ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
21 აგვისტო, 2013


მარიონ!

დღეს უნდა დავლიო!
შეწყდა ფოთოლცვენა ნატყვიარ ქურთუკზე,
რას იტყვი, მარიონ?
შენ იცი - არ მიყვარს სტუმრები
და დიდი-დიდი რომ,
საღამოს მოხუცი სტაინი მოვიდეს.
და როცა დაგვისხამ კონიაკს,
შენ ხომ არ გგონია,
რომ ვიტყვით ბრტყელ-ბრტყელ და
გაცვეთილ მარაზმებს,
არც იმ ჭერს დავლოცავთ,
რომელზეც მარყუჟი  ეკიდა ახლახანს
და სტაინს აღარც აქვს,
ჩემთან კი, ყოველდღე წვიმები ჩამოდის...
(აქ ისევ დავკარგე ყველაფრის ხალისი!)
თუ გინდა ნურც მოხვალ
და თავად დავისხამ,
მე მაინც ვერაფერს აგიხსნი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები