 | ავტორი: ნია-კო ჟანრი: პოეზია 25 სექტემბერი, 2013 |
ბედისწერასავითაა: მივდივარ, ვბრუნდები, მივდივარ და ისევ: ვბრუნდები... თითქოს აღარაა სხვა გზა, ათიათასჯერ გავლილი გზის გარდა... და ეს დადგენილი წესი უკვე ტრადიციად მექცა... და სულ მგონია, რომ: თუკი ერთხელაც არ დავბრუნდი, თუკი ერთხელაც გადავუხვიე ათიათასჯერ გათელილ ბილიკს სამაგიეროს გადამიხდიან ისინი – გზები, თუ ბილიკები, სამაგიეროს გადამიხდიან, არ მიმიღებენ, ვარდებს ბარდებად გადამიქცევენ, ასფალტებს – ორმოდ, ქვებად მიქცევენ ტრასას, ლოდებად – არ მიმიღებენ; არასოდეს მაპატიებენ: გადავიწყებას, ღალატს, ტყუილსაც... ამიტომ ისევ იმავე გზებით, იმ ბილიკებით, რომელიც ერთხელ ტრადიციად გადავიქციე, მივდივარ, ისევ ვბრუნდები უკან, ისევ მივდივარ და კვლავ ვბრუნდები... ბედისწერაა ეს ახლა უკვე... ბედისწერაა – დაბრუნება უკან ბილიკით, ათიათასჯერ რომ გავთელე კარგა ხანია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. სამაგიეროს გადამიხდიან, არ მიმიღებენ, ვარდებს ბარდებად გადამიქცევენ, ასფალტებს – ორმოდ, ქვებად მიქცევენ ტრასას, ლოდებად –
კარგი ხარ ნინიკო, ძალიან კარგი. სამაგიეროს გადამიხდიან, არ მიმიღებენ, ვარდებს ბარდებად გადამიქცევენ, ასფალტებს – ორმოდ, ქვებად მიქცევენ ტრასას, ლოდებად –
კარგი ხარ ნინიკო, ძალიან კარგი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|