 | ავტორი: თოლიგე ჟანრი: პოეზია 5 სექტემბერი, 2013 |
იშვა, ჯვარს ეცვა და ამაღლდა, იყო და ელოდა წყება სიცრუეთა, ღალატთა, ცოდვათა შენდობა და უფლის დიდება... ეს მერე, ეს მერე იქნება, ჯერ მხოლოდ ნათელი დაადგა უფლისა უწმინდეს დედოფალს. უსმინე, ქალწულო მარიამ, უფლის ანგელოზის სულია, ყოველი დღე საოცარია, ყოველი დღე სასწაულია. ყოველი დღე საჩუქარია და კეთილის ბოროტთან ცილობა, ჩვენი საზიდავი ჯვარია _ ომი თუ მშვიდობა? ომი თუ მშვიდობა? ომი და მშვიდობა!.. და მორწყავს სამყაროს ყოველთა მხარეთა, წყალთა და მყარეთა სისხლი მოწამეთა. ყოველი წვეთისთვის უფალს ეყვარება, დაღარავს ზეცისპირს თმენა და კირთება... ეს მერე, ეს მერე იქნება _ ჯერ იყო ღვთიური ნათება _ ხარება. უფლის საძიებლად მიწიდან ცისაკენ უწყვეტი რონინი, ცოდვის პატიება, შემდგომ უსასრულო ტანჯვის და ლოდინის, დაღალულ სულში რომ მიაგნებს წყლულებს და სტიგმატებს _ სურს მონანიება და სანთელს რამდენიც დაანთებს მორწმუნე _ ქრისტე იბადება. რწმენის და იმედის არის საზღაური სულის უკვდავება. ლოცვებით მოსული თმენა და გამოცდა და იდუმალება, შორის სასწაულთა შორის სასწაული _ ცეცხლის გარდამოსვლა.
ცხოველი სვეტებით სული _ სულიწმინდა, იმედად მლოცველთა, აქაც ჩამოაღწევს, მთებში გაირინდავს, კლდეში გამოკვეთავს ტაძრებს და მონასტრებს... უფალი გვფარავდეს! ომთა და სისხლიან დრო-ჟამთა თანამდევს მრავალ საუკუნეს რწმენის და ძიების სანთლით გაანათებს ბნელსა და უკუნეთს. საღმრთო და საუფლო გალობა გაისმა _ მარტი გამაისდა, ტაძრები აღმართა და ჯვრები ამაღლდა და სული განათლდა ცამეტთა ასურთა, წმინდათა ასულთა და ღირსთა მამათა!
შეუცნობელია გზანი უფლისანი! რადგანაც ენება ეთქვა `გალობანი სინანულისანი~ მეფეს აღმშენებელს და ლოცვა აღმოხდა... ხანი რომ გამოხდა _ ოსანა! ოსანა! სულმნათმა მგოსანმა სულიდან ამოთქვა `ვეფხისტყაოსანი~...
დახატავს შობას და ნათლობას და ჯვარცმას ყალამი და კიდევ, და კიდევ და კიდევ, რაც მოხდა ათასგვარ სხვა რამეს... ახლა კი უსმინე, რას გეტყვის ნათელი ღიობის, უსმინე გალობას იდუმალს, მოგივლენს, ქალწულო, ხსნას კაცობრიობის და ღვთის საიდუმლოს.
უფალი, ჩვენში ჩასახული, რწმენით რომ მტკიცდება, სულში რომ იზრდება, კვირტდება, ყვავილობს, რწმენის საწყაული _ უფლის სიყვარულით, უფლის სადიდებლად _ ალილო. ზეიმობს სრულიად მართლმადიდებლური, ღვთიური სამყარო შობას დიდებულად, უფალს ებარება, ბოროტ და შურიან ბნელთან რომ გაყაროს სიკეთის ნათება, ღვთით მირონცხებული ჯვარი რომ ატარონ რწმენით ნეტარებმა და ქედზე სანთლები _ ნიკორა ხარებმა... თუ ღმერთმა ინება, ეს მერე, ეს მერე იქნება _ ჯერ იყო ხარება.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. გაიხარეთ, უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ!
გაიხარეთ, უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ!
4. შეუცნობელია გზანი უფლისანი! რადგანაც ენება ეთქვა `გალობანი სინანულისანი~ მეფეს აღმშენებელს და ლოცვა აღმოხდა... ხანი რომ გამოხდა _ ოსანა! ოსანა! სულმნათმა მგოსანმა სულიდან ამოთქვა `ვეფხისტყაოსანი~... + + + ულამაზესი ლექსია. 5 შეუცნობელია გზანი უფლისანი! რადგანაც ენება ეთქვა `გალობანი სინანულისანი~ მეფეს აღმშენებელს და ლოცვა აღმოხდა... ხანი რომ გამოხდა _ ოსანა! ოსანა! სულმნათმა მგოსანმა სულიდან ამოთქვა `ვეფხისტყაოსანი~... + + + ულამაზესი ლექსია. 5
2. უფალი, ჩვენში ჩასახული, რწმენით რომ მტკიცდება, სულში რომ იზრდება, კვირტდება, ყვავილობს, რწმენის საწყაული _ უფლის სიყვარულით, უფლის სადიდებლად _ ალილო.
რა კარგი ლექსია, მართლაც უფლის სადიდებელი...:-* 5 უფალი, ჩვენში ჩასახული, რწმენით რომ მტკიცდება, სულში რომ იზრდება, კვირტდება, ყვავილობს, რწმენის საწყაული _ უფლის სიყვარულით, უფლის სადიდებლად _ ალილო.
რა კარგი ლექსია, მართლაც უფლის სადიდებელი...:-* 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|