ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2013


უმისამართო წერილი



სექტემბერი მოვიდა ბენჟი,
გეტყვი, რომ საყვარელი ხანაა ჩემთვის,
თუმცა საყვარელი ხანაა ჩემთვის,
შენთვის?
არ ვიცი...
სექტემბერი მოვიდა ბენჟი,
უსასრულოდ მოვიდა შენთვის,
შენ კი...
ნეტა რას ითვლი ბენჟი?
დღეებს, საათებს, თუ ტკივილებს შენში,
თუ მხოლოდ ელექტრონულ წერილებს, ბენჟი?
მე კი არ ვიცი რას მოგწერდი,
იმ უსასრულო სექტემბერში,
ჰო, უსასრულოდ უსასრულო, ბენჟამენ შენთვის,
ან იქნებ უკომენტაროდაც დამეტოვა შენი ლექსები,
იმ უსასრულო სექტემბრის ღამეს?
შენ კი...
იქნებ მხოლოდ ელექტრონულ წერილებს ელი?
იმედია...
იმედია არც დღეებს ითვლი, არც წუთებს
და არც ტკივილი გაწუხებს ბენჟი...
ვწუხვარ, რომ აწი ვერასდროს მოგწერ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს