ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
23 სექტემბერი, 2013


ელმირა

                        სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მომისაჯა, არ ვიცი, მეკუთვნოდა თუ არა  ეს,  თავად განსაჯეთ, არა, შეწყალებას არ ვითხოვ, უბრალოდ  ვინანიებ და ვხვდები, ვხდები რომ  გრძნობებს არ უნდა ავყოლოდი....მოკლედ, ქალი გავიცანი , უკრაინის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა,მშვენიერი გოგონა იყო, ნაზი,. სათნო, ელმირა ერქვა სახელად, უცებ შეგვიყვარდა  ერთმანეთი, , ჩამოვალ მეთქი შენთან და  დამთანხმდა...
  ჩავედი, დამხვდა, ხელი ჩამკიდა  და სახლში მიმიყვანა, გამაცნო დედა, მამა, ძმა.....არ მესიამოვნა, მერჩივნა მარტო ყოფილიყო, დიდი სახლი ჰქონდათ, დავლიეთ, ვიმხიარულეთ,  ყველას ძალიან მოვეწონე, ამასობაში საღამო ახლოვდებოდა და გული მიხტუნავდა სიხარულისაგან, ახლა დავწვებით, დავიმარტოხელებ და ვისიყვარულებთ მეთქი!
    მაგრამ  უბედურებას სხვა გეგმები ქონდა , ცალკე ოთახში მარტო მომასვენეს, მამამ თვაალები დააბრიალა, ასე ჯვარდაუწერლად ვერ დაგაწვენთო ერთად...ის ღამე ხომ თეთრად გავათენე, დილიდან ისევ გამიჩნდა იმედი და საუზმის დროს ისიც უკვალოდ გაქრა....ერთი თვის შემდეგ დაიწერთო ჯვარს...ბრძანა მამამისმა
    ო, ღმერთო! იმწამს მადა დავკარგე  , ავდექი მაგიდიდან , გარეთ გავედი და ღრმად ვსუნთქავდი, ცრემლები მომაწვა...გოგოც გარეთ გამოსულიყო და უცნაურად მიყურებდა.....მერე მოვიდა და ჩუმად მითხრა:
---მოითმინე სიხარულო, მალე გაივლის ერთი თვე...თუ გინდა....იცი რა....
--ელმირააააააა!!!..---გაისმა ღრიალი--გოგოს სახე  შეეცვალა---
--მამა მეძახის!..---მაკოცა და გაიქცა
       

..........................................................................................................................................................................................................


        მას მერე რაღაცნაირად  გული ავიყარე ყველაფერზე, ხან ისევ იმედი მომეცემოდა ხოლმე, აი როგორ ერთ ღამეს, დაწოლს რომ ვაპირებდი, ვიღაცამ ჩუმად კარზე  დამიკაკუნა, ამ დროს ვიხდიდი უკვე , გახარებულს შარვალი  ხელიდან გამივარდა ,კარს ვეცი, საკეტს ვაღებდი და ვჩურჩულებდი:..."ელმირა, ვიცოდი,  რომ მოხვიდოდი..ახლავე.....ვინმემ ხომ არ დაგინახა?.."
მაგრამ კარი რომ გავაღე. ლამის წავიქეცი, კართან სიდედრ-სიმამრი და გოგოს ძმა იდგნენ, ხელში ჯოხები ეჭირათ, სახე კი  ბრაზისგან ჰქონდათ მოღრეცილი!...
სადაა  ელმირა?...ჩაიბურტყუნაა ძმამ ყრუ ხმით. გადმოალაჯა, მხარზე ხელი მტაცა  და ლამპა სახეზე  მომანათა
--ასეც ვიცოდი! --აკანკალებული ხმით თქვა სასიდედრომ, ---საზიზღარო!...ნახე, გახდილია უკვე! მოგკლავ! სადაა  ჩემი გოგო? უკვე გაუპარჭყე უმანკო ფეხები?????????
---აააა..არ ვიცი.... მე არ ვიცი...  ჩავილაპარაკე  და უკან დავიხიე
ხელი მკრეს ,ოთახში შემოცვივდნენ, დიდხანს ეძებდნენ , მერე დამემუქრენ.
--არ გნახოთ ერთად!...გაიგე? ..მოვკლავ ამ გოგოს! სად დაიკარგა?...ელმირაააა!!!!..ელმირააა....
მერე სასიდედრომ უცებ ჩაიცინა, გავარდა  გარეთ, მალევე  შემობრუნდა  და  ყვირილი დაიწყო:
--უიიიი....გარეთ ყოფილა....უბორნიაში ზის ჩვენი  ელმირა ....კუჭი ქონია აშლილი....  ! დამჯერი გოგოა, კინაღამ არ ვიფიქრე ოჯახს არცხვენს მეთქი!
შუქი გამორთეს და წავიდნენ.....მე დიდხანს ვიჯექი საწოლზე  , სახე ხელებში ჩავრგე და უხმოდ ვირწეოდი...



.................................................................................................................................................................................................................................................






            .....ჩემს ჭირად  სოფლის შუაგულში,  სახლთან ახლოს ,ცხენსაშენი ფერმა  იყო , ღამ-ღამობით სიჩუმეში  ხვიხვინი  და ცხენების  შეწყვილების ხმები  მესმოდა,  საღორედანაც უცნაური ხმები გამოდიოდა... უკიდურესად გაღიზიანებულს რა დამაძინებდა, ვოხრავდი, ცრემლი მდიოდა, გვერდზე ოთახში კი ჩემი საძულველი  სასიმამრო ხვრენდა, სულ მინდოდა შევპარულიყავი, ამეღო საწოლის ქვემოდან მისი მყრალი  ღამის ქოთანი და მერტყა  თავში, სანამ სულს არ გააცხებდა!
                დილით დაძმარებული და გამოუძინებელი ვსაუზმობდი ,თვალებში ვეღარ ვუყურებში მათ.ისინი კი მხიარულად იყვნენ.სულ არ ადარდებდათ ჩემი ჰორმონები.
              ...ორი კვირის შემდეგ , თითქმის ბედს დანებებული,  როცა სასტიკად გამოვთვერი  და ჩამთვლიმა,  მოულოდნელად რაღაცამ  გამომაღვიძა....მეჩვენებოდა ,თითქოს მთელი სამყარო მე  დამცინოდა, ყველა არსება დაწყვილებულიყო , ცხენები "ი-ჰო-ჰო-ს ხვიხვინებდნენ,და ერთმანეთს ახტებოდნენ,  კატები სიამოვნებისაგან  ღნაოდნენ და კრუსუნებდნენ, კურდღლების ხმაც მესმოდა, მინდორში რომ  წყვილდებოდნენ, ტყეში ბუქნაობდნენ ციყვები, მაჩვები!  , თქვენ წარმოიდგინეთ,  ისიც კი მესმოდა გარკვევით , სოროებში ვირთხები რომ სიყვარულობდნენ, კუდებგადაბმულნი!...ხოჭოებიც კი დაფაჩუნობდნენ  ჩუმად  იატაკის ქვეშ! მოკლედ მთელი სამყარო სიყვარულობდა, ზმუოდა, კვნესოდა!  ხარობდა, როგორც შეეძლო, მხოლოდ მე ვიყავი მარტო, საყვარელ არსებას მოკლებული!...ინსტიქტი და ვნება  საშინელი ძალით  შემოჭრილიყო  ახლა ჩემს  სხეულში, დაებინდა საღი აზრი  და არ მტოვებდა....ვეღარ გავუძელი, ავდექი, ფანჯარასთან მივედი, მინა ამოვიღე, მივაყურადე....სიმამრი ისევ უზრუნველად  ხვრენდა, ფანჯრიდან გადავძვერი, საკუჭნაოში  ჩუმად ნავთის ბიდონი მოვსინჯე...შევანჯღრიე, თითქმის სავსე იყო,  არ მესმოდა რას ვაკეთებდი, სახლს გარშემო ვურბენდი და კედლებზე  ნავთს ვასხამდი, გული ამოვარდნაზე მქონდა...უცებ შიშველი ფეხების ბარტყუნი და მერე კარის გაღები ხმა გავიგონე, ბალახებში ჩავჯექი, სმენად ვიქეცი....ელმირა იყო,    კარი გაეღო, იყურებოდა, თმა გაეშალა,  ლამპას აქეთ-იქით  ატრიალებდა, ანათებდა, ხალათი ჰაი-ჰარად შემოეცვა და მისი ლამაზი ფეხები  დავინახე....მერე მკერდი, მთვარის შუქზე არაბუნებრივად გატიკნული და ჭკუისამრევი!....ისეთივე იყო ,როგორც სურათებში, რომ მიგზავნიდა....გული გამეწურა...
---ვინ არის?...იკითხა  ხმადაბლა, მერე ცოტა ხანს კიდევ  იდგა, ტრაკი  მოიფხანა, ხმაურით  დაამთქნარა, ხალათი შემოიკეცა და შევიდა...
    ერთხანს ვიჯექი ასე, გაშეშებული, ბოლოს  მისი დაწოლის ხმა    გავიგე, როცა  სახლში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა,ნელა ავდექი , ნავთიანი ხელები ზიზღით დავსუნე, მერე ისევ წავავლე ხელი ბიდონს, ახლა სახლს  აღმოსავლეთიდან შემოვუარე, იქაც ბლომად მივასხი...შორს სადღაც ძაღლები ყეფდნენ, მთვარე უკვე კარგად ამოსულიყო,  კატები ისევ ვნებიანად  ჩხაოდნენ, დარჩენილი ნავთიც მივასხურე კედელს და ასანთს  დავუწყე ძებნა...
              ერთხანს ასანთს ხელში ვათამაშებდი და მთვარეს ვუყურებდი, ნელა რომ მიცურავდა ღრუბლებში.... ანთება კი  ვერ გამებედა, გამოგიტყდებით  რომ  მეცოდებოდნენ ისინი , მაგრამ ჩემი სისხლი ახლა ადუღებულიყო და გამდნარი ლავასავით მოედინებოდა ძარღვებში, აღარც ფიქრის თავი მქონდა და აღარც მეწადა სხვა რამ...---.ჯანდაბა!---- ჩავილაპარაკე და ისევ  ცხენების ხმა მომესმა, ჭყლაპუნი, ჭყლაპუნი და ჩუმი ხვიხვინი....მერე ყველაფერი ჩაწყნარდა....ეს ბოლო წვეთი იყო ჩემი მოთმინებისა!  ასანთი გავკარი და აკანკალებული ხელით კედელს  მივუახლოვე , ჩაქრა...მეორედაც ავანთე, მივაგდე კედელს და აინთო, ახლა გვიანი იყო უკვე  უკანდახევა, სახლს გარშემო ვურბენდი, ანთებულ ასანთს ვესროდი  და ჩუმად ვხარხარებდი....სახლი უკვე  ყველა მხრიდან ბრიალებდა! ცეცხლმა იმძლავრა, განათდა არე-მრე, ძაღლები გადარეულებივით  აყეფდნენ, მეზობელ სახლებში კი  ხმაური გაისმა, ჯერ  შუქი აანთეს...ბოლოს გავიგონე კივილი, აქვე, სულ ახლოს:
----ცეცხლიიი! ვიწვით! მამაააა!!!..გვიშველეთ!.....დედააა! ელმირა! რა ხდება!..მამააა?---მერე რაღაცა მძიმის დაცემის ხმა.
          დროის დაკარგვა აღარ შეიძლებოდა , ერთიც  შევავლე  თვალი საბოლოოდ  საძულველ სახლს  და გავიქეცი,  ღობეს რომ  ვახტებოდი,, ფეხი  მწარედ გავიჩხაპნე , არ მიმიქცევია ყურადღება , მინდვრებისკენ გავიჭერი , უკნიდან მესმოდა კივილი, ყვირილი, კვამლის სუნი უკვე დამეწია, , უკან მიხედვა აღარ მინდოდა, გავრბოდი სანამ შემეძლო, ფეხში საშინელი  ტკივილი ვიგრძენი უცებ  , წავბორძიკდი, მიწაზე დავემხე და ავტირდი....
დილით მიპოვეს სოფლელებმა, ტანსაცმელშემოხეული , ნავთის სუნად ვყარდი, გაწამებულ სახეზეც ყველაფერი მეწერა უკვე....შემკრეს და პოლიციაში წამიყვანეს, გზაზე გული მიღონდებოდა...არავინ გადარჩაო სახლში  ცოცხალი, ჩუმად  ლაპარაკობდნენ.......


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები