ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2013


ვირების დოღი

რა დროა, ყველა გახდა მეძვირე,
ცხოვრებას ოქროს დაედო ფასი,
თავები მოაქვთ ცხენებად ვირებს,
თუმც იერიც კი არა აქვთ მსგავსი!

ცხენებს, ეს, სულ არ ადარდებთ, ვატყობ,
მეტი არ არის არც ჩემი მტერი...
ვინც ეს ქვეყანა ასე მოაწყო,
ვირთა დოღისაც მან ყლაპოს მტვერი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები