაცი მაინც კაცია, ისარგებლა სასოწარკვეთილი ქალის მდგომარეობით და მაშინვე ლოგინში ჩაიგორა... :)
7. ოჰმ ამდენი მოულოდნელობა... :)))))))) რა ტიპი ხარ რაა, მართლა ძალიან ბუნებრივად ყვები, რაც ასე მომწონს ალბათ... :) + ოჰმ ამდენი მოულოდნელობა... :)))))))) რა ტიპი ხარ რაა, მართლა ძალიან ბუნებრივად ყვები, რაც ასე მომწონს ალბათ... :) +
6. მარი, რა კარგად გამოგდის მკითხველში ემოციის აღძვრა.. ძალიან ბუნებრივად წერ.+++++++ ვერ ვითმენ, ისე მაინტერესებს გაგრძელება.. გაიხარე ჩემო კარგო.
მარი, რა კარგად გამოგდის მკითხველში ემოციის აღძვრა.. ძალიან ბუნებრივად წერ.+++++++ ვერ ვითმენ, ისე მაინტერესებს გაგრძელება.. გაიხარე ჩემო კარგო.
5. მეც ძალიან მომწონს, მარი!... და მარიც ძალიან მომწონს ნაწარმოებში!... ნამდვილი ქალია, თავისი განცდა-ფიქრებით... ყოჩაღ, გოგონია! მეც ძალიან მომწონს, მარი!... და მარიც ძალიან მომწონს ნაწარმოებში!... ნამდვილი ქალია, თავისი განცდა-ფიქრებით... ყოჩაღ, გოგონია!
4. ეჰ დავით, დავით, ქალების ფსიქოლოგია მართლაც ასეთია...თავსაც იმიტომ იხჩობდა, რომ არ უნდოდა ვინმეს დამახინჯებული ენახა, ჩემო კარგო:( "ქალი მაინც ქალია"-ამაზე მართალი არაფერი გითქვამს:) მადლობა წაკითხვისა და წახალისებისათვის. ეჰ დავით, დავით, ქალების ფსიქოლოგია მართლაც ასეთია...თავსაც იმიტომ იხჩობდა, რომ არ უნდოდა ვინმეს დამახინჯებული ენახა, ჩემო კარგო:( "ქალი მაინც ქალია"-ამაზე მართალი არაფერი გითქვამს:) მადლობა წაკითხვისა და წახალისებისათვის.
3. ჰააა, რა მაგარია :D :D :D
პერსონაჟები გყავს, ნუ იყვი, ჯერ თავს იხრჩობდა, მერე მამაკაცის მკლავებში სიმშვიდე იგრძნო და ერთი კვირა ბედნიერია :D
ზუსტად არტყამ ხოლმე :)) ქალი მაინც ქალია და რაც არ უნდა საქმიანი, მოუცლელი, ფემინისტი :D და ასშ.. იყოს, სითბო და მოფერება ყოველთვის თავისას გააკეტებს :)) ველოდები გაგრძელებას! ჰააა, რა მაგარია :D :D :D
პერსონაჟები გყავს, ნუ იყვი, ჯერ თავს იხრჩობდა, მერე მამაკაცის მკლავებში სიმშვიდე იგრძნო და ერთი კვირა ბედნიერია :D
ზუსტად არტყამ ხოლმე :)) ქალი მაინც ქალია და რაც არ უნდა საქმიანი, მოუცლელი, ფემინისტი :D და ასშ.. იყოს, სითბო და მოფერება ყოველთვის თავისას გააკეტებს :)) ველოდები გაგრძელებას!
2. არ წავიკითხავ, სანამ ბოლომდე არ დადებს ჩემი მარიამითქო, მაგრამ... რა მოიცდის ახლა სამი დღე :( წინაც დავაპლიუსე და ესეც, მართლა მომეწონა და იმიტომ)** რეჟისორი მაინც ვიყო, მშვენიერი სცენარია ფილმისთვის! არ წავიკითხავ, სანამ ბოლომდე არ დადებს ჩემი მარიამითქო, მაგრამ... რა მოიცდის ახლა სამი დღე :( წინაც დავაპლიუსე და ესეც, მართლა მომეწონა და იმიტომ)** რეჟისორი მაინც ვიყო, მშვენიერი სცენარია ფილმისთვის!
1. ბრწყინვალე გაგრძელებაა. ტემპერატურა კვლავ ზენიტშია, :) მაგარია, მარი! სულმოუთქმელად ველოდები შემდეგ თავს :) აქ ჩემი უმაღლესი... +5 :) ბრწყინვალე გაგრძელებაა. ტემპერატურა კვლავ ზენიტშია, :) მაგარია, მარი! სულმოუთქმელად ველოდები შემდეგ თავს :) აქ ჩემი უმაღლესი... +5 :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|