ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
2 ოქტომბერი, 2013


ოცი წლის წინ ( მინიატურა)

►◕◄      ►◕◄      ►◕◄      ►◕◄


ოცი წლის წინ უდიდესი ტანჯვით,  დიდი ტკივილით და ტირილით დავშორდით ერთმანეთს...იყო წვიმა და  ვტიროდით ორივე...
მანამდე სულ ჩემთან იყავი...სულ ჩემთან და ჩემში...
სულ მენატრებოდი... მაშინაც , როცა ჩემ გვერდით იყავი...მიყვარდა შენი სუნი, შენი თვალები, შენი სიცილი და გაბუტვა.
ძილშიც კი შენს სუნთქვას ვუდარაჯებდი. დაუნანებლად ვიღებდი გულს  და შენ გიყოფდი...
ახლა ერთად აღარ ვცხოვრობთ და ძალიან  მენატრები...
ყოველწამს  ვფიქრობ შენზე და მონატრებას ვერაფერს ვუხერხებ...

ოცი წლის წინ უდიდესი ტკივილით დავშორდით ერთმანეთს და შენ დაიბადე...ოცის გახდი შვილო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები