| ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 15 სექტემბერი, 2013 |
დღეს შენი ქორწილია, დე...
რამდენჯერ მიფიქრია ამ დღეზე...როცა შენს ქორწილში მოვიდოდი და მოგილოცავდი,პირველად შენ ჩაგიხუტებდი და მერე შენ ცოლს...ერთხელ ზუსტად ასე დამესიზმრა კიდევაც.მე და ნანას გადაწყვეტილი გვქონდა, შენ ქორწილში აუცილებლად უნდა გვეცეკვა. ოთხი წელია ჩემი "შვილი" ხარ, არადა ერთმანეთი არასდროს გვინახავს, მხოლოდ ვირტუალურად ვკონტაქტობთ და ვლაპარაკობთ,წუხელ კი მითხარი, ყველაფერი უცებ გადავწყვიტე , ხვალ 2 საათზე ქორწილი მაქვს და საჩხერეში გეპატიჟებიო.როგორ ამეხსნა შენთვის, რომ ავად ვარ და ჩამოსვლას ვერ შევძლებ, როგორ შემეძლო შენთვის ქორწილის წინა საღამოს სიმართლე მეთქვა, რითაც აუცილებლად გაგანერვიულებდი, ჩვენ ხომ ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ....ჩემ შვილებზე მეტადაც კი ახლოს ვართ... ამიტომ უდროობა მოვიმიზეზე და პირიქით გისაყვედურე, ადრე რომ მცოდნოდა, როგორმე მოვახერხებდი მეთქი. მინდა ბედნიერი იყო, ჩემო პატარა და საყვარელო, ჩემო კაპრო, ასე დაგარქვი ამ რამდენიმე წლის წინ და ახლაც ჩემ ტელეფონში შენი ნომერი წერია , როგორც კაპრო(ბაყაყი)... ამ წლების განმავლობაში რამდენი სითბო ვაჩუქეთ ერთმანეთს, შენ დიდივით მელაპარაკებოდი და ჭკუას მასწავლიდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი ჩემ შვილებთან, რომ მათ გული არ ტკენოდათ და მეც ბედნიერი ვყოფილიყავი... საკუთარ "გამოცდილებას" მიზიარებდი...ჩემ შვილებთან ურთიერთობას მასწავლიდი მაშინ მხოლოდ მეათე კლასსში იყავი, პატარა და სულელი...ახლა კი უკვე დავაჟკაცებულხარ, ცოლი შეირთე, როგორ მახსოვს,როცა მასზე მიყვებოდი, დე, ისეთი გოგო ვიპოვე, მე რომ გამიგებს და შენც რომ გაგეხარდებაო. რამდენჯერ გათენებამდე გვილაპარაკია და შენი პრობლემები გაგიზიარებია... ჩემი შვილები შენზე ეჭვიანობდნენ, არ უნდოდათ დედის სითბო ვინმესთვის გაეყოთ...ახლა კი... ახლა კი , დღეს შენი ქორწილია... ამ დილით როგორ მინდოდა სიგიჟე ჩამედინა და წამოსვლა მომეხერხებინა... მაპატიე, ვერ მოვახერხე, ამიტომ ამ წერილს მოგწერ და კიდევ ერთხელ გისურვებ ბედნიერებას... შენი დედიკო
P.S ფოტოები მალე გამომიგზავნე
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. აი რაში ყოფილა საქმე, თამარ ბუკიას კომენტარის შემდეგ მივხვდი ყველაფერს.
იხარე თბილო დე! :) ++ აი რაში ყოფილა საქმე, თამარ ბუკიას კომენტარის შემდეგ მივხვდი ყველაფერს.
იხარე თბილო დე! :) ++
8. მადლობები კაპროსგანაც და ჩემგანაც.... მადლობები კაპროსგანაც და ჩემგანაც....
7. მარიამ, სითბო ხარ შენ და ათბობ გარშემო ყველაფერს :* მარიამ, სითბო ხარ შენ და ათბობ გარშემო ყველაფერს :*
6. როგორ გამიხარდა, მარი, ვერ წარმოიდგენ! მეც მყავს ასეთი "შვილები"... ყველა აქ გავიცანი და ყველას ვიცნობ... ყველა სიჟემდე მიყვარს... ჩემი ქაშიკა-დათა... ჩემი როი... ჩემი გიო მაკაველი...
