| ავტორი: ბერი18 ჟანრი: პოეზია 19 სექტემბერი, 2013 |
პარტია-1.
ჩვენ მოვდივართ! გაგვატარეთ! უნდა ვმართოთ საქართველო. აშენდება, დამშვენდება, აყვავდება მთა და მდელო.
გაზის, დენის, საფასურსა გადაიხდით კაპიკებით, პენსია და ხელფასები, გაიზრდება გაგიჟებით.
ხუთმეტ თვეში დაბრუნდება, ოსეთი და აფხაზეთი, მალდივებზე დასვენება, თქვენ გექნებათ არა ერთი.
პარტია-2.
არა,არა! ეს ჩვენა ვართ, საქართველოს გადამრჩენნი, კურსით ვივლით ევროპისკენ ნატო არის მამაჩვენი.
გაბრწყინდება ივერია, თავისუფალ დროშის ფერში, ვეზიაროთ ევრო პროგრესს, მივემსგავსოთ ყველაფერში.
პარტია-3.
რას მიქარავთ, რომ მიქარავთ ტყუილია ყველაფერი. ეს ჩვენა ვართ ბოლო შანსი ეს ჩვენა ვართ ყველაფერი
გაუმარჯოს გლეხის შრომას მუშას მივცეთ დანადგარი გავატყავოთ ბურჟუა და აღარ გვინდა დოსტაქარი.
*** აბა ეხლა აირჩიეთ, ყველამ თქვენი სურვილები რომელია სიმართლე და რომელია ტყუილები, როდის იყო პარტიები ასრულებდნენ დანაპირებს, ყველას თავის კუჭი ეწვის, გიყურებენ როგორც ვირებს.
ნუ ენდობით! უკანონოდ გამოჩეკილ კომავშირლებს... ნურც მათ ასულთ, ნურც მათ შვილებს, ნურც მათ ძეთ და ნურც მათ შილებს.
/კახაბერ ჭიჭინაძე/
16.09.2013
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მშვენიერი იუმორია! მშვენიერი იუმორია!
10. მადლობთ არამითი ჩავასწორებ მრავლობითში ძეთ სწორია და არა ძეს.
მადლობთ არამითი ჩავასწორებ მრავლობითში ძეთ სწორია და არა ძეს.
9. მადლობთ არამითი ჩავასწორებ მრავლობითში ძეთ სწორია და არა ძეს.
მადლობთ არამითი ჩავასწორებ მრავლობითში ძეთ სწორია და არა ძეს.
8. ავტორი: ბერი18 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება:0
კომავშირლებს ვერ გავიგე..
ნურც მათ ძეს-ძეთ (მრავლობითს მრავლობითი) ავტორი: ბერი18 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება:0
კომავშირლებს ვერ გავიგე..
ნურც მათ ძეს-ძეთ (მრავლობითს მრავლობითი)
7. ჯორჯიბიჭი რამოდენიმე დღის წინ წავიკითხე, რადგან კომენტარი არ დაგიტოვე არ წაკითხვას კი არ ნიშნავს. პირში სიმართლის თქმა კარგია მაგრამ ახალს და კარგს რომ არაფერს იძახი? ჯორჯიბიჭი რამოდენიმე დღის წინ წავიკითხე, რადგან კომენტარი არ დაგიტოვე არ წაკითხვას კი არ ნიშნავს. პირში სიმართლის თქმა კარგია მაგრამ ახალს და კარგს რომ არაფერს იძახი?
6. "ამაი" ჩემი საპრეზიდენტო პროგრამა არ "წაუკითხავ", აი! :)
რავი, როცა გინდათ ევროპელობაზე დებთ თავს ქართველები და... :) :) "ამაი" ჩემი საპრეზიდენტო პროგრამა არ "წაუკითხავ", აი! :)
რავი, როცა გინდათ ევროპელობაზე დებთ თავს ქართველები და... :) :)
5. კაი ხანია აღარც ვენდობით...ერთმანეთს ელაპარაკებიან ეგენი ტელევიზიიდან...:))
კაი ხანია აღარც ვენდობით...ერთმანეთს ელაპარაკებიან ეგენი ტელევიზიიდან...:))
4. მაკაგელაშვილი. მადლობა :))
მაკაგელაშვილი. მადლობა :))
3. ვაიმე, ძალიან მომეწონა :) გავხალისდი :) კახ, ძალიან კარგი ხარ!!! 5 ვაიმე, ძალიან მომეწონა :) გავხალისდი :) კახ, ძალიან კარგი ხარ!!! 5
2. მაზლის ცოლს ქართულად შილი ჰქვია. მრავლობითში შილები.
შილასთან და შილაფლავთან არაფერი საერთო აქვს მეგობარო. მაზლის ცოლს ქართულად შილი ჰქვია. მრავლობითში შილები.
შილასთან და შილაფლავთან არაფერი საერთო აქვს მეგობარო.
1. შილა რა შუაში იყო? შილა რა შუაში იყო?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|