ნაწარმოებები



ავტორი: გვანცა ბახუტაშვილი
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2013


ჯონათანს.ტატოს

"როცა სახლში გაქვს ქონება და სხვაგან დაეძებ."

....

ჩემო მდუმარე სიყვარულო
შეისმინე ლოცვა-ვედრება
მე ვარ ზღვის სული,
მხოლოდ შენთვის ამღერებული.
ვარ შენი გულის ერთადერთი ლურჯი სიზმარი.
და გთხოვ შენდობას.
პირველივე ქარს გავყევი უცხო მხარეში...
მაგრამ შევრჩი სიცარიელეს,
რადგან შენი ვარ საუკუნოდ.
და სინანულის ტყე ხარობს ახლა
ჩემი გულის ბნელ მხარეებში .
გთხოვ დამიფარე სიბნელისგან
გამიღე კარი,
შიშით სავსე სხეულით ვგრძნობ,
მოდის ზამთარი.
გამიღე კარი, მოვიტანე მკვდარი ყვავილი
და გამიცოცხლე.
მოვიტანე მკვდარი თვალები და გამიცოცხლე.
მოვიტანე მკვდარი სიტყვა და გამიცოცხლე.
მე გაძარცვული, მომლოდინე შენი წყალობის
და კიდევ უფრო შეყვარებული უწმინდეს ზღვებზე
გავირინდები და კარსუკან შენი ფეხის ხმას დაველოდები.
და მზესავით ერთადერთ იმედს,
რომ მოწყალე ხარ როგორ ძველი ზღაპის გმირი
ანდა ბავშვის ცხელი გული,
მიწა, ცა , ღმერთი.
და შემომიშვებ შენს სიმშვიდეში, სილურჯევ ჩემო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს