ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2013


დღენაკლულთა პროტესტი

პროტესტს ვაცხადებთ დღენაკლულნი... პროტესტს ვაცხადებთ,
ტყვიას ნუ ესვრით ჩვენს მომავალს - როგორც ილიას,
ზოგი სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადეს,
ზოგიც მავანთა მოკლე ჭკუით ’’ჩარეცხილია“.
მიდით, ქართველნო! გაიტანეთ თქვენი ლელო და
ჩერქეზიშვილის ლექსით კვლავაც აგვახმიანეთ,
ხმა მივაწვდინოთ ემიგრანტებს საქართველოდან,
უიმათობა ჩვენც გვტკივა... და გვანაღვლიანებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები