ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
29 აგვისტო, 2013


ლიზი

ლიზი ბორდელის დიასახლისს  გავდა.
პირველად რომ დავინახე, დილა ძალას იკრებდა.... მის ბარძაყებს მზის შუქი მისწვდომოდა და ღაჟღაჟი გაუდიოდა.ეს ვნებით მავსებდა და იმავდროულად შიშით, თუმცა შიში საიდან მოდიოდა, ვერ ვაცნობიერებდი.ალბათ ეს მიუწვდომლობის შიში იყო?
      საღამო  შეუმჩნევლად გაილია მასთან საუბარში, ის დამისხლტა,მაგრამ ვაცალე, დიდხანს აღარ ვეხმიანებოდი, ვიცოდი მოვენატრებოდი და მართლაც, მისი არსება მოლბა ,მასში თვინიერებამ გაიღვიძა.თავად დამირეკა .შემხვდიო.ისევ ვისაუბრეთ ....მერე კიდევ ვისაუბრეთ.და ბოლოს ის დამნებდა.ჩვენ ვკრუსუნებდით .
სახურავზე კი მთელი ღამე ჩხაოდა ბებერი კატა!...
..დილიდან ყველაფერი მიხაროდა.ყველაფერი სხვანაირად ფოკუსირდებოდა ჩემს გონებაში, თითქოს მსოფლმხედველობაც შემეცვალა, ყველა მიყვარდა, მთავრობის ჩათვლით, გონებაში ლიზისთან ახალ-ახალ სასიყვარულო სცენებს ვდგამდი და კორექტირებასაც  თავად ვუკეთებდი, ვამუშავებდი განათებას, კუთხეს, სტილს, საუბრის მანერას,თეთრეულს, ფერებს.......ფანტასტიურ მოძრაობებს ვიგონებდი და ვხარობდი რომ ლიზის ეს აუცილებლად მოეწონებოდა.
მაგრამ ლიზი არ ჩქარობდა.
.......................................................................................................................................................................................................................................................

კრიტიკული დღეების გაგონებამ დამამწუხრა.
როცა ამ დღეებმა  2 კვირას გადააჭარბა, სერიოზულად შევშინდი.იქნებ უცხოპლანეტელია მეთქი ?...(ეს სავსებით რეალურია)  შემხვდი-თქო, მსწრაფლ ვაფრინე პატარა  მესიჯი.
ვერაო, ვერაო, თუმცა კი ძალიან მომეწონა შენთან და მინდაო, მაინც ვერაოოოო...მომწერა თავისი ნატიფი თითებით და მე ვგრძნობდი როგორ წვეთდა მისი ცრემლი ტელეფონის ეკრანზე.
რატომ მეთქი  და....  იცი რა, რაღაც უნდა გთხოვოო, უარი არ მითხრაო!
რა მეთქი და გულმა ბაგა-ბუგს უმატა.ალბათ მეგობრებად დავრჩეთო, მეტყვის მეთქი!...ცივმა ოფლმა დამასხა!
ფულიო, ფულიო, ბანკის ვალი მაქვსო  70 ლარამდე შესატანიო, დამეხმარეო საყვარელო!...(უფ.ამოვისუნთქე.)
შემხვდა, მივეცი, გაიქცა.თვალები მშიერი კატასავით უბრჭყვიალებდა....
აღარ დაურეკავს.ისევ მე დავრეკე. კრიტიკული დღეები  დამთავრებულიყო, (მადლობა ღმერთს!)ახლა უარესი მჭირსო, 350 ლარი მასესხეო...
შევხვდი, მივეცი, მაკოცა,გაიქცა.დაიკარგა.
ისევ მე დავურეკე.აუცილებლად მნახე, მენატრები მეთქი!
სახლში ვარო და გზის ფულიც არა მაქვსო....კაი მეთქი.
ეგრევე ტაქსი ვნახე, გადავუხადე, იქით-აქეთ....მისი მისამართი მივეცი....
მაგრამ ტაქსი ცარიელი მოვიდა. სახლში არ არისო.
ახლა თავად წავედი.ჩაკეტილ კართან დავდექი და დავრეკე.
...დიდხანს რეკდა მისი "ნოკია" კარს იქით....მერე ვიღაცის ბურდღუნი...მივაყურადე. ორნი იყვნენ!.. მამაკაცის ხმა გაღიზიანებულად ჟღერდა თითქოს, ლიზის უმტკიცებდა , მკიდია ვინ გირეკავს,არ უპასუხოოო.
წავედი. კიბეზე ჩავდიოდი, ლიფტი არც გამხსენებია .....



ს.ნ.2013. Copyright © All Rights Reserved.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები