| ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 18 სექტემბერი, 2013 |
პირველი და ყველაზე მძაფრი, რაც დამამახსოვრდა, ჩემი დაბადების დღე იყო.მამამ ჩემი ხუთი და თავისი ოცდათხუთმეტი წლის იუბილე ერთად აღნიშნა და მე წითელი ნაბდის თუ თექის საზამთრო ჩექმა-ფეხსაცმელი მიყიდა, წითელი და კვაწუნა ( ახლა იმნაირებს "უგებს" რომ ეძახიან). განებივრებული ბავშვი არ ვიყავი და მახსოვს ამ საჩუქარმა იმხელა სიხარული მომიტანა, მთელი დღე ფეხზე არ გამიხდია და გახარებული ვხტუნავდი , სტუმრებსაც კი არ ვაქცევდი ყურადღებას. მეორე დღეს დედაჩემმა ნახა, რომ ჩექმა შიგნიდან მთლად სველი იყო და დამტუქსა: ----ამხელა გოგომ როგორ ჩაისველეო. მახსოვს , საშინელი რეაქცია მქონდა და სასტიკად შევიძულე ის ფეხსაცმელი. ჯერ შევიძულე და მერე შეშის ღუმელში დავწვი.(მაშინ დედის შეძულება ვერ გავბედე...) მას შემდეგ უკმარისობის გრძნობა შემესისხლხორცა... არასდროს მიხარია ახალი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მეზარება საყიდლებზე სიარული და მირჩევნია ძველებით ვიარო, ვიდრე არ დაიხევა,ხოლო თუ კაბა სხვისი გამონაცვალია, ეს ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. (თუ მაინც ვინმემ რამე მაჩუქა, კარადაში ისე დალპება, მზის სინათლეს ვერ ნახავს.) არასდროს მყოფნიდა მშობლების სითბო, მუდამ ვეჭვიანობდი მათზე და ვფიქრობდი, რომ მათ ერთმანეთი ჩემზე მეტად უყვარდათ. საჭმელზე ჭირვეულობა დავიჩემე,კიდევაც რომ მომწონებოდა, მაინც არ ვჭამდი, ვაიძულებდი ყველას,რომ მთელი ყურადღება ჩემზე გადმოეტანათ.როცა წვნიანი არ იყო, მაშინ ვითხოვდი და თუ მოამზადებდნენ, მათ ჭამაზე გული მერეოდა. როცა დედა გარდაიცვალა, გულის სიღრმეში არ მიდარდია, მხოლოდ ახლობლების დასანახად ვიცრემლებოდი...მერე ერთი ჭუჭყიანი ოთახი ვიქირავე,თითქმის მიწაში ჩადგმული, ჩაშავებული და დანესტიანებული შპალერით და იქ გადავედი საცხოვრებლად.
უკმარისობის გრძნობა მქონდა სიყვარულშიც...საკმარისი იყო, ვინმე ჩემით დაინტერესებულიყო,სქელ ნაჭუჭში ვჯდებოდი და იქედან მანამდე არ გამოვიხედავდი, ვიდრე ჩემი თაყვანისმცემელი მინიმუმ სამი თვით არ გამცილდებოდა. ჩემ თავს სიყვარულის უფლებას არ ვაძლევდი. გრძნობას გასაქანს არ ვაძლევდი და ჩანასახშივე ვახშობდი, ჭურივით სარქველს ვახურავდი და გულდასმით ვგნესავდი. არ მიყვარდა მეგობრებთან ურთიერთობა და არც მყავს ისინი. არც წინსვლას ვცდილობდი. ეგ კი არა, სკოლაში გაკვეთილზე ცოდნის ნიშნად ხელი ერთხელაც არ ამიწევია. თუ რომელიმე მასწავლებელი მაინც გამიძახებდა, ცოდნის მაქსიმუმს არ ვავლენდი და გულში ვბრაზობდი, კეთილი ინებეთ და ისე გააარკვიეთ, ვიცი თუ არა, ჩემი აქტივობის გარეშეთქო.
ვემალებოდი სიყვარულს, ვტანჯავდი მშობლებს , არ მიყვარდა ნათესავები...არ მწამს რელიგიის, ვერ ვიტან სანთლის სუნს...
ახლა 22 წლის ვარ და ზუსტად ასე ვცხოვრობ, ვკერპობ და ვუხეშობ, ვეწევი და ვსვამ , თუმცა არასდროს ვნანობ, პირიქით სიამოვნებას მანიჭებს...ასეთი ჩამოვყალიბდი, ადამიანი--სისხლის მწოველი ,ვამპირი. (ეს ტერმინი ერთ -ერთ ინტელექტუალურ ჟურნალში ამოვიკითხე და მივხვდი, რომ ჩემი იყო). ვცხოვრობ სხვისი ენერგის ხარჯზე. დილით ვინმეს ამოვაცლი მთელი დღის სამყოფ ენერგიას, ამოვწოვ სისხლს მისი ხუთნახევარი ლიტრიდან რამდენიმე გრამს , გადავისხამ ჩემს გაუმაძღარ სხეულში და მთელ დღეს ამით ვსაზრდოობ, ხანდახან კიდევაც დავიმატებ ოჯახის სხვა წევრებისგან, ვითომმეგობრებისგან ან მომაბეზრებელი თანამშრომლებისგან და თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგჯერ უფროსისგანაც კი მოვიპარავ რამდენიმე წვეთს და რეზუს უარყოფით ჩემ სისხლს მისი წვეთებსაც შევურევ.
მიჭირს? არა ასე ცხოვრება სულაც არ მიჭირს. არ მყოფნის სიძულვილი, შიმშილი, სიცივე და შური....მეტი მინდა...
უნივერსიტეტში სწავლის დროს ფსიქოლოგების შრომებს გავეცანი და მივხვდი, მათ ჩემთვის მოსაცემი არაფერი ჰქონდათ, რადგან თავიანთი უვიცობა გასჭირვებოდათ...მათში არაფერი იყო ნათქვამი ჩემნაირ გამონაკლისებზე....
დარწმუნება იმაში, რომ უნიკალური ვარ, არ გამჭირვებია.ჩემზე არ ვრცელდება არცერთი კანონზომიერება. გარეგნული სახის გარდა არაფერი მაქვს საერთო ადამიანებთან და ხუთი გრძნობიდან მაქვს მხოლოდ შიმშილის გრძნობა და მას სხვისი სისხლის სმით ვიკმაყოფილებ,როგორც ვამპირი. ჩემი " ვამპირი"ყველაზე მეტად ვირთხისფერია და ყველაზე უფრო ცივი, როგორც უხსენებელი.
ვინმემ რომ მკითხოს, დედამიწაზე ცხოვრების ოცდაორი წლის და მუცლადყოფნის ცხრა თვიდან უფრო დიდი სიამოვნება ცხრა თვის სასარგებლოდ გადაწყდებოდა... ვფიქრობ, იქ კარგად ვიქნებოდი.
ცხოვრებაში არაფერი მიძებნია...არავინ და არაფერი.... და როცა ერთ დღეს ჩემთან ჩემნაირი ახალგაზრდა გოგონა მოვიდა , თვალი თვალში გამიყარა და მითხრა, თეო, მე შენი ტყუპისცალი ვარ და რამდენი წელია გეძებო, იმ წამსვე მივხვდი, ეს ის იყო, რაც ცხოვრებაში მინდოდა და მაკლდა.
მე ის მჭირდებოდა და სხვა ყველაფერი , რაც აკერებული მქონდა, უნდა ჩამომერღვია....
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. კარგი იყო ბუდულა კარგი იყო ბუდულა
17. თემა საინტერესოა. გადაწყვეტამ უკმარისობის გრძნობა დამიტოვა. თემა საინტერესოა. გადაწყვეტამ უკმარისობის გრძნობა დამიტოვა.
16. მიჭირს? არა ასე ცხოვრება სულაც არ მიჭირს. არ მყოფნის სიძულვილი, შიმშილი, სიცივე და შური....მეტი მინდა...
დარწმუნება იმაში, რომ უნიკალური ვარ, არ გამჭირვებია.ჩემზე არ ვრცელდება არცერთი კანონზომიერება. გარეგნული სახის გარდა არაფერი მაქვს საერთო ადამიანებთან და ხუთი გრძნობიდან მაქვს მხოლოდ შიმშილის გრძნობა და მას სხვისი სისხლის სმით ვიკმაყოფილებ,როგორც ვამპირი. ჩემი " ვამპირი"ყველაზე მეტად ვირთხისფერია და ყველაზე უფრო ცივი, როგორც უხსენებელი. ძალიან მომეწონა ბუდულ!!!!!!!!!!!!!!!!!5++++
მიჭირს? არა ასე ცხოვრება სულაც არ მიჭირს. არ მყოფნის სიძულვილი, შიმშილი, სიცივე და შური....მეტი მინდა...
დარწმუნება იმაში, რომ უნიკალური ვარ, არ გამჭირვებია.ჩემზე არ ვრცელდება არცერთი კანონზომიერება. გარეგნული სახის გარდა არაფერი მაქვს საერთო ადამიანებთან და ხუთი გრძნობიდან მაქვს მხოლოდ შიმშილის გრძნობა და მას სხვისი სისხლის სმით ვიკმაყოფილებ,როგორც ვამპირი. ჩემი " ვამპირი"ყველაზე მეტად ვირთხისფერია და ყველაზე უფრო ცივი, როგორც უხსენებელი. ძალიან მომეწონა ბუდულ!!!!!!!!!!!!!!!!!5++++
15. მადლობა ნეფერტარ... მადლობა ნეფერტარ...
14. ოჰ, როგორ გამომრჩა კომენტარი. არადა სულ გულდაგულ წავიკითხე. ძალიან ორიგინალურია როგორც თემა, ასევე მისი გაშლა... თავფურცლისთვის მშვენიერი იქნებოდა. 5 ქულა. ოჰ, როგორ გამომრჩა კომენტარი. არადა სულ გულდაგულ წავიკითხე. ძალიან ორიგინალურია როგორც თემა, ასევე მისი გაშლა... თავფურცლისთვის მშვენიერი იქნებოდა. 5 ქულა.
13. ვაიმე, მარი, არაჩვეულებრივი ხარ!!!!!!!!!! <3 ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და ყველაზე მეტად ფინალმა მომხიბლა... ძალიან დიდი ემოციითა და ადამიანის ფსიქოლოგიის ცოდნით არის დაწერილი :) 5 და ლაიქი! ვაიმე, მარი, არაჩვეულებრივი ხარ!!!!!!!!!! <3 ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და ყველაზე მეტად ფინალმა მომხიბლა... ძალიან დიდი ემოციითა და ადამიანის ფსიქოლოგიის ცოდნით არის დაწერილი :) 5 და ლაიქი!
12. ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 2 18 სექტემბერი, 2013 ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 2 18 სექტემბერი, 2013
11. რა წაღმა-უკუღმა აგიტყდა ამ შუაღამეზე? :DDDDD რა წაღმა-უკუღმა აგიტყდა ამ შუაღამეზე? :DDDDD
10. წაღმა-უკუღმა ამოტრიალება რად უნდა, ორივე მხრიდან სისხლისმსმელი და 93 ლარის მხარჯველი ვამპირი ხარ შენ! :* წაღმა-უკუღმა ამოტრიალება რად უნდა, ორივე მხრიდან სისხლისმსმელი და 93 ლარის მხარჯველი ვამპირი ხარ შენ! :*
9. მადლობები, ძვირფასებო... მადლობები, ძვირფასებო...
8. საინტერესოა და განსხვავებული.. მომეწონა მედლის მეორე მხარე :)) :* საინტერესოა და განსხვავებული.. მომეწონა მედლის მეორე მხარე :)) :*
7. მომეწონა! ++ მომეწონა! ++
6. ჯონათან, აი ასეთი ვარ, მეორე მხრიდან .... ჯონათან, აი ასეთი ვარ, მეორე მხრიდან ....
5. სხვანაირი ხარ აქ :)
მომეწონა.
სხვანაირი ხარ აქ :)
მომეწონა.
4. ძალიან მომეწონა. ცხოვრების ფილოსოფია კარგად არის წარმოჩენილი. ჩემი აზრით უნაკლოა. გმადლობთ, რომ ასე წერთ ქალბატონო მარი. ძალიან მომეწონა. ცხოვრების ფილოსოფია კარგად არის წარმოჩენილი. ჩემი აზრით უნაკლოა. გმადლობთ, რომ ასე წერთ ქალბატონო მარი.
3. მადლობა .ჰარალეს კომენტარმა გამახარა:D ვცდი და სისხლის მსმელს შევანაცვლებ, ვნახოთ, როგორი იქნება:D
მადლობა .ჰარალეს კომენტარმა გამახარა:D ვცდი და სისხლის მსმელს შევანაცვლებ, ვნახოთ, როგორი იქნება:D
2. მომეწონა! და საკუთარ თავს ვეამაყები, რომ არ შევმცდარვარ, რასაც ერთ ადამიანზე ვფიქრობდი.:)
შენიშვნა არ მაქვს. უბრალოდ ვფიქრობ "ვამპირზე" მეტად, სიტყვა "სისხლის მსმელს" :" სისხლის მწოველს" ხომ არ მოაქვს უფრო მეტი ემოცია, ან უფრო მორგებულად გამოხატავს სათქმელს? მომეწონა! და საკუთარ თავს ვეამაყები, რომ არ შევმცდარვარ, რასაც ერთ ადამიანზე ვფიქრობდი.:)
შენიშვნა არ მაქვს. უბრალოდ ვფიქრობ "ვამპირზე" მეტად, სიტყვა "სისხლის მსმელს" :" სისხლის მწოველს" ხომ არ მოაქვს უფრო მეტი ემოცია, ან უფრო მორგებულად გამოხატავს სათქმელს?
1. მაგარი ხარ მარი, ძალიან კარგია:)) მაგარი ხარ მარი, ძალიან კარგია:))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|