ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2008


ეს გზა, რომელიც ახლა დაიწყო


ეს გზა, რომელიც ახლა დაიწყო,
ეს გზა, არ ვიცი, საით მიმიყვანს,
ზის ჭორიკანა მარტივი ქალი,
თავის დიეტურ ლექსებს მიკითხავს.
და გამურული ყავის ფინჯნიდან
ცდილობს შეიცნოს დღე ხვალინდელი,
და გაბზარული გოდებს ფირფიტა
“და ლპება თოვლი შარშანწინდელი”.
არ უჩანს ბოლო ან დასაწყისი
ამ დაჩვარულ და ფუყე მოლოდინს,
და მეძავები ჰყიდიან ვნებებს
ქალაქის მღვრიე ქუჩის ბოლოში.
მანეკენებით ბუტაფორებით
და რობოტებით სავსე ქალაქში,
არა აქვს ფასი გვირილებს, ტიტებს,
ან უფლისწულებს ფერად ზღაპარში.
ვიღაც მანიშნებს – შენც დაიცალე
ხელზე გაყიდულ სკივრის განძივით
და, დღე ისე, ვით ძველი მევალე
ფეხდაფეხ დამდევს მშიერ ძაღლივით...
                                              1986 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს