ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
12 ნოემბერი, 2008


ღმერთების სამრეკლო

მაღალ მთას მინდა მივაშურო
და იქ დავსახლდე,
სადაც მზეს რწყავენ,
ხელისგულზე იფარვენ სხივებს,
სადაც ვარსკვლავებს ისე კრეფენ,
როგორც გვირილებს...
და ან კენკავენ...
ზეცის ტბაში უშვებენ ტივებს...
მეც მინდა ვნახო
როგორ კენკავს ჩიტუნა ვარსკვლავს,
მინდა მზე მოვრწყო,
გვირილები ავკინძო დილად,
მინდა მეტივეს ჩამოვუჯდე
და სუფრა მოვრთო,
ვნახო - ეს ვარსკვლავ-გვირილები
როგორ გაშლილან...
იმ მთაზე უნდა გადავსახლდე,
საც ზეცას შევწვდე,
ჩამოვხსნა მთვარე
და მის ნაცვლად გვირილა დავსვა...
სადაც ღმერთების სამრეკლოში
რეკავენ ზარებს...
რეკავენ ზარებს...
დღესვე მინდა იმ მთაზე წასვლა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები