ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: იუმორისტული
24 სექტემბერი, 2013


თავისუფლება სოსისებს

სამსახურიდან ისე გვიან გამოვდივარ ხოლმე, ბაზარი უკვე დაშლილია და რას ვიზამ , სუპერმარკეტში ძეხვეულის სექციას ხშირად ვსტუმრობ. ამბობენ, ნახევარფაბრიკატები ჯანმრთელობისათვის  საზიანოა , მაგრამ ჩემი ოჯახი ძირითადად ამით იკვებება.
---ამიწონეთ 8 ლარის სოსისი--ვეუბნები გამყიდველს.მართალია ჩვენი ბებიები 8 ლარად მთელ თვეს არჩენდნენ ოჯახს, მაგრამ მე ასეთი  „ხელგაშლილი“ ვარ და რა ვქნა. ამ სოსისებს საღამოსვე შეჭამენ, მე თუ არ მიმაყოლეს ზედ, ისიც კარგია.თუმცა  ქმარი აუცილებლად მიმაყოლებს დესერტად...(სიამოვნებისგან გამეღიმა...)
ჩქარჩქარა მომცრო , თხელფსკერიანი  ქვაბი ცეცხლზე დავდგი  და  წყალი ჩავასხი, სოსისების მოსახარშად. როგორც კი ადუღდა, შიგ ჩავყარე და კოვზის ასაღებად შემოვბრუნდი...
---ჭყვიტ, ჭყვიტ...მომესმა უცებ. დავიხარე, მოვათვალიერე მაგიდის ქვეშ,საიდან აქ გოჭი მეთქი...
არსად არაფერია.არადა,  აშკარად მომესმა გოჭის ჭყვიტინი....
ალბათ მომეჩვენა...ოჯახი დავანაყრე და დასაძინებლად წავედით.
გვიან ღამით, მეუღლემ  საბანი ფრთხილად  გადაწია და შემომიწვა...(დესერტი  გამახსენდა)...ტანზე მომეკრა და ხელი ჩემს მკერდს ფრთხილად შეახო...შეხებამ უცებ ამაგზნო, მაგრამ
---ჭყვიტ---ჩამესმა ისევ.
--გაიგონე?---ვეკითხები
--რაა?.. უნდა გამეგონა?---უკვირს, ადგა, შუქი აანთო და დამაცქერდა, საბანი მკერდზე ავიფარე და ჩუმად ვუთხარი
---გოჭის ჭყვიტინიიიიი
--ახლა, თუ არ გინდა, თქვი რა. .. ამ ბოლო დროს ვერ გცნობ----გაღიზიანებული მეუბნება მეუღლე
--რა შუაშია ეგ, აშკარად გავიგონე , გოჭი ჭყიოდა...
აბუზღუნებულმა დაიძინა.მე კი ფიქრმა არ  დამაძინა...ნეტავ მელანდება თუ ავად ვარ?  ძილმა მაინც აჯობა და გამთენიისას  ჩამძინებია...
მეორე დღეს ნაცნობ სუპერმარკეტს  ვესტუმრე, მაგრამ საყიდლებზე შესულს შემზარავი ხმები შემომესმა:
---ინკვიზიტორო!...--ყვიროდა ხორცი ჩახლეჩილი ხმით,
----სადისტო!--ბღაოდა პუსკუნა სარდელი და სიბრაზისაგან ტოკავდა.
ვიტრინის იქით კი ძეხვები წამოყელყელავებულიყვნენ, სიბრაზისაგან კანი ასკდებოდათ, ბღაოდნენ და გაყინულ მინას ეხლებოდნენ...
ბოლოს საშინელი ხმით აყვირდა მსხვილი ძეხვი:
--განვედ, განვედ ხორციჭამიავ! ძეხვებო, წინ!
თვალებზე  ხელი ავიფარე და გარეთ გამოვვარდი...მაგრამ გზადაგზა ისევ მესმოდა მოქალაქეთა ჩანთებსა და პარკებში ჩალაგებული, განწირული ძეხვების მოგუდული ხმა....
მერე...  კოშმარები მტანჯავდა, ჩამეძინებოდა თუ არა, ავტობუსისოდენა ვარდისფერი სოსისი მესიზმრებოდა ,სოსისი მომდევდა, მომდევდა, მოსახვევებში უცებ წინ დამიხვდებოდა ხოლმე და თითქოს მისიგნალებსო, გოჭის ხმით ჭყვიტინებდა!...შუქნიშნებთან ღირსეულად ჩერდებოდა, აიკუნძებოდა, აიკლაკნებოდა და მერე მატლივით მიხტუნავდა ისევ შიშით გულგახეთქილი მდევარისკენ....
ავდექი და მკითხავთან წავედი.მან კი დიდხანს მიყურა, მიყურა და მითხრა: თქვენს სხეულში  სოსისის სულია ჩასახლებული, რომელიც მას გოჭიდან გადმოჰყვაო...


  ►◕◄    ►◕◄          ►◕◄        ►◕◄        ►◕◄      ►◕◄            ►◕◄      ►◕◄        ►◕◄ 

სერჟი ფსიქიატრიულში მისვლიდან  მესამე დღეს დავინახე, მას ზურგზე სოსისი ეხატა და  ხმამაღლა გაჰყვიროდა:

--ძირს ხორციჭამიები, თავისუფლება სოსისებს...შენც კოჰაბიტაციის მსხვერპლი ხარ?

      ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ''სოსისის დამცველთა არასამთავრობო ორგანიზაცია", რომელშიც  ჯერჯერობით , მხოლოდ ორი წევრი გავერთიანდით, შევქმენით დებულება და მივმართეთ ფსიქიატრიულის ექიმს, უფლება მოეცათ, გველოცა სოსისების სულებისათვის...მერე საზოგადოებაში გაწევრიანებაც შევთავაზეთ...
ექიმმა აკანკალებული ხელით სათვალე მოიხსნა, მერე ოთახში სირბილს და ბუტბუტს მოჰყვა:
--არა, ეს შეუძლებელია!....სული?...    სოსისის სულიი?  მხოლოდ ორი ლარი მაქვს, გამაწევრიანებთ?

---დიახ, ბატონო, ისინი მოაზროვნე არსებები არიან , ჩვენი აზრით,  სოსისი ერთ დროს მოაზროვნე არსება იყო...ხოლო მოაზროვნე არსების შესანსვლა არ შეიძლება!
---სამწუხაროდ სოსისებმა , როგორც ადამიანებმა, იციან რომ უნდა მოკვდნენ...ანუ ვიღაცამ უნდა გადასანსლოს,
წარმოიდგინე მთელი სოსისური ცხოვრება ამაზე ფიქრში და მოლოდინში!..ეს კიდევ არაფერი, თუ ვიღაცა სულსწრაფმა და მშიერმა ეგრევე შესუსნა, ზოგი დიდი ამბით მიიტანს სახლში, ჯერ მოხარშავს, მერე ტყავს გააძრობს, ბოლოს კი...


ასეთი  და ამნაირი იდეოლოგიით ვსაზრდოობთ დღემდე. ორივე  ერთად ვართ, ერთად  ვიბრძვით და არა მხოლოდ სიტყვით...
მე და სერჟი ყველაფრისთვის მზადა ვართ: მე იარაღი  ვიშოვე, კაბის შესაკრავად "ბულავკა" მქონდა. ისეთი არ გეგონოთ, ახლანდელ  პერანგებს რომ მოყვება, იმნაირი სუსტი და უხეირო  კი არაა, ბებიაჩემის ნაქონია, ნამდვილი
ხიშტივითაა, ვისაც გინდა ჩხვეტით  ააწიოკებ. ახლა საავადმყოფოდან  გაქცევისთვის ვემზადებით და  მერე დიდი აქცია უნდა მოვაწყოთ....

ყველაფერი დაგეგმილი და გათვლილია....
წარმოიდგინეთ, რა ეფექტი ექნება პლაკატებს ,  რომელზეც წერია:

                                  თავისუფლება სოსისებს...
►◕◄    ►◕◄          ►◕◄        ►◕◄        ►◕◄      ►◕◄            ►◕◄      ►◕◄        ►◕◄ 

                            ძირს ხორციჭამიები....
►◕◄    ►◕◄          ►◕◄        ►◕◄        ►◕◄      ►◕◄            ►◕◄      ►◕◄        ►◕◄ 

                          სოსისები ჩვენი მეგობრები და  საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან....
►◕◄    ►◕◄          ►◕◄        ►◕◄        ►◕◄      ►◕◄            ►◕◄      ►◕◄        ►◕◄ 


მჯერა ყველაფერი ისე იქნება, როგორც გვინდა და მაცივარში  -15 გრადუსზე  შენახული ძეხვეულნი სრულყოფილ
ცხოვრებას შეძლებენ და გამრავლდებიან...




P.S.    ამ სტატიის გამოქვეყნებით მიღებული ჰონორარით ბევრ სოსისს ვიყიდი და გემრიელად,  მწვადივით შამფურზე ავასხამ და  ისე  შევჭამ.                                                     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები