| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 3 სექტემბერი, 2013 |
ანუ-ს აწეულ ზეცას მიწა აშორე, ენლილ, ურუქს ვერ გახდი მაინც უზენაესი ღმერთი! მას შემდეგ ცაზე ღრუბელს ბედმდევარივით დევნი, ისევ ქროლვაში იკლავ განსაქარვებელს შენთვის... ღამის ცაზე კი მთვარე შენი პირმშოა კვლავაც, ხან ქალის თეძოს მოჰგავს, ხანაც ალესილ ნამგალს. მგონი, შუმერულ მთვარეს ერქვა სახელად ნანა და ქარის შობილს დღემდე სახით ნამდვილად არ ჰგავს... გადარეული მაჯით და გაწეწილი თმებით ზოგჯერ მოჰგავხარ ალქაჯს, შხუილს როდესაც იწყებ. ან-ს ენატრები ალბათ და ცისფერ ცრემლის ტბებით ისევ გახედებს ზევით, დამბადებელი ცისკენ... ვის მისდევ დღე და მუდამ იქნებ, ინანამ იცის, „ცისა და მიწის მთაზე“ სიყვარულიც ხომ სახლობს. ერთი ვარსკვლავი ცაზე მკრთალად რომ იწყებს ციმციმს, შენ გეჩვენება ენლილ, ყველა ფოთოლზე ახლოს. გრძნობას წესები თუ აქვს იქნებ, ურ-ნამუს ჰკითხო, ამოვარდე თუ ჩადგე, თუ გადაიქცე სიოდ. თიხის ფირფიტა - არას, ცა კი გიბრძანებს - კი-ო! ჰოდა, შენს ბედის ვარსკვლავს მიდი, ბოლომდე სდიე! მიდი, უბერე სული, სანამდე გიდგას პირში, შენი ოცნება იქნებ, არ ჩამოვარდეს ციდან. ისიც იქ არის ენლილ, სადაც შენ თვითონ იშვი! ცივა, ქარია გარეთ... გარეთ ქარია, ცივა... 24.07.13
ენლილი- ქარისა და ჰაერის ღმერთი (შუმერული მითოლოგიით) ანუ - ცის ღმერთი ურ-ნამუ - შუმერისა და ურის ხელისუფალი ინანა - სიყვარულის და ნაყოფიერების ქალღმერთი
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. რა კარგად დაგიწერია, თანანა!!! ძველ სამყაროში ამომაყოფინე თავი :) 5 რა კარგად დაგიწერია, თანანა!!! ძველ სამყაროში ამომაყოფინე თავი :) 5
9. კარგი იყო...5 ვეთანხმები მაგდალენა ბეის...მეც წავედი სადღაც...სხვა სამყაროში... მით უფრო რომ მთვარეს ნანა რქმევია და...ქარის ღმერთის, ენლილის სატრფო ყოფილა...:) კარგი იყო...5 ვეთანხმები მაგდალენა ბეის...მეც წავედი სადღაც...სხვა სამყაროში... მით უფრო რომ მთვარეს ნანა რქმევია და...ქარის ღმერთის, ენლილის სატრფო ყოფილა...:)
8. ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
7. სადღაც სულ სხვა სამყაროში ვიმოგზაურე. არაფერს ჰგავდა აქამდე ნანახს...სანთელივით ჩამოქნილი მელოდია, "ვარსკვლავს რომ მართლა ფოთლად მოგაჩვენებს." სადღაც სულ სხვა სამყაროში ვიმოგზაურე. არაფერს ჰგავდა აქამდე ნანახს...სანთელივით ჩამოქნილი მელოდია, "ვარსკვლავს რომ მართლა ფოთლად მოგაჩვენებს."
6. სადღაც სულ სხვა სამყაროში ვიმოგზაურე. არაფერს ჰგავდა აქამდე ნანახს...სანთელივით ჩამოქნილი მელოდია, "ვარსკვლავს რომ მართლა ფოთლად მოგაჩვენებს." სადღაც სულ სხვა სამყაროში ვიმოგზაურე. არაფერს ჰგავდა აქამდე ნანახს...სანთელივით ჩამოქნილი მელოდია, "ვარსკვლავს რომ მართლა ფოთლად მოგაჩვენებს."
5. მაგრად მომეწონა. 5 ქულა. მაგრად მომეწონა. 5 ქულა.
4. შესანიშნავია, ძალიან მომეწონა დღეს ძლივს წავიკითხე ყველაზე სასიამოვნო პოეზია, და ამ ღამის შემოვლას ამ ლამაზი პოეზიით დავამთავრებ. მადლობა ავტორო, აქ კიდევ მოვბრუნდები. შესანიშნავია, ძალიან მომეწონა დღეს ძლივს წავიკითხე ყველაზე სასიამოვნო პოეზია, და ამ ღამის შემოვლას ამ ლამაზი პოეზიით დავამთავრებ. მადლობა ავტორო, აქ კიდევ მოვბრუნდები.
3. მიყვარს შენი მაღალი პოეზია... სამწუხაროდ, ძველებურად ხშირად ვეღარ შემოვდივარ საიტზე... გკოცნი! :-* მიყვარს შენი მაღალი პოეზია... სამწუხაროდ, ძველებურად ხშირად ვეღარ შემოვდივარ საიტზე... გკოცნი! :-*
2. როგორც ყოველთვის! პოეზიაა აქ! როგორც ყოველთვის! პოეზიაა აქ!
1. კარგი იყო ეს შუმერული ამბავიც.
"გრძნობას წესები თუ აქვს იქნებ, ურ-ნამუს ჰკითხო, ამოვარდე თუ ჩადგე, თუ გადაიქცე სიოდ."
კარგი იყო ეს შუმერული ამბავიც.
"გრძნობას წესები თუ აქვს იქნებ, ურ-ნამუს ჰკითხო, ამოვარდე თუ ჩადგე, თუ გადაიქცე სიოდ."
|
|
მონაცემები არ არის |
|
|