ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: თომა.
ჟანრი: პროზა
25 სექტემბერი, 2013


ფრაგმენტი

ახლაც  ძალიან კარგად მახსოვს ის შეგრძნება, როცა შემოდგომისას სოფელში ვიყავით...

მამა შემოდგომისფერ ფოთლებს აგროვებს, იმხელა ეზო გვაქვს შვიდი დიდი ზვინი მაინც აგორგოლავდება. "კლეჩატი" პერანგი აცვია და ღია ფერის ჯინსი, ქამარი მაგრად აქვს შეკრული, ისევ ძალიან გახდა...
მეოთხე ზვინის "მშენებლობას" რომ მორჩა მასთან მივბანცალდი (ჯერ კიდევ მიჭირს წონასწორობის დაცვა), უნდა დაისვენოს, თორემ დაიღლება... მან ქუდი შემისწორა, ელვაშესაკრავი ბოლომდე შემიკრა, მერე ხელები იღლიებქვეშ მომკიდა და ჰაერში დამატრიალა, ახლა კი ფოთლების შუაგულში მომათავსა და ჩემ გაოგნებულ თვალებზე იცინის...
დედამ (ამჟამად ჩემი) პოლაროიდი ხელში მოითავსა და უამრავ ფოტოს მიღებს, თან უზომოდ ბევრს იცინის, ძალიან დიდი მუცელი აქვს, თითქოს საზამთრო გადაეყლაპოს...
მე წითელი ქურთუკი და თეთრი ქუდი მახურავს და მე ამ დღეს ბედნიერი ვარ...

პ.ს. მინდა ეს ნაწერი იდეალური იყოს, თუმცა, ვიცი, შეუძლებელია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები