ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერი18
ჟანრი: პოეზია
21 აგვისტო, 2013


ნუთუ

ნუთუ ქართული გულიც გაცივდა?!
ნუთუ ალავერდს მოწყდა ზარები
ნუთუ დიდგორიც სულ დაგავიწყდათ
ნუთუ ძმა-ძმობის გაწყდა ძაფები.

ნუთუ ირმები წყაროს ანკარას
არჩევენ მდორე ზუზუნა ჭაობს?!
დაუძლეველი ლომიც  შეშინდა
ისე რომ  თაგვთან ვაღარც კი კატობს.

ნუთუ მოჩლუნგდა გიორგის ხმალი?!
ხმალი სიმართლის, სინათლის სწორი
ნუთუ დადუმდა ჯურღაის ფარი
ფარი ერთგული და ფარი შორი.

ნუთუ დაბერდა  ძუ მგელის გული
ვეღარ დაზარდა ალგეთს ლეკვები.
ნუთუ შეირყა რწმენა ქართველთა
და მიტომ დუმან არაგველები?!

ნუთუ სანთელი სრულად ჩაიწვა.
ნუთუ ფრესკებზე გაჩნდა ბზარები?
ნუთუ იმედმაც კი მიგატოვათ...
ნუთუ გვესიზმრა ქართა ველები.

21.აგვისტო. 2013წ
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები