ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 20 სექტემბერი, 2013
მკაცრი კოსმოსური რეალობა
მაღალი ძაბვის ანძიდან ჩამოვედი. როცა მაღლა ვიყავი და ქალაქს გადავყურებდი, რაღაც ამაღლებული და მისტიური აზრები მომდიოდა მაგრამ ვერ ვაცნობიერებდი, ახლა კი ერთბაშად მივხვდი და ხილვებიც კი დამეწყო, რომ არ დავცემულიყავი, იქვე ჩავჯექი , ანძას ზურგით მივეყრდენი, მისი ცივი რკინის სხეული სასიამოვნოდ ბზუოდა , თითქოს ნელა , თანაბარი სიჩქარით მიმავალ ავტომობილში ვიჯექი...მერე ჩათვლიმა მესიზმა რომ დედამიწას უამრავი უცხოპლანეტელი რობოტ-ანდროიდი შემოსეოდა და აეოხრებინა, გადარჩენილი ადამიანები კი გამოქვაბულებში იმალებოდნენ, ბრძოლას კი მაინც აგრძელებდნენ, აი, ვხედავდი როგორ იჯდა (უფრო სწორად, დაესვათ, დაემაგრებინათ ) უფეხო ბავშვი სკამზე, მისი არაბავშვურად სერიოზულ სახიდან თითქოს მთელი გადარჩენილი ადამიანების სევდა და 2/3 შურისძიება იხედებოდა...ის სწრაფად, ამზადებდა ყუმბარებს, ცალხელა, სახედამწვარ ქალთან ერთად....მერე კი ვიღაც მოხუცი ქალი ალაგებდა ყუთებში, ოხვრით უბიძგებდა და გარეთ გაქონდათ....
ამ დროს ერთი უცნაური აზრი მომივიდა, ვინ ვიყავი მე, ადამიანი თუ ის დამპყრობელი რობოტ-ანდროიდი?...დიდხანს ვფიქრობდი და ვერ გავარკვიე. მერე გამახსენდა, როგორ მოვხარშეთ ადამიანი და ვსანსლავდით, თან მის ტელეფონში მესიჯებს ვკითხულობდით და ვიცინოდით...რაღაც მომენტში , რომ დავნაყრდი, პროტესტის გრძნობაც გამიჩნდა, როგორ შეიძლება მეთქი , მოზროვნე არსების შეჭმა! მაგრამ იქვე ხმა ჩამაგდებინეს, ვის ეძახი მოაზროვნეს?..ამას?..მთელი ფული ტოტალიზატორში რომ ჩადოოო???? ასე რომ პროტესტი განა მარტო უარყოფილ იქნა, მეტიც, უამრავი მიზეზი ყოფილა კიდევ .....ვუსმენდი და ისევ წავეტანე ხორცს....
შორს, სადღაც შორს, თვალუწვდენელი კოსმოსის სიღრმებში, გალაქტიკის სპირალურ სახელოსთან, ეგრეთ წოდებულ ჩვენს გალაქტიკის უბანში, მზის სისტემის ქუჩაზე, ბრუნავდა ჩვენი უბედური სახლი, დედამიწა. (ნომრის გარეშე) ჰო და აღმოჩნდა რომ მარტო ჩვენ არა ვყოფილვართ ამ სამყაროში .... როცა საზოგადოების ნაწილი ყველაზე თხელ სმარტფონს განიხილავდა, როცა უსაქმურობისგან მე-17-ე ფინჯან ყავას ვსამდნენ რომელიღაცა ოფისში, დაღლილი სახეებით მაუსს აგორავებდნენ და ექვსის ნახევარს ელოდნენ რომ სახლში გაქცეულიყვნენ,მაშინ ზოგიერთები დარბოდნენ და მთელი დღე შაურმას აგემოვნებენ, ხან დიღმისას და ხან გლდანისას, თან წაიკუზებოდნენ ხოლმე თავის მანქანებთან ისე რომ უკანალის ღარი უჩანდათ, ხოლო ავტო-გასამართ სადგურის აბრაზე "ხადავიკი" ეწერა და შემოდგომის ქარი ნაზად აქანავებდა, დანარჩენები კი გამოთაყვანებული სახეებით ტვირთავდნენ ტერმინლების უძირო ხახაში ლარიანებს, ისე რომ არაფერი მოასწვავებდა უბედურებას, თითქოსდა ასეც უნდა ყოფილიყო მინიმუმ კიდევ 100 წელი! დედამიწას რობოტი-ანდროიდები შემიესივნენ! ეს იმ დროს დაემთხვა, როცა 100 ნომერი მარშრუტკა ელიავაზე გაჩერდა და ამ დროს დაიწყო კიდეც ... ნივრის ,ხახვის,ლუდის,თევზის, იღლია,დაუბანელი უკანალის და ასე შემდეგ.... სპეციფიურმა სუნმა სალონი აავსო და რომელიღაცა აქამდე უცნობი სიმყრალის განზომილების შკალით 9 ბალს, ანუ მაქსიმუმს მიაღწია, ამას უშედეგოდ ებრძოდა ზოგიერთი მანდილოსნის ახლახანს მიპკურებული სუნამოს სუნი....და რადგან რადგან ეს სუნამოები უმთავრესად ყალბი გახლავთ, ამიტომ მალე დამარცხდნენ , უთანასწორო ბრძოლაში. რობოტ-ანდროიდები არ ჩქარობდნენ, ერთმანეთს გადახედეს, მერე თვალები გაუფათოვდათ, მათ სეირის ყურება განიზრახეს და ....... დიახ, ისინი ჯერ კიდევ გვაკვირდებიან, თუ ასე გავაგრძელებთ, გული აერევათ და სამუდამოდ მოგვშორდებიან. გაქროლდებიან თავიანთ პლანეტაზე და აღარასდროს დაბრუნდებიან... ამიტომ, მოგმართავთ, ჩემო ძვირფასებო! თბილისელებო და დედაქალაქის სტუმრებო! ტაქსისტებო! ელიავას მუშებო! ოფის-მენეჯერებო! გამყიდველებო! და ჩემო ძვირფასო ადამიანებო, მერე რა რომ წყალი მოდის, ნუ დაიბანთ!!!! არ გამოიბანოთ იღლიები და ზოგიერთი საინტერესო ადგილები, ეგრევე, სამსახურის მერე ეგრევე დაჯექით სამარშრუტო ტაქსში და იფიქრეთ იმაზე რომ თქვენ თუ გადაარჩენთ სამყაროს თორემ ...დებილი სპაიდერმენი, სუპერმენი.....ვინ ოხერია?????