და არა მხოლოდ "შვილები"... აქ ძმებიც მყავს, ძმაკაცებიც, გულითადი მეგობრებიც... ყველა მიყვარს, ყველა მტკივა და ყველა მიხარია!...
ცუდია, რომ შვილის ქორწილში ვერ წახვედი, მაგრამ... შვილიშვილის დაბადებაზე ჩახვალ, მის ნათლობას დაესწრები... ღმერთი შვილიშვილის ქორწილსაც მოგასწრებს! მთავარია, გული არ გაიტეხო! :))) გკოცნი, ჩემო უცნობო მეგობარო!
კაპროს (იგივე მაუგლის) კი ჩვენი სახელითაც მიულოცე! სულ ბედნიერი ამყოფოს ღმერთმა! :)
როგორ გამიხარდა, მარი, ვერ წარმოიდგენ! მეც მყავს ასეთი "შვილები"... ყველა აქ გავიცანი და ყველას ვიცნობ... ყველა სიჟემდე მიყვარს... ჩემი ქაშიკა-დათა... ჩემი როი... ჩემი გიო მაკაველი...
და არა მხოლოდ "შვილები"... აქ ძმებიც მყავს, ძმაკაცებიც, გულითადი მეგობრებიც... ყველა მიყვარს, ყველა მტკივა და ყველა მიხარია!...
ცუდია, რომ შვილის ქორწილში ვერ წახვედი, მაგრამ... შვილიშვილის დაბადებაზე ჩახვალ, მის ნათლობას დაესწრები... ღმერთი შვილიშვილის ქორწილსაც მოგასწრებს! მთავარია, გული არ გაიტეხო! :))) გკოცნი, ჩემო უცნობო მეგობარო!
კაპროს (იგივე მაუგლის) კი ჩვენი სახელითაც მიულოცე! სულ ბედნიერი ამყოფოს ღმერთმა! :)
5. ჯანმრთელობა ავტორს, ადრესატს _ბედნიერება ) ჯანმრთელობა ავტორს, ადრესატს _ბედნიერება )
4. ვემზადები კახა, ვემზადები, პირველად ეს "შვილი" დაქორწინდა და მალე ჩემებიც გამიფრინდებიან :) სიგიჟეს ჩავიდენდი, მხოლოდ ჯანმრთელობამ მიმტყუნა :( ვემზადები კახა, ვემზადები, პირველად ეს "შვილი" დაქორწინდა და მალე ჩემებიც გამიფრინდებიან :) სიგიჟეს ჩავიდენდი, მხოლოდ ჯანმრთელობამ მიმტყუნა :(
3. როცა დედის გვერდიდან შვილი მიდის რაც არ უნდა გასახარებელი იყოს ეს დედის ტვის მძიმეა. მარი მოემზადე ამისთვის :) როცა დედის გვერდიდან შვილი მიდის რაც არ უნდა გასახარებელი იყოს ეს დედის ტვის მძიმეა. მარი მოემზადე ამისთვის :)
2. ახლა კი , დღეს შენი ქორწილია... ამ დილით როგორ მინდოდა სიგიჟე ჩამედინა და წამოსვლა მომეხერხებინა... მაპატიე, ვერ მოვახერხე, ამიტომ ამ წერილს მოგწერ და კიდევ ერთხელ გისურვებ ბედნიერებას...
ზოგჯერ ღირს "კარგი" სიგიჟეების ჩადენა. ახლა კი , დღეს შენი ქორწილია... ამ დილით როგორ მინდოდა სიგიჟე ჩამედინა და წამოსვლა მომეხერხებინა... მაპატიე, ვერ მოვახერხე, ამიტომ ამ წერილს მოგწერ და კიდევ ერთხელ გისურვებ ბედნიერებას...
ზოგჯერ ღირს "კარგი" სიგიჟეების ჩადენა.
1. ძალიან საინტერესო, განსხვავებული და თბილია. ისეთ ურთიერთობაზე მიგვანიშნებს, ძალიან იშვიათად თუ წააწყდები ცხოვრების მანძილზე. მე ჯერ ასეთი დედა-შვილი არ შემხვედრია. :( მომეწონა! ;) ძალიან საინტერესო, განსხვავებული და თბილია. ისეთ ურთიერთობაზე მიგვანიშნებს, ძალიან იშვიათად თუ წააწყდები ცხოვრების მანძილზე. მე ჯერ ასეთი დედა-შვილი არ შემხვედრია. :( მომეწონა! ;)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|