ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რებეკა
ჟანრი: პოეზია
12 ნოემბერი, 2008


ვერ მიცანი?

ვერ მიცანი?
თუ აღარ გსურს მიცნობდე?
აღარ გინდა
ძველებურად მიგრძნობდე?
ვერ მიხსენებ?
არ ვარ შენგან  წასული?
თუ ყოველი
უკვე არის წარსული?

ხმა გამეცი.
მიცანი თუ ვერ მიცან.
თუ ვეღარ მცნობ,
დაე ვიქცე მე მიწად,
შენს მონატრულს,
გული ორად გამეპო.
მინდა ფეხქვეშ,
ნიადაგად დაგეგო!

მითხარი , რომ
მელოდი და მიცანი,
შეამტვრიე
ჩემი გულის ფიცარი!
მინდა მიხვდე,
მწარედ რატომ ვღონდები.
ასე ფუჭად
ერთურთს ნუ დავშორდებით.


1996წ,
ნონა ლაცაბიძე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები