ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არკუსი
ჟანრი: პოეზია
21 აგვისტო, 2013


* * *

შენ ახლა შორიდან მოდიხარ ჩემამდე,
დაღლილი წვიმით და დაცლილი მაჯებით
გინდა რომ ვიფიქრო, დროს ისე წელავდე,
რომ თითქოს წახვალ და არასდროს დარჩები

ჩემ სისხლში, გაძარცულ სიტყვასთან, დუმილთან,
გესევა ქარები დაგლეჯილ ფოთლების
და სიხლიც არც ისე ივსება გულიდან
იმ დრომდე, სანამდე, მოხვალ და მოთბები.

იწყება დღეები იმნაირ ლოდინის,
რომ სველი ქუჩები იცვლიან სახელებს
და უკვე შეგრძნებაც მძიმდება ლოდივით
რომ მოხვალ, თუმც ისევ მსჯიან და მამხელენ.

ასეა, მოდიხარ, ულევი წლებია
დაღლილი წვიმით და დაცლილი მაჯებით,
მოხვალ და ფოთლებიც კვლავ დაიცლებიან,
მოხვალ და დაგხვდება შიშველი ფანჯრები.

დრო ალბათ ყველაფერს ინდობს და ინახავს
ფიქრსაც და დუმილსაც, სიტყვას და მოლოდინს,
თუმც გხედავ შენ ახლა სულ ცოტა წინახარ
ჩემიდან, ზეციდან, თავიდან ბოლომდე,

რადგანაც მოხვედი და დაგაგვიანდა,
რადგანაც წაიღეს სიცოცხლე ქარებმა
შევხვდებით ოდესმე მაგ თმების ნიავთან,
თუ შენი სხეული კვლავ მომეკარება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